ბევრი მიიჩნევს, რომ ლოჯსა და აივანს ტექსტილი არ სჭირდება. არადა, ფარდა ზედმეტი არასდროს არის, მით უმეტეს, თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ, ან თქვენი ფანჯარა მზიან მხარეს არის.
შევეცდებით აგიხსნათ, რატომ არ ღირს ამ შემთხვევაში მრავალიარუსიანი მძიმე ფარდების გამოყენება და როგორ ქსოვილს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
რა უნდა გავაფორმოთ
არსებობს რამდენიმე სცენარი. ერთის თანახმად, დიასახლისმა შეიძლება დაკიდოს ფარდა ოთახშორის კარზე მიუხედავად იმისა, შემინულია ის თუ არა. ამ დროს ფარდის გაწევ-გამოწევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, საამისოდ აივანზე გასვლა ხომ არ არის საჭირო. ასევე ფარდის
მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ არეულობა გაუთვალისწინებელი სტუმრების შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს ფარდას შეუძლია შეასრულოს დეკორატიული ელემენტის ფუნქცია, ხოლო თუ მას ხალიჩასა დ ბალიშებსაც შეუხამებთ, მართლაც ძალიან მყუდრო ინტერიერს მიიღებთ.
თუმცა ამ სცენარს აქვს ერთი უარყოფითი მხარე, ოთახი შესაძლოა ცოტათი დაბნელდეს. აივანი ისედაც აფერხებს მზის სხივების შემოსვლას და ფარდა ამ მომენტს კიდევ უფრო გაამძაფრებს. ამიტომ, თუ თქვენი ფანჯრები ჩრდილოეთისკენ გადის, გირჩევთ ფარდებზე უარი თქვათ ან შეარჩიოთ ისეთი ტექსტილი, რომელიც სანახევროდ დაფარავს ფანჯარას. საამისოდ ყველაზე მეტად ღია ფერის ფარდები გამოგადგებათ.
მეორე სცენარის თანახმად ფარდა მხოლოდ აივნისთვის უნდა შეიძინოთ, კარი კი ხელუხლებელი დატოვოთ. ეს ვარიანტი კიდევ უფრო აქტუალური გახდება იმ შემთხვევაში, თუ აივანსა და ოთახს შორის გამავალი კარი მოხსნილი გაქვთ და იავანი ოთახის გაგრძელებად არის ქცეული.
ხოლო თუ შემინული კარი შენარჩუნებულია და მასზე ფარდა არ არის, ოთახი დაუსრულებელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ინტერიერში ბუნებრივ განათებაზე და იმაზე, რომ ლოჯია თუ აივანი ამ განათებას ასე თუ ისე დაბრკოლებას უქმნის. სიტუაციიდან გამოსავალი ძალიან თხელი გამჭვირვალე ფარდაა. ერთადერთი ადგილი, სადაც ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ, საძინებელია, თუ, რა თქმა უნდა, მზესთან ერთად გაღვიძებას არ აპირებთ ხოლმე. ამ შემთხვევაში აქცენტი შედარებით სქელ ქსოვილზე უნდა გააკეთოთ.
მესამე სცენარი გულისხმობს ფარდებს ყველგან და ვფიქრობთ ეს ყველაზე ხელსაყრელი და მისაღებია ბევრისთვის, რადგან იქმნება შესაძლებლობა, საკუთარი გემოვნებით შერჩეული დეკორი შექმნათ სახლის ნებისმიერ კუთხეში.
მაინც, რა არის მთავარი, დეკორი თუ მზისგან დაცვა?
ფარდის შერჩევის დროს პირველ რიგში ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ფუნქცია აკისრია მას. რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარე ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა თუ ოთახი ძალიან მზიანია ან არც ისე სასიამოვნიო ხედი იშლება, ფარდა შედარებით სქელი უნდა შეირჩეს.
ყველა სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება ფარდების სახეობას, ესეც გემოვნების საკითხია, აივანს ძალიან უხდება ფარდებიც და ჟალუზებიც, რომაული სტილის, ფრანგული სტილის, რულონური. ერთი სიტყვით, მთავარია მოგწონდეთ და ამ დროს შეზღუდვები ნამდვილად არ არსებობს.