სახლი, სადაც ინტერიერის დიზაინერ ნინო ბაბუხადიას ვესტუმრეთ, თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ბინის მთავარი სიმდიდრე დიდი, მწვანეში ჩაფლული ტერასაა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ქალაქი. ფართი, რომელიც კარგა ხნის მანძილზე არა და არ იყიდებოდა, 18 წლის წინ დიზაინერმა შეიძინა, დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ სიმწვანით, ხედებითა და ორიგინალური ინტერიერით, ერთ-ერთი გამორჩეული ბინაა თბილისში.
- სახლის ყიდვისას თანხაში შეზღუდული ვიყავი. სამსახურივით, ყოველდღე დავდიოდი ბინების საძებნელად. ძალიან მინდოდა, ვერაზე მეყიდა რამე, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სოლოლაკში იყიდებოდა ფართი საკმაოდ
ხელსაყრელ ფასად. თურმე, ვერ ყიდდნენ, რადგან 18 წლის წინ ეს უბანი არავის უნდოდა. ამ 18 წელიწადში კი მივედით იმ შედეგამდე, რომ მთელ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილი გახდა, სარდაფიც კი არ დარჩა გაუქირავებელი. მოკლედ, შევიძინე სახლი, უფრო სწორად, ცარიელი სივრცე, სადაც არც ერთი კედელი არ იყო ამოყვანილი. სამწუხაროდ, მე არ ვარ არქიტექტორი, ამიტომ დაპროექტებაში მეხმარებოდა ჩემი მეგობარი, ცნობილი არქიტექტორი ბაია ნიკოლაიშვილი. ოთახების წყობა ჩვენ თვითონ დავალაგეთ, ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ მინდოდა. ჩემთან ბევრი რამე „დარღვეულია“, ამ სახლში არავის აქვს სამზარეულო იქ, სადაც მე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დიდ ოთახს კავშირი ჰქონოდა ტერასასთან, სამზარეულოს - დიდ ოთახთან და ტერასასთან. ზოგადად, ოთახების განლაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა რომ ვაკეთებდე ამ ბინას, საერთოდ არაფერს შევცვლიდი, გავაახლებდი მხოლოდ. ამით ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს არქიტექტორის სწორ ნამუშევარს. მოგეხსენებათ, თბილისის ძველ უბნებში შენობების სიმყარის პრობლემაა, ბევრი ავარიულია, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი სახლი კლდეზეა ნაშენი და ამიტომაც მყარია.
სახლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი დიდი ტერასაა, ბაღნარია შუაგულ თბილისში, რომელიც შემკობილია მცენარეებით. ტერასაზე ცნობილი დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის შექმნილი ტახტი დგას. იატაკი კი მარმარილოს მოზაიკითაა მოპირკეთებული, რომელიც სარკეებთან ერთად ნინოს ხელწერად იქცა.
- სადაც მეძლევა საშუალება, გავაკეთო მარმარილოს მოზაიკა, უკან არ ვიხევ. ვგიჟდები ძველ სადარბაზოებზე და ამ იდეის ინსპირაცია სწორედ აქედან წამოვიდა. ვიპოვე მაგარი ბიჭი, რომელიც მუშაობს ამაზე და ჩემი ჩანაფიქრები განახორციელა. ლამაზია, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გამძლეობა, დრომ კი გვაჩვენა, რომ ძალიან გამძლე და პრაქტიკულია.
სახლის შიდა ინტერიერი, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესოა და სანახაობა კარის გაღებისთანავე იწყება. სანამ ზღურბლს გადააბიჯებ, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეთერ ჭკადუას შესრულებული ნახატია, საიდანაც ჩასაფრებული გოგონა გიცქერის.
- ეს ჩემი მეგობრის, ეთერ ჭკადუას ნამუშევარია, ვინც პირველად შემოდის, ეშინია, კედლიდან ეს გადარეული გოგო რომ უცქერის.
ნახატის შემდეგ ყურადღება მინის მაგიდასა და სარკეზე გადავიტანეთ:
- ეს მაგიდა ერთ-ერთი სასტუმროს დიზაინერი გოგონების ნამუშევარია, ძალიან მომწონდა და თავს უფლება მივეცი, შემეძინა.
ჰოლის გავლით მისაღებში შევედით. საინტერესოა ამ ორი ოთახის დამაკავშირებელი კორიდორი, რომლის კედლებზეც ნინოს მეუღლის, დავით მაჭავარიანის ნამუშევრები კიდია, ეს გახლავთ ილუსტრაციები "ვეფხისტყაოსნიდან“.
ბინის ასევე მთავარი ხიბლი მისაღებია, სადაც დიზაინერის ორიგინალური გადაწყვეტა - სარკე ჭერზე - ქმნის შეგრძნებას, თითქოს ჭერი გამჭვირვალეა და ღია სივრცეში იცქირები.
- ჭერის ის ნაწილი, სადაც სარკეა მიმაგრებული, დანარჩენთან შედარებით დაბალი გამოვიდა, რადგან ზედა მეზობელს მაგ ადგილას აქვს აივანი. ვიზუალურად სხვაობა თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, ჭერზე გავაკეთე სარკე და გაამართლა. ზოგადად, ინტერიერში ხშირად ვიყენებ სარკეებს, მისაღების ერთ-ერთი კედლის ნაწილიც სარკითაა დაფარული, ვფიქრობ, ძალიან ალამაზებს გარემოს, უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას გვაძლევს და ირეკლავს ლამაზ ნივთებს.
ჭერში, სარკეზე, გამჭვირვალე მინის სანათები სტალაქტიდებივითაა მიმაგრებული, რაც არაჩვეულებრივად ეხამება ორიგინალურ იდეას:
- მე ვთანამშრობლობ სანათების ერთ-ერთ მაღაზიასთან, რომელსაც ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭი ხელმძღვანელობს. როდესაც აქ სარკეები გავაკეთე, განათებისთვის გამოვიყვანე კაბელები, მაგრამ სანათი ვერ ავარჩიე, არაფერი უხდებოდა, ან რაც მომწონდა, იყო ერთი ცალი, როცა მე სამი მჭირდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, შევიარე ამ ჩემს საყვარელ მაღაზიაში და ვხედავ მრგვალ სანათს, რომელზეც ბროლის სვეტებია დამაგრებული, ერთი მათგანი კი გატეხილია და ცალკე დევს. ვიკითხე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ამ სანათის დაშლა და სვეტების ცალ-ცალკე გამოყენება, ძალიან მონდომებულმა ბიჭმა მითხრა, ვცდიო. შეეცადა და გამოუვიდა კიდეც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი სანათი მხოლოდ მე მაქვს, საღამოს ისეთი ლამაზია, გეგონება, ყინულის სვეტებია. ზოგადად, არ მიყვარს ცენტრალური განათება, დიდ ოთახში ჭაღს ხშირად არ ვანთებ, საღამოობით არ მომწონს ინტენსიური სინათლე, ძირითადად ტორშერებსა და ლამპებს ვიყენებ, შესაბამისად, ჩემთან ბევრ სხვადასხვანაირ ლამპას შეხვდებით.
მისაღებზე საუბრისას აქცენტი სისადავესა და თეთრ კედლებზე გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რასაც მე თეთრს ვუწოდებდი, რეალურად სულ სხვა ფერი ყოფილა:
- სინამდვილეში ეს კედლები არ არის თეთრი, ეს არის რუხი, ნაცრისფერი. განათება უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელიც სრულიად ცვლის ყველაფერს. ვინმეს რომ ვუკეთებ ბინას, მთხოვენ, კედელი და ჭერი ერთი ფერის იყოს, დასრულებულს რომ ნახულობენ, უკვირთ, რადგან ერთი და იგივე საღებავი სხვადასხვა განათებაზე სხვადასხვანაირად ჩანს. ჩემთან ვინც მოდის, ყველას ჰგონია, რომ ეს ოთახი არის თეთრი, თუმცა რეალურად ნაცრისფერია.
დიზაინის გარდა მისაღები მნიშვნელოვანია იმ საინტერესო ნივთებითა და ნამუშევრებით, რომლებიც ჩვენს რესპონდენტს მრავლად აქვს:
- ეს ნამუშევარი ჩემი თილისმაა. პირველი ადამიანი, ვინც ბინა მანდო, იყო ცნობილი მხატვარი თეა ჯორჯაძე, შეიძლება ითქვას, სკაიპით ვუკეთებდი სახლს. თვითონ ბერლინში იყო და მე თბილისში ვმუშაობდი. როდესაც ჩამოვიდა და ჩაიბარა სახლი, თავისი ნახატი მაჩუქა, რომელზეც ვგიჟდები. აქვეა ჩემი სიძის, ანდრო ვეკუას შემოქმედება. ეს კი გახლავთ ნატო მურვანიძის ნამუშევარი. „იდიოტი“ დოის ერთ-ერთი ძველი სპექტაკლია, სადაც მთელი ჩემი სამეგობრო თამაშობს. ფეხმძიმე მივედი სპექტაკლზე და იქიდან პირდაპირ სამშობიაროში აღმოვჩნდი. ამ დღის აღსანიშნავად ნატომ თავისი დახატული კოსტიუმი მაჩუქა. დანარჩენი, რასაც ხედავთ, მამაჩემის, გოგი მესხიშვილის შემოქმედებაა. „ჩუბიკას“, ნინო ჩუბინიშვილის ქანდაკება ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რამდენიმე სახლი გამოვიცვალე და ეს თან დამქონდა, საკმაოდ მძიმეა, 4 კაცი სჭირდება, რომ გადააადგილოს, მაგრამ არასდროს მეზარება მისი გადატანა.
სადა მისაღებში სიჭრელე და განწყობა რეტრო სავარძლებს შემოაქვთ, რომლის ზედაპირი ხალისიანი ფაქტურითაა დაფარული.
- მგონია, რომ თანამედროვე ინტერიერს ძალიან უხდება რეტრო სტილის დეტალები. თუკი გაქვს შესაძლებლობა, შეიტანო შტრიხი ძველი ნივთით, არ უნდა დაიხიო უკან, რადგან განსაკუთრებულობას სძენს ინტერიერს.
სამზარეულოს დიდი ფანჯრიდან სოლოლაკის ქედი მოჩანს, დიდი ხის მაგიდა და ოთახის მცენარეები კი განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის.
- თუ ფართი საშუალებას იძლევა, რომ სამზარეულო ცალკე იყოს, უნდა დატოვო და არ გააერთიანო დიდ ოთახთან. ჩემნაირ ტიპთან და ალბათ ყველა ქართველთან, ვისთანაც სტუმარი მოდის, ჰყავს ოჯახი, ბავშვები, განცალკევებული სამზარეულო ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სამზარეულო უნდა დაგეგმოს ქალმა. ხშირ შემთხვევაში ჩემი დამკვეთები კაცები არიან, ისინი იხდიან ფულს და მიაჩნიათ, რომ როგორც მათ უნდათ, ისე უნდა გაკეთდეს ყველაფერი. მაგრამ როდესაც დგება სამზარეულოს ჯერი, იწყება ჩვენი ბრძოლა, რადგან ვითხოვ, საქმეში ჩაერთოს ქალი (იღიმის). სიმართლე გითხრათ, ძალიან მშურს იმ ქალების, იმიტომ, რომ მე სულ ჩემით გავაკეთე ეს სახლი, არავინ მეხმარებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლით ვისწავლე ბევრი რამ. სწორედ ჩემი სახლის გაკეთების შემდეგ დავფიქრდი, ინტერიერის დიზაინზე მუშაობა დამეწყო. მყავდა ძალიან ძლიერი ბრიგადა, რომლის გარეშეც ფაქტობრივად არაფერი გამომივიდოდა. როგორც წესი, მე შეკვეთას ვიღებ შავი კარკასის მდგომარეობიდან და ვაბარებ უკვე გარემონტებულს, გამზადებულს, მოწყობილს.
სახლში დიდი ოთახის გარდა, ორი საძინებელია.
ორივე ღია ფერშია გადაწყვეტილი, განსაკუთრებული დეტალი კი ორივეგან ჭრელი ფარდაა, რომელიც განწყობას ქმნის. განახლების მიზნით, ნინო კარგ რჩევას გვიზიარებს:
- ვისაც არ აქვს საშუალება, ხშირად შეცვალოს ავეჯი და შეიძინოს საწოლი განსკუთრებული ზურგით, მათ ვეტყვი, რომ მარტივად და იაფად შეიძლება სიახლეების შეტანა ინტერიერში. მე ჩვეულებრივი კონსტრუქციის საწოლის ზურგზე გადაკრული მაქვს ჩითის ნაჭრის შალითა, მატრასის ქვედა ნაწილიც ამავე ნაჭრითაა დაფარული. ნაჭერი სურვილისა და ხასიათის მიხედვით შეგიძლია ცვალო, შედეგად შენი ოთახი ყოველთვის იქნება ახალი და სხვადასხვანაირი.
ნინოს საძინებელში, ორიგინალურ ბროწეულებიან სარკესთან ერთად, საინტერესო ნამუშევრებიც აქვს წარმოდგენილი:
- ეს გახლავთ ანრი მაჭავრიანის, ჩემი ქმრის ბიძის შემოქმედება. იაპონურ ენაზე გამოსახული ასობგერა „ნ“, მთელი სერია აქვს გაკეთებული, მაგრამ მე ჩემი სახელის პირველი ასო მაჩუქა. ეს კი ტონინო გუერაა, ფელინის ცნობილი სცენარისტი, რომელმაც თავისი ნამუშევარი ჩემს მშობლებს აჩუქა.
საძინებლის გვერდით მდებარე ოთახში დიდი და ორიგინალური ხის კარადა დგას, რომელსაც მთავარი ხიბლი ჩვენმა რესპონდენტმა შესძინა:
- თუ გაქვს საშუალება ინტერიერში გამოიყენო ხე, ამაზე კარგი არაფერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხე ჯანმრთელია, სუნთქავს, ქმნის სითბოს და ლამაზია. მაგალითად, მე მაქვს უზარმაზარი ხის კარადა, რომლის კარზეც შიგნიდან გამოვაკარი ნაჭერი, ეს რომ სულ ხე ყოფილიყო, შემაწუხებელი გამოვიდოდა, ამიტომაც უკანა ნაწილი ნაჭრით დავტვირთე. იაპონური კულტურა ძალიან მომწონს, მათ ახასიათებთ მსგავსი სტილი და მეც გამოვიყენე. ოთახში რომ შემოდიხარ, ეს კარადა არ გაწუხებს, არ გამძიმებს, არადა, საკმაოდ დიდი და ტევადია. რჩევის სახით ასევე მინდა ვურჩიო თქვენს მკითხველს, რომ ძალიან პრაქტიკულია სათავსოიანი ტახტების გამოყენება, რომელიც ტევადიცაა და კომფორტულიც. სწორედ ასეთი ტახტები დგას აქაც, კედელზე ჩემი დის ფოტოა, რომელიც ნაჭერზეა დაბეჭდილი.
ინტერვიუს დასასრულს, ნინოს, როგორც საქმის პროფესიონალს სახლის მოწყობა-გარემონტებასთან დაკავშირებით რჩევები ვთხოვეთ:
- როდესაც ჩემმა დამკვეთმა იცის, რა უნდა, მასთან მუშაობა ყოველთვის უფრო ადვილია. თუ არ იცის, იქიდან იწყება პრობლემები - უნდა ელაპარაკო ბევრი, ანახო ბევრი რამ, რომ დაახლოებით მიხვდე, საით წაიყვანო პროექტი. ძალიან რთული პროცესია, მე რაც მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ მასაც უნდა მოეწონოს, თუმცა ბოლოს, რასაკვირველია, ვთანხმდებით.
- მნიშნელოვანი დეტალები, რაც უნდა გავითვალისწინოთ სახლის გაკეთებისა და მოწყობის დროს...
- ჩემი პირველი რჩევაა, შეიძინეთ ფუნქციური ნივთები, არ მიყვარს არაპრაქტიკული ნივთები. ავეჯი ისე უნდა შეარჩიოთ, იშლებოდეს, ჰქონდეს სათავსო. ჩემთან რასაც ხედავთ, ყველაფერი საქართველოშია დამზადებული, ასე რომ, მთავარია, სწორად შეირჩეს ნივთი, თორემ ყველაფრის ყიდვა და გაკეთებაა შესაძლებელი.
თუ საშუალებაა, საძინებელთან აუცილებლად გააკეთეთ გარდერობი და თქვენი საკუთარი აბაზანა, ჯობია, საძინებელი დააპატარავოთ ამის ხარჯზე და ეს კომფორტი შეიქმნათ. სამაგიეროდ, სამზარეულო უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი. არ მიყვარს ბარით გამოყოფილი ადგილები, ამას მირჩევნია, ჩვეულებრივი მაგიდა ჰყოფდეს სივრცეს ორად. ბარი კი ითავსებს მაგიდის ფუნქციას, მაგრამ მას თავისი სკამები უნდა დასაჯდომად, პატარა სივრცეში ესეც ადგილის დაკარგვაა, თან კომფორტულიც არ არის, ამიტომ ჩვეულებრივ მაგიდაზე ვაკეთებ არჩევანს.
ზოგადად, ინტერიერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერსა და განათებას. არსებობს ფერები, რომლებმაც ისე შეიძლება დამართოს დეპრესია ადამიანს, რომ თვითონაც ვერ მიხვდეს. მაგალითად, ასეთია ღია სალათისფერი მწვანე, წითელი, ყვითელი, იასამნისფერი. შეიძლება ერთი კედელი იყოს მუქი ფერის, რუხი, თუნდაც იასამნისფერი, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთი კედელი და არა მთელი საძინებელი. როდესაც მთელი ოთახი მუქია, ამოსუნთქვის საშუალებას არ გიტოვებს.
ციცი ომანიძე

კომენტარები
სოლოლაკი ერთერთი პრესტიჟული უბანი იყო მუდამ.