კერძო სახლის ექსტერიერი, თანამედროვე ტენდეციები და რჩევები არქიტექტორისგან

კერძო სახლებზე, ან დიდ ვერანდიან ბინებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია, ამასთან, მოსახლეობა დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურ მდგომარეობას, გამწვანებას, რეკრეაციულ ზონებს. ეს არც არის გასაკვირი, ალბათ დამეთანხმებით, რომ დატვირთული დღის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა ჯანსაღ გარემოში განტვირთვა. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვების გაყვანა სუფთა ჰაერზე, გასეირნება. შესაბამისად, კერძო სახლები კიდევ უფრო აქტუალურია დიდი ოჯახებისთვის, ვისაც ერთი ან რამდენიმე ბავშვი ჰყავთ.
სახლის დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი კომფორტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. პროექტის შექმნის დროს კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფერები, შენობის სტილი, დანიშნულება. იდეალური დიზაინის მიღებაში
კი გამოცდილი არქიტექტორისა რჩევები და ჩართულობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ექსტერიერის დიზაინის შემუშავების დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, ერთ-ერთია თანამედროვეობა, რომ აქტუალობა არ დაკარგოს და ყოველთვის კომფორტული იყოს მაცხოვრებლისთვის.
კომპანია "იდეა დეველოპმენტის” პროექტები სწორედ თანამედროვე და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა, ამიტომ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა "ტიფლისის” დასახლებამ. კომპანია კი უკვე მეორე ფაზის აშენებისთვის ემზადება.

"ტიფლისის” მეორე ფაზის არქიტექტორმა ნიკა ღონღაძემ  shin.ge-ს ადმინისტრაციას რადენიმე რჩევა გაგვიზიარა:


- ნიკა, რა სტილის დიზაინია დღეს აქტუალური საქართველოში კერძო სახლების მიმართულებით და ყველაზე ხშირად რა მასალა გამოიყენება?
- თუ შევხედავთ დღევანდელი საქართველოს არქიტექტურულ ტენდენციებს, ის მოკრძალებულად, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მიყვება მსოფლიო არქიტექტურულ მიმართულებებს, სადაც აქტუალურია გეომეტრიული ფორმების წარმოჩენა, ახალი ტექნოლოგიების და მასალების შეხამება, დინამიურობა და ეკოლოგიური ტენდენციები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმწვანის შემოტანას, როგორც შენობებში ასევე ფასადებსა და სახურავებზე. რაც შეეხება მასალებს, დღეს საკმაოდ აქტიუალურია ბეტონის, მინის და ლითონის კომბინაცია ექსტერიერში. ასევე გარემოს გათვალისწინებით ხის ფაქტურა და აგური, რომელიც სწორად შერჩევისას, ყოველთვის საკმაოდ ეფექტურია.


- კონკრეტულად რა სტილი აარჩიეთ "იდეა დეველოპმენტის” პროექტის ახალი დასახლებისთვის?
- ტიფლისის მეორე ფაზის არქიტექტურა აბსოლუტურად თანამედროვეა. თანამედროვე ფორმებში მკვეთრად იხატება ფორმათა გრაფიკა და გეომეტრიზმი, მასალების ფაქტურა და ფერი.
დაგეგმარებისას განაშენიანებაში სახლები ნიუანსებით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა შენარჩუნებულია საერთო სტილი, ფორმებით იქნება ეს, დეტალებით თუ მასალით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთო ატმოსფეროს და ერთიან ორგანიზმს ქმნის.


კონკრეტულ პროექტში წარმოდგენილია სამი სახის კერძო სახლი.

1. თაუნჰაუსი - შეწყვილებული ტიპის სახლები, იზოლირებული ეზოთი, დიდი ზომის ვერანდით, საცხოვრებელი ფართი 105 კვადრატიდან.

2. ვილა - დამოუკიდებლად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი 170კვადრატიდან.
3. პრემიუმ ვილა- ინდივიდუალურად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი255 კვადრატიდან.

მასალებიც გარემოს გათვალისწინებით იქნა შერჩეული, სადაც დომინირებს უნივერსალური ბეტონი, აგური, მინა, ლითონი და ლისის ლანდშაფტთან ასე ორგანულად შეხამებადი მასალა - ხე. ფასადზე საინტერესო ეფექტებს იძლევა განათებები, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო დახვეწილს ხდის განაშენიანებას და რესპექტაბელურობას სძენს მას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.ideadevelopment.ge, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598229922

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები