5 რჩევა სამზარეულოს მოსაწყობად

 ამბობენ, რომ სამზარეულო სახლის გულია. ოჯახი დროის დიდ ნაწილს იქ ატარებს, ამიტომ სამზარეულო მხოლოდ მოხერხებული სივრცე კი არა, ოჯახური კერაც უნდა იყოს. ამ ოთახისგან რომ მყუდრო და გემოვნებიანი სივრცე გამოვიდეს, ინტერიერის დიზაინერების რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
დაგეგმვა
პირველ რიგში სამზარეულოში ე.წ. სამუშაო სამეულის წესები უნდა დაიცვათ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სივრცეში მოხერხებულად გააერთიანოს ქურა, ნიჟარა და მაცივარი. ასე ყველაფერი ხელთ გექნებათ. თუ ეს მოხერხდა, ამით დიასახლისი დროისა და ძალის დაზოგვას შეძლებს.
სხვადასხვა სტილის დაგეგმარებაში ეს სამეული შეიძლება სულ სხვადასხვაგვარად

გამოყურებოდეს. ცალხაზოვან განლაგებაში დამატებით პუნქტად შეიძლება დაემატოს მაგიდა, რომელსაც დამატებით სამუშაო ზონად გამოიყენებთ. Г-ს და П-ს ფორმის სამზარეულოები სამუშაო სამეულის უფრო დიდ სივრცეში განაწილების საშუალებას იძლევიან. ხოლო თუ განლაგება პარალელურია, ცალ მხარეს ჯობია ქურა და ონკანი დამონტაჟდეს, მეორე მხარეს კი სამუშაო მაგიდა და მაცივარი მოთავსდეს.

  • წინა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები