როგორ შევარჩიოთ ფოტოშპალერი

ინტერიერის დიზაინი დღითი დღე იხვეწება. ადამიანებიც სულ უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, როგორ მოაწყონ საკუთარი საცხოვრებელი გარემო მყუდროდ, კომფორტულად და რაც მთავარია, თანამედროვედ. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ ფოტოშპალერი, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობის ევროპაში. ფოტოშპალერი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ეკონომიურია და ამასთანავე, კრეატიული და ლამაზი.
ფოტოშპალერის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფერთა გამაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მკაცრი ფერები სივრცეს უფრო დიდად აჩენს, თბილი ტონები კი, შესაბამისად, ამცირებს მას. ცივ ფერებს შეიძლება მივაკუთვნოთ მწვანე, ცისფერი, ლურჯი და ა.შ. ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი კი

თბილ ფერებად ითვლება.


გაითვალისწინეთ, რომ ფოტოშპალერის დინამიური სიუჟეტი და მკვეთრი ფერები მისაღები ოთახის გასაფორმებლად უფრო გამოგადგებათ.


ბუნების პეიზაჟი და მშვიდი ფერები კი თქვენს საძინებელს დაამშვენებს.


 

რაც შეეხება საბავშვო ოთახს, აქ, რა თქმა უნდა, ისეთი ფოტოშპალერი უნდა შეარჩიოთ, რომელზეც ზღაპრის გმირები იქნებიან გამოსახულნი, თუმცა, არც ბავშვის ასაკი უნდა დაივიწყოთ, რომ შერჩეულმა ფოტომ მისი ინტერესები დააკმაყოფილოს.


თემატური შპალერი სახლის მთელ ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს. თუ სახლი სოფლის სტილშია, შპალერის სურათებიც მისი შესაბამისი უნდა იყოს, გამოსახული უნდა იყოს ბუნების ელემენტები, ყვავილები, მინდვრები და ა.შ. თუ საქმე ჰაი-ტეკის სტილთან გვაქვს, სასურველია შპალერზე ქალაქები და ცათამბჯენები იყოს გამოსახული.


ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფოტოშპალერის ზომაც. თუ ოთახი გადატვირთულია ავეჯით, შპალერის ფოტო უფრო ვიწრო და გრძელი უნდა იყოს, ხოლო თუ ოთახი არ არის გადატვირთული ავეჯით, შეგიძლიათ ფართომასშტაბიანი სურათი შეარჩიოთ. ფოტოშპალერთან ერთად უნდა შეარჩიოთ დანარჩენი შპალერიც, რათა ფერთა შეხამება რაც შეიძლება ჰარმონიული იყოს. 

კომენტარები

გიორგი 2021-12-03 12:17
სალამი, ასეთი შპალერი რა დამიჯდება კვადრატი?
გიორგი 2021-12-03 12:17
ასეთი შპალერი რა დამიჯდება 1 კვადრატი?
ანა 2017-12-03 07:50
გამარჯობა,თუ შეგიძლიათ მითხარით,სად იყიდება ფოტოშპალერი და რა ღირს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები