ინტერიერის დიზაინში დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

არის შემთხვევები, როდესაც დიზაინში ერთი პატარა წვრილმანი დეტალის შეცვლა საკმარისია მთელი ინტერიერის შესაცვლელად. ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ ინტერიერის დიზაინში დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებსაც ხშირად უშვებენ ხოლმე.

1. ძალიან პატარა ზომის ხალიჩა


დიდი ზომის და კარგი ხარისხის ხალიჩა საკმაოდ ძვირი ღირს, ადამიანები კი ფიქრობენ, რომ არ არის აუცილებელი გადაიხადო ძალიან ძვირი და მაინცდამაინც დიდი ზომის შეიძინო, შედარებით პატარა ზომის ხალიჩაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ჩვენ გვესმის თქვენი, მაგრამ გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ პატარა ზომის ხალიჩა სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს.
ამ შემთხვევაში გირჩევთ შეარჩიოთ
შედარებით ეკონომიური მოდელი, ანუ ეკონომია გააკეთოთ არა ზომაზე, არამედ ხარისხზე.

2. ერთმანეთისგან მოშორებით განთავსებული ავეჯი


ხშირად ხდება, რომ დიასახლისები ცდილობენ გაათავისუფლონ ინტერიერის ცენტრი და ავეჯს კედლის გასწვრივ განალაგებენ ხოლმე. ამით ისინი ავეჯს ინტერიერის ცალკეულ ნაწილებად შლიან. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა ოთახის გეომეტრია დაარღვიოს, რაც საბოლოოდ არცთუ სასურველ შედეგს იძლევა, ანუ საბოლოოდ ოთახი გამოიყურება ვიზუალურად გადატვირთულად და პატარად, ეს კი ის არის, რის თავიდან აცილებასაც ფიქრობდით.
გადახედეთ საკუთარ მისაღებს, როგორ გაქვთ განთავსებული ავეჯი, პროფესიონალი დიზაინერები ირწმუნებიან, რომ სავარძლები დივნისგან დაახლოებით 25 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ჟურნალის მაგიდა რბილ ავეჯთან დაახლოებით 20-45 სმ-ზე უნდა განთავსდეს. უმჯობესია, თუ სავარძლებს ერთმანეთს 10-30 სმ-ით დავაშორებთ. შესაძლოა სავარძლებს შორის პატარა მაგიდა დადგათ. ავეჯს შორის გასასვლელად 60-90 სმ უნდა არსებობდეს.
ჟურნალის, ანუ ყავის მაგიდა ოთახში ისე უნდა იდგას, რომ სავარძლიდან ან დივნიდან ხელი ადვილად მიაწვდინოთ.

3. ცუდი განათება


მრავალდონიანი განათება ოთახს სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ცუდ განათებაში ყველაზე კარგი ინტერიერიც კი იმალება და ფერმკრთალდება. დაიმახსოვრეთ, ერთი ცენტრალური ჭაღი არ არის საკმარისი ოთახის გასანათებლად.
ეცადეთ, რომ ოთახში რამდენიმე სანათი იყოს. ცენტრალურ განათებასთან ერთად მინიმუმ სამი დამატებითი სინათლის წყარო უნდა არსებობდეს, ეს შეიძლება იყოს ბრა, ტორშერი, მაგიდის სანათი.

4. არასწორად შერჩეული ფარდები


ფარდებს ინტერიერში ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია აკისრია, ის ოთახს ანიჭებს სიმყუდროვეს, ინტერიერს დასრულებულ სახეს ანიჭებს, მატებს ფერსა და ტექსტურას, ავსებს ცარიელ სივრცეს. ტექსტილის ეკონომიით, მაგალითად არასაკმარისი სიგრძე თუ სიგანე მთელ ინტერიერს აფუჭებს.
საამისოდ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ერგება ნებისმიერ ინტერიერს, უმჯობესია კარნიზი პირდაპირ ჭერთან განთავსდეს. გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ძალიან მაღალჭერიანი ბინა. ამ შემთხვევაში კარნიზი ფანჯრიდან 20-45 სმ-ით იყო მოშორებული.
ნურც ფარდის სიგანეზე ეცდებით ეკონომიის გაკეთებას. კარნიზი ფანჯარაზე გრძელი უნდა იყოს დაახლოებით 15-20 სმ-ით.

5. გადაჭარბებული აქცენტები ინტერიერში


თუ ოთახში შედიხართ, თქვენი მზერა აქეთ-იქით მირბის და მზერას იპყრობს სხვადასხვა ფერადი ნივთი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აქცენტები გადაჭარბებულია. აქცენტები ინტერიერში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მათ გარაშე სივრცე მოსაწყენი და ერთფეროვანია, თუმცა ზღვარი ყოველთვის არსებობს.
აქცენტად ასევე შეიძლება გამოიყენოთ არქიტექტურული ელემენტები, ხედი ფანჯრიდან, ხელოვნების ნიმუში, ბუხარი, დიზაინერული ავეჯი, ლამაზი ხალიჩა. ამ ჩამონათვალიდან შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ან ორი ვარიანტი. ყველაფერი ერთად ნამდვილად არ გამოგადგებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები