წესები დიზაინში, რომლებიც დროა, დაარღვიოთ


ხშირად გვესმის ფრაზა, რომ პროფესიონალი დიზაინერები გვირჩევენ, გავაკეთოთ ასე და ასე. ჩვენც, რაღა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ მივყვეთ პროფესიონალთა რეკომენდაციებს, თუმცა შედეგად იმას როდი ვიღებთ ხოლმე, რაც რეალურად გვინდოდა.
იქნებ უმჯობესია დავამსხვრიოთ გარკვეული სტერეოტიპები და მივყვეთ საკუთარ ინტუიციას? მოდით გადავხედოთ, რაზე აღარ ღირს ყურადღების გამახვილება, გადახედეთ ფოტოებსაც და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.

1. ღია ფერის კედლები პატარა ოთახში


გეთანხმებით, ღია ფერი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, მაგრამ ეს როდი ნიშავს იმას, რომ კედლები აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ არსებობს ბევრი
თანამედროვე ვარიანტი, მაგალითად ოთახის კედლების შედარებით მუქად შეღებვის შემთხვევაში მისი საზღვრები იფანტება სივრცეში და ამ დროს ოთახის მასშტაბის განსაზღვრა საკმაოდ რთულია.

2. თეთრი ჭერი


აღარ არის აუცილებელი ჭერი იყოს ღია ფერის ან თუნდაც თეთრი, განსხვავებული ფერის ჭერი შესაძლოია ინტერიერის მთავარ ხიბლადაც კი აქციოთ.

3. წვრილნახატებიანი შპალერი პატარა ოთახში


აკურატული და დახვეწილი წვრილი პრინტი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, თუცა ეს იმას როდი ნიშნას, რომ მსხვილ პრინტზე პატარა ოთახში უარი უნდა თქვათ, გააკეთეთ მსგავსი არჩევანი და აქცენტი ოთახის მხოლოდ ერთ კედელზე და ნახავთ, შედეგი როგორ მოგეწონებათ.

4. ჭაღი ყველა ოთახში


თითქოს აუცილებელიც არის, რომ ყველა ოთახში იყოს მასიური ჭაღი. არა, დღესდღეობით არის ისეთი სანათები და ისეთი სისტემები, რომ ჭაღის აუცილებლობის საკითხი ნამდვილად აღარ დგას დღის წესრიგში.

5. ფანჯარა ფარდის გარეშე წარმოუდგენელია


თუ თქვენი სახლი მზიანია და მზის სხივები უბრალოდ ხელს გიშლით, რა თქმა უნდა, ფარდა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ სახლი ბნელია, ფარდის გარეშე, დაგვერწმუნეთ, ბევრად კარგად იგრძნობთ თავს.

6. კლასიკა თანამედროვე სტილს არ ერგება


ესეც მითია, რომლის დამსხვრევის დროც მოვიდა. მთავრია ყველაფერი გაკეთდეს აკურატულად და გემოვნებით და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ კლასიკა ჰარმონიულად მოერგოს თანამედროვე სტილს.

7. რაც უფრო პატარაა ოთახი, მით ნაკლები ავეჯი უნდა იყოს მასში


ყოველთვის არ არის საჭირო, რომ ავეჯი ოთახის პრპორციების მიხედვით შეირჩეს. შეზღუდული სივრცე არ არის იმის საბაბი, რომ უარი თქვათ მოსახერხებელ დივანზე და ასევე სამუშაო ზონაზე.

8. ყველაფერი ერთ ფერში


თუ მისაღებში მწვანე სავარძლები გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირითადად ყველაფერი მწვანე ფერის უნდა იყოს, ფერთა შეხამება ხელოვნებაა, რომელიც ძალიან ცვლის ინტერიერს.

9. აქცენტის გარეშე არ შეიძლება



აქცენტის გარეშე ინტერიერი, თუ ის გემოვნებით არის მოწყობილი, შესაძლოა იყოს არა მოსაწყენი, არამედ დახვეწილი და საინტერესო. ასე რომ, აღარ არის აუცილებელი მაინცდამაინც მკვეთრი აქცენტების ძიება.

10. პრინტების კომბინაცია ვერ ხერხდება



ნუ შეშინდებით, ეცადეთ შეუხამოთ ერთმანეთს ორი სხვადასხვა სახის პრინტი, სტილი და ა.შ. მიენდეთ საკუთარ გემოვნებას და ნახავთ, რომ თუ საქმეს სწორად მიუდგებით, შეუძლებელი არაფერია, ყოველთვის შეიძლება სასურველი შდეგის მიღება.

11. ხე და მეტალი ერთად არ გამოდის


აქაც იგივეს გეტყვით, თუ კარგად დაფიქრდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, დაგვერწმუნეთ, ხის და მეტალის კომბინაცია ძალიან საინტერესო შეიძლება გამოვიდეს.

12. ერთნაირი სკამები



დღესდღეობით ყველაფერი ნებადართულია. განათავსეთ მაგიდასთან სხვადასხვა სტილის, ფერის, ფაქტურის სკამები და თუ ეს მოგწონთ, დატკბით ასიმეტრიულობით, გახსოვდეთ, მთავარია თავი იგრძნით კომფორტულად და მყუდროდ და შეგიძლიათ საკუთარ სახლში წესები დაარღვიოთ და ახალიც გამოიგონოთ.







კომენტარები

ლალუკა 2021-06-10 09:17
საუკეთესო დიზაინერი იყო დედაჩემი, ლოგინები ერთ კვირას რომ ერთ მხარეს იდო, მეორე კვირაში სხვაგან მოუძებნიდა ადგილას და ვიყავით ასე საწოლების ძებნაში.
ლევანი 2021-06-03 17:01
მოკლედ ეს დიზაინერები თავად იგონებენ წესებს და მერე აქეთ გვამუნათებენ, წესების დარღვევაც კარგიაო. ჩამოყალიბდით! :D

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები