დიზაინის სამყაროში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება. ის, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ აქტუალური და ლამაზი იყო, დღეს აღარავის მოსწონს და მეტიც, სასაცილოდ გამოიყურება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და საკუთარი ინტერიერი შეძლებისდაგვარად გაათანამედროვოთ.
შესაძლოა თქვენ ვერ ატყობთ და საკუთარი სახლი ყველაზე ლამაზი, მყუდრო და თბილი გგონიათ, რადგან ის გიყვართ და ვერ ამჩნევთ, რომ დიდი ხანია დაკარგა თანამედროვე იერი. შემოგთავაზებთ პატარა ტესტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები საკუთარ სახლშიც შენიშნეთ, ბევრს ნუღარ იფიქრებთ, დროა რემონტი წამოიწყოთ.
1. ნახატებიანი ფილები
თანამედროვე ტენდენციების თანახმად, კერამიკული ფილა უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური და სადა.
2. ჭერი ფილებით
რელიეფური, ფილებიანი ჭერი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, იგივე ითქმის მრავალდონიან ან შეკიდულ ჭერზეც, ამ შემთხვევაშიც უპირატესობა სისადავეს ენიჭება.
3. მოჩუქურთმებული ავეჯი
თუ გსურთ, რომ თავისუფალი დრო არა სახლის დალაგებას და მტვრის წმენდას მოახმაროთ, არამედ დაისვენოთ გირჩევთ შეიძინოთ მაქსიმალურად სადა და ლაკონური ავეჯი.
4. შპალერი
ინტერიერის გაფორმების დროს დიზაინერები ნელ-ნელა უარს ამბობენ შპალერზე. განსაკუთრებით ნეგატიურად არიან გაწყობილები ფოტოშპალერის მიმართ. ყველაზე კარგია უპირატესობა კედლების შეღებვას მიანიჭოთ.
5. ლამბრეკენი
მრავალიარუსიანი, რთული კონსტრუქციის ფარდები მხოლოდ თეატრის სცენას უხდება. სახლისთვის კი სადა, ნაზი ფარდები შეარჩიეთ.
6. კომპიუტერის მაგიდა
აქტუალობა დაკარგა კომპიუტერის მაგიდამაც, ის უბრალოდ აღარ არის საჭირო, რადგან თავად კომპიუტერების მოდელები იმდენად შემსუბუქდა და გამარტივდა, რომ არანაირ სპეციალურ მაგიდას არ საჭიროებს.
7. თაბაშირმუყაო
თაბშირმუყაოს ტიხრები რამდენიმე წლის წინ ძალიან აქტუალური იყო, თუმცა ახლა მისი დრო აღარ არის. თუ თვლით, რომ თქვენს სახლში ტიხარი აუცილებელია, გირჩევთ არჩევანი ხის ან შუშის ტიხარზე შეაჩეროთ.
8. როკოკო მცირეგაბარიტიან სახლში
ნებისმიერ მცირეგაბარიტიან სახლში როკოკო უშნოდ და უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება. სახლი სასახლე კი არ არის, ის საცხოვრებელი ადგილია, სადაცა თავი მაქსიმალურად მყუდროდ და მოხერხებულად უნდა იგრძნოთ.