62 მ² ფართობის ბინა სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი.
გახსნილი სამზარეულოს, სასტუმრო ოთახისა და დერეფნის ხარჯზე სახლი ჰაერითა და სინათლითაა სავსე.
კედლის ნაცრისფერი და ფხვნილისებრი ჩრდილები და ტექსტილი ჰარმონიულად ეხამება ხის თბილ ფერებს. თითბერისგან დამზადებული დეტალები, მარმარილოსა და ხავერდის ფაქტურები თავშეკავებულ სკანდინავიურ ინტერიერს დახვეწილობასა და გლამურს ჰმატებს.
საძინებელს ქაღალდისგან დამზადებული მოზრდილი ჭაღი ამშვენებს, რაც გიგანტურ კვირტს მოგაგონებთ. საწოლის თავი არ-დეკოს სტილში, დაფარულია ხავერდოვანი ქსოვილით. კედლის თეთრი თაროები საშუალებას იძლევა ყველა საჭირო ნივთი, კოსმეტიკური საშუალებები თუ სუნამოები განათავსოთ.
კომბინირებული აბაზანა შესრულებულია მინიმალისტურ კონტრასტულ
ბინას აქვს ძალიან კომფორტულად მოწყობილი აივანი - ხალიჩით, საჟურნალე მაგიდით, ქოთნის ყვავილებით, რბილი ავეჯითა და ნაქსოვი პლედით.
წყარო: elledecoration.ru