5 ეფექტური ხერხი, ოთახი რომ უფრო დიდი გამოჩნდეს

ხანდახან ერიოზული სამშენებლო პროცესების გარეშეც შეიძლება პატარა ოთახის დიდად გამოჩენა. ეს არის ილეთები, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ. დიზაინერები მათ ხშირად იყენებენ პატარა სივრცეებში.

ფერი


პატარა სივრცეში ნაკლები ფერთა გამის გამოყენება ჯობს. ფრთხილად შეარჩიეთ ფერები. ერთ ტონალობაში შეიძლება იყოს კედლები, ჭერიც კი, ხოლო ავეჯი თუ ფერით ახლოს არის კედლების ფერთან, ეს სივრცის განცდას ქმნის.

ასევე კარგი საშუალებაა ერთი შეფერილობის ფარდებისა და რბილი ავეჯის გამოყენება.

რომელი ტონალობის შერჩევა ჯობს?


ბოლო დროს ხშირად იყენებენ ე.წ. ჭუჭყიან ვარდისფერს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალტერნატივა ნეიტრალური
კრემისფერის. თეთრი ოთახი შეიძლება ცივი ჩანდეს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრი სინათლეა.

განათება


პირველი, რაც სივრცის ილუზიას ქმნის, სარკეებია. რაც უფრო დიდია სარკე, კიდევ უკეთესი. ანარეკლი ქმნის განცდას, რომ ოთახი უფრო დიდია.

ასევე კარგი ვარიანტია სარკის განთავსება ფანჯრის საპირისპიროდ - ასე ერთდროულად მზის სინათლესაც აირეკლავს.

იფიქრეთ ასევე განათებაზე, პატარა ოთახში არ არის საკმარისი მხოლოდ კუთხეში მდგარი აბაჟურიანი სანათი. ოთახი ისე უნდა იყოს განათებული, რომ სინათლის წერტილოვანი წყაროები კედლებზე ვრცელდებოდეს. ერთი ზედა შუქი არ იქნება საკმარისი, ის მხოლოდ ოთახის ცენტრზე გააკეთებს აქცენტს.



მოაცილეთ ყველაფერი ზედმეტი

ამ შემთხვევაში ცოტა ნიშნავს ბევრს. მოაცილეთ არასაჭირო დიზაინის თუ დეკორის ელემენტები, მხოლოდ ყველაფერი აუცილებელი უნდა იყოს ოთახში. პატარა ინტერიერმა უნდა ისუნთქოს და ზედმეტ ნივთებში არ ჩაიკარგოს. დატოვეთ ცარიელი ადგილები ღია თაროებზე, თუ ეს შესაძლებელია და გამოიყენეთ ჩაშენებული კარადები.

ფანჯრები

თუ გაქვთ საშუალება, ფანჯრები არ დახუროთ, გამოიყენეთ ეს საშუალება. ფარდებიც ძალიან ბევრ შუქს "იპარავს" და პატარა ოთახში ესეც მნიშვნელოვანია. თუ ღიად, უფარდოდ ვერ ტოვებთ ფანჯარას, გამოიყენეთ ე.წ. რომაული ფარდები. მთავარია, არ იყოს არაფერი პომპეზური, სქელი და მძიმე.

ავეჯი

ოთახი, რომელიც გაჭედილია ავეჯით, გალიას ემსგავსება. ასე რომ, მხოლოდ აუცილებელი ავეჯი დატოვეთ. ასევე კარგად მუშაობს პატარა სივრცეში შუშის ავეჯი - ჟურნალების მაგიდა, თარო და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები