ინდივიდუალიზმი ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში
იმ ნიჭიერ და წარმატებულ შემოქმედებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცოტანი არ არიან, მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერითა და თვითმყოფადობით გამოირჩევა მხატვრის, კერამიკოსისა და დიზაინერის ოთარ ვეფხვაძის ნამუშევრები.
მხატვრის ნამუშევრებს იცნობენ გერმანიაში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ლატვიაში, უნგრეთსა და საბერძნეთში, სადაც იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა და მონაწილეობდა არაერთ გამოფენაში, სიმპოზიუმსა და კონკურსში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მიღწევები არაერთგზის აღმოჩნდა ფართო საზოგადოების თვალსაწიერში, მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში.
- ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია ძალიან ადრე
დაიწყო, სკოლის ასაკამდე. მამა ბორჯომის რაიონის მთავარი მხატვარი გახლდათ, მეც ყოველდღიურად ვხედავდი, რას აკეთებდა მამაჩემი, ამიტომ არ დამჭირვებია რაიმე განსაკუთრებული გზის ძებნა ან ძალდატანება. რადგან შემოქმედებით გარემოში ვიზრდებოდი და ყველაფრის მომსწრე თავად გახლდით, ამიტომ სულ მცირე ასაკიდან, ბავშვური ჩანახატებით დავიწყე მუშაობა და დღემდე არ გავჩერებულვარ.
სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ისეთი პერიოდი იყო, სამხატვრო აკადემიაში შემოქმედებითი ცხოვრება ჩქეფდა და ცნობილი მხტვრებიც ასწავლიდნენ, მაგალითად, აპოლონ ქუთათელაძე, სერგო ქობულაძე, ზურაბ ნიჟარაძე, აგრეთვე ცნობილი მოქანდაკეები - ირაკლი ოქროპირიძე და მერაბ ბერძენიშვილი. რადგან სასწავლო პროცესში თავისუფლებას გვაძლევდნენ, ამიტომ სხვა პედაგოგებთანაც შევდიოდი და ვმუშაობდი, ყველა პედაგოგი სიამოვნებით იღებდა სტუდენტს, როდესაც მის მონდომებას ხედავდა. მართლაც დიდი სკოლა გავიარე.
- როგორც ვიცი, რამდენიმე ფილმის მხატვარი ხართ და სამსახიობო გამოცდილებაც გაქვთ?
- აკადემია რომ დავამთავრე, მერაბ კოკოჩაშვილმა მიმიწვია ინგლისელი ალპინისტის როლზე. ცნობილ მსახიობებთან და მთამსვლელებთან ერთად ვიმუშავე და მახსოვს, ძალიან საინტერესო გადაღებები გვქონდა. შემდეგ ვითამაშე მერაბ თავაძის ფილმებში - „მე დავბრუნდები“ და „ხვეული კიბით“, ხოლო როგორც მხატვარს ნამუშევარი მაქვს ფილმებზე: „მთის ნოველა“, „ხვეული კიბით“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“. გარდა ამასა, არაერთ სატელევიზიო რეკლამაზე მიმუშავია. ამ სფეროში მოღვაწეობა არ მქონია გამიზნული, ყოველივე, თავისთავად მოხდა. რაღაც პერიოდში ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული, სხვადასხვა პროექტში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ქართულ ფოტოგრაფიაზე წიგნი რომ არის გამოცემული, იქაც არის ჩემი რამდენიმე ნამუშევარი წარმოდგენილი. ყოველივე ზემოთქმული შეეხება სხვადასხვა სფეროს, უმთავრესი კი ჩემთვის, რა თქმა უნდა, კერამიკაა.
ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ბალტიისპირეთს, სადაც ხშირად ჩავდიოდი ხოლმე და კერამიკული ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ იქ მაქვს შექმნილი. მხატვართა კავშირთან არსებობდა არაჩვეულებრივი ბაზა სიმპოზიუმებისათვის, სადაც მაშინდელი კავშირის ყველა რესპუბლიკიდან ჩადიოდნენ საუკეთესო მხატვრები და ერთად მუშაობდნენ. პიროვნული და პროფესიული კომუნიკაცია საინტერესო, მნიშვნელოვან შემოქმედებით პროცესებს წარმართავდა და ძალიან ნაყოფიერი იყო ყოველი ჩვენგანისათვის. მაშინ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი კერამიკის საერთაშორისო ბიენალეზე გაიგზავნა საფრანგეთში, ვალორისში, სადაც პიკასოს ვერცხლის მედალი მივიღე, ეს იყო 1982 წელი, თუ არ ვცდები.
შემდგომ ჯარში მომიწია წასვლამ, იქიდან დაბრუნებულმა კვლავ განვაგრძე შემოქმედებითი საქმიანობა. ხშირად ვმუშაობდი უცხოეთში - გერმანიაში, უნგრეთში, სადაც რამდენიმე გამოფენაც მქონდა. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა „Lაიკსიდე სტუდიო“-ში, რომელიც ამერიკაში, ჩიკაგოში, მდებარეობს და სადაც ჯონ ვილსონის მიწვევით რამდენჯერმე ვიყავი ჩასული. ჩემთან ერთად იყო რამდენიმე მხატვარი: გია იაშვილი, ლია ბაგრატიონი, ნატო ერისთავი, ნინო სუხიშვილი, ნინო ციციშვილი, ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ვიმუშავეთ. თან იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში არასტაბილური სიტუაცია იყო.
- თქვენ ჩამოთვალეთ ინდივიდუალურობით გამორჩეული, საინტერესო კერამიკოსები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ. დღეს კერამიკას მრავალმხრივი შესაძლებლობა აქვს...
- კერამიკის მრავალმხრივი შესაძლებლობა სწორედ იმან გამოავლინა, რომ ამდენი ინდივიდუალურობით გამორჩეული და საინტერესო მხატვარი გვყავს და ყოველ მათგანს თავისი ხედვა და მიმართულება აქვს. ჩვენს თანამედროვეობაში ჩამოყალიბდა ქართული კერამიკული ხელოვნებისა და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“, სადაც წამყვანი კერამიკოსები არიან გაერთიანებული. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. გამოფენაც გვქონდა ეროვნულ მუზეუმში სახელწოდებით „კედლის ობიექტი - მასალა თიხა“, მართლაც საინტერესო გამოფენა გამოვიდა.
- როგორც ვიცი, საქართველოში კერამიკის პოპულარიზაციისთვის კონკრეტულ საქმიანობას თქვენც ეწევით...
- სწორედ კერამიკის პოპულარიზაციისთვის ჩამოვიყვანე საფრანგეთიდან სპეციალისტი კლოდ ასაჟი, წავიყვანე გარიყულაში, სადაც გვაქვს ნაკვეთი და ავაშენებინე ღუმელი. ის 1300 გრადუსზეა გათვალისწინებული და შეშით ხურდება. რა თქმა უნდა, ღუმელი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მსურდა, იცით, კერამიკა ისეთი დარგია, რომ ადამიანთა თანამშრომლობას მოითხოვს. დავუშვათ, შენთვის გააკეთე საავტორო ნამუშევარი, მაგრამ გამოწვის პროცესში აუცილებლად ეძახი სხვებსაც, ურეკავ და ეკითხები, რამე ხომ არ აქვთ გამოსაწვავი, შემდეგ სხდებით ერთად და გეგმავთ სამუშაო პროცესს, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ერთ-ორ საათში სრულდება, თიხის ნამუშევრის გამოწვას ორი დღე სჭირდება. ძალიან საინტერესო და აზარტული პროცესია, ცეცხლით დამეგობრება კი უფრო აახლოებს ადამიანებს. რადგან კონკრეტული სამუშაო გარემო უკვე შევქმენით, ამიტომ მსურს ხელოვანთა თავშეყრისა და თანამშრომლობის ტრადიციები დავამკვიდრო რაღაც სიმპოზიუმებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.
ორი სიმპოზიუმი უკვე ჩავატარეთ, პირველი იყო საერთაშორისო და მასში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო კლოდ ასაჟიც. შემდგომ ჩავატარეთ სიმპოზიუმი არქიტექტორებთან ერთად. ეს სიმპოზიუმი იმით იყო საინტერესო, რომ არქიტექტორებმა თავიანთი ხელით შექმნეს კერამიკული ნამუშევრები და ყველაფერი არაჩვეულებრივი გამოფენით დაგვირგვინდა. ყველაფერი ენთუზიაზმითა და საკუთარი შესაძლებლობებით გავაკეთეთ, რადგან ნათლად ვხედავთ ამ საქმიანობის აუცილებლობასა და პერსპექტივას, მით უმეტეს საქართველოში, სადაც კერამიკის წარმოებას უძველესი და უმდიდრესი ტრადიციები აქვს.
- როდის დაინტერესდით ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინით?
- ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე, რაც ჩვენმა სახელოსნომ განაპირობა, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს. ძველ უბანში მხატვრებისთვის სახელოსნოებად გადაცემულ ტერიტორიაზე ჩვენც გვქონდა ადგილი, სადაც არქიტექტორების ზაზა ციციშვილისა და გოგი თაყაიშვილის დახმარებით ავაშენეთ სახლი-სახელოსნო. როდესაც ინტერიერზე მიდგა ჯერი, მე და ჩემმა მეუღლემ დიდხანს ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, მხატვრების სახლ-სახელოსნოში ჩვეულებრივ რემონტს ხომ არ დავჯერდებოდით, ამიტომ ყველაფერს შემოქმედებითად მივუდექით და საკმაოდ საინტერესო ინტერიერი გამოვიდა. ამჟამად იქ წარმატებული სასტუმრო ფუნქციონირებს. ჩვენ რომ წამოვედით, ყველაფერი ისევ ისე დავტოვეთ, როგორც იყო.
თავდაპირველად ჩემი გატაცება ინტერიერითა და ექსტერიერით გართობას უფრო ჰგავდა. პრინციპში, ხელოვნებაც ხომ თამაშია, ამიტომ თამაშ-თამაშით დავიწყე და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევრები ბევრს მოსწონს, ბევრიც დაინტერესდა და გამიცნეს, ამას მოჰყვა კონკრეტული დაკვეთები, მერე კი საკმაოდ სერიოზულ და საინტერესო საქმიანობად იქცა.
- როგორ აღწევთ შემოქმედებითი ფანტაზიის რეალიზებას კონკრეტული დაკვეთის დროს, როდესაც გარკვეული პირობებით იზღუდებით?
- შეზღუდვები შეიძლება მქონდეს, მაგრამ რადგან ჩემი სჯერათ, ვცდილობ, მათი ნდობა გავამართლო. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს გემოვნებას, ფერის შეგრძნებას, აგრეთვე იმას, თუ რა ფერი როგორ მოქმედებს ადამიანზე, ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც აქვს მნიშვნელობა, ობიექტის დანიშნულებას, ფუნქციურ დატვირთვას. ყველაფერს ვითვალისწინებ ფერს, ფაქტურას, დეკორატიულ თუ ფუნქციურ საგნებს, ყველაფერი ისეთი უნდა იყოს, რომ არავინ გააღიზიანოს, პირიქით, დადებითად დამუხტოს. ნებისმიერი გარემო სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს ადამიანს.
ჩემს მთავარ მიზანს ჰარმონიული გარემოს შექმნა წარმოადგენს. კონკრეტული იდეები, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით მომდის, თუ რა დანიშნულების ობიექტს ვაკეთებ, ვთქვათ სუპერმარკეტია, თუ საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა სივრცეს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს; საინტერესოა ამაზე ფიქრი და მუშაობა. ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი წარმოიდგენ მოცემულ სივრცეში. ვფიქრობ იმაზე, რას გავაკეთებ, როგორ მოვიქცევი, რა მომეწონება და რა არა, ერთი სიტყვით, ძალიან მრავლისმომცველი და საინტერესო სამუშაო პროცესია. მაგრამ მიუხედავად ჩემი გატაცებისა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინით, ერთი წუთით არ მიღალატია კერამიკისთვის, გარდა ამისა, ფერწერულ ტილოებს ვქმნი, ლითონზე ვმუშაობ... ბევრი მასალა მაინტერესებს და მომწონს.
- რამდენად იყენებთ თქვენსავე ნამუშევრებს ინტერიერის დეკორში?
- იშვიათად, რადგან არ მინდა მიკერძოებული ვიყო, ზოგჯერ პირიქით, სხვის ნამუშევრებს უფრო ვიყენებ. ყოველ შემთხვევაში, კერამიკას ნაკლებად, უფრო ლითონში შესრულებული ნივთები შეიძლება გამოვიყენო, მაგალითად სარკეები, ან ავეჯი - მაგიდა, სკამები და ა.შ.
- უცხოეთშიც ხომ არ გიმუშავიათ ინტერიერის დიზაინზე?
- ესენში, კერძო სახლზე, ასევე ერთ გალერეას გავუკეთე ინტერიერი. საინტერესო სამუშაო გახლდათ. ყოფილი საცხობის შენობა იყო და ღუმელი ჰქონდა. ისე გადავაკეთე, რომ გალერეისთვის სასიამოვნო სივრცედ გადაიქცა და ის ღუმელიც შესანიშნავად ჩაჯდა ინტერიერში.
- რამდენად აქცევთ ყურადღებას მოდას და თანამედროვე ტენდენციებს?
- მოდას დიდად არა, მაგრამ რაღაც ტენდენციებს, რა თქმა უნდა, მე ხომ თანამედროვე ადამიანი ვარ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ, უამრავ ინფორმაციას ვფლობ, მრავალგზის ვიყავი უცხოეთში, თანაც, ახლა საზღვრებიც გაიხსნა და უფრო ხშირი კომუნიკაციაც გვაქვს, არაფრის მოძიება არ არის პრობლემა, რაც გინდა დაგუგლე და მაშინვე შეიტყობ.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნამუშევრები ძალიან თანამედროვეა, ამავე დროს ტრადიციულიცაა, ეს თქვენი სახლის ექსტერიერშიც იგრძნობა. როგორ აღწევთ ამგვარ ეფექტს?
- ქართველი ვარ, ამიტომ ყოველთვის მაქვს შეხება საკუთარი ქვეყნის ფესვებთან, უძველეს ისტორიასა და უმდიდრეს კულტურასთან, თუმცა შემიძლია ყოველივე ამის ტრანსფორმირება, ინდივიდუალური ხელწერით გადამღერება, ან აბსტრაგირება. ზოგჯერ შემოქმედებითი ძიებების დროს ვცდილობ, რაღაც ულტრათანამედროვე ძალიან ძველს ერთმანეთს დავუკავშირო, არქაულს, ამგვარი სინთეზი მართლაც გასაოცარ შედეგს იძლევა. მაგალითად, ეს გუმბათიანი სახელოსნო, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, ჯერ თიხაში გამოვძერწე და შემდგომ გადავეცი არქიტექტორს. ამ შენობას მეუღლის სახელოსნო აგრძელებს, ხოლო იქითა მხარეს საცხოვრებელია - შენობები ერთმანეთს მიჰყვება მიჯრით. საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მე და მეუღლე ვართ, აქ დიდი თორმეტსულიანი ოჯახი ცხოვრობს.
- თქვენი მეუღლე ცნობილი მხატვარი ია გიგოშვილია, შვილებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ერთად ხომ არ გიმუშავიათ რაიმე პროექტზე?
- არა, არ გვიმუშავია. ბუნებრივია, აზრს გამოვთქვამთ ერთმანეთის ნამუშევრებზე, ხშირად ერთმანეთის ხედვებსაც ვიზიარებთ, მაგრამ ერთად არასოდეს ვმუშაობთ, რადგან ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალური და თვითმყოფადი შემოქმედია. გიორგი ცალკეა, ია გრაფიკულ, აკვარელისა და მინანქრის ნამუშევრებს ქმნის, აგრეთვე მინაზე მუშაობს, ერეკლე მუსიკოსია. ყველანი სხვადასხვა მიმართულებით ვმოღვაწეობთ, თუმცა ალბათ კიდევ ის გვაერთიანებს, რომ განუწყვეტლივ საქმეში ვართ, სულ გვაქვს ახალი იდეები, თემები, გეგმები.
თეა იაკობაშვილი

კომენტარები