კედლის გაფორმების უახლესი ტრენდები

შიდა კედლის გაფორმება: შეღებილი მოლდინგი

თაბაშირის დეკორატიული ელემენტების მოლდინგების შეღებვა ოქროს შუალედია ჩვეულებრივსა და დეკორატიულ შეღებვას შორის, ეს ძალიან მარტივი მეთოდი ეფექტურ შედეგს იძლევა და ინტერიერი ევროპულად გამოიყურება.

ტრენდები ინტერიერში: გეომეტრიული პრინტები



გეომეტრიული პრინტები აქტუალურია სკანდინავიურ და თანამედროვე სტილში. ხანდახან ლოფტის და მინიმალისტურ სტილშიც იჩენს ხოლმე თავს. პრინტი ინტერიერში მკვეთრ აქცენტებს ცვლის და კომპოზიციის მთავარ როლს თამაშობს.

მოზაიკა ინტერიერში



მოზაიკა ეთნიკური ფიგურების კოპირება გახლავთ, რაც დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთი ფილები იდელურია, როგორც აქცენტი.

რამდენიმე სახის მარმარილოს კომბინაცია


თანამედროვე
დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რამდენიმე სახეობის მარამრილოს კომბინაციას, ან მის შემცვლელ კერამოგრანიტს.


კედლების გაფორმების თანამედროვე ვარიანტები: ოქრო, სპილენძი და მეტალი


ოქროსფერი ელემენტები დიზაინში ახლა უკვე გამოიყენება არა მხოლოდ ოთახებში, აბაზანაში და საძინებელშიც კი.

როგორც ბეტონი


ბეტონის ტიპის გაფორმება აქტუალურია ლოფტის სტილში. ასეთი გადაწყვეტილება ეფექტურია როგორც კედლებსა და ჭერზე, ისე იატაკსა და სამზარეულოში.


ტერაცო



ტერაცო გახლავთ დასასხმელი იატაკი, რომელიც შედგება ბეტონისა და მარმარილოს ან კერამოგრანიტის ნატეხებისგან. დღესდღეობით მოდაშია როგორც ტერაცო, ისე მისი იმიტაცია.

ასევე ძალიან აქტუალურია მოპირკეთება ნაწიბურის გარეშე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მასალის კომბინირება.
კერამოგრანიტი ბეტონის, ხის ან მარმარილოს სტილში.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები