რომელი ფერების გამოყენება არ ღირს ინტერიერის დიზაინში


ბოლო დროს მოდაში ინტერიერში მკვეთრი ფერების გამოყენება შემოვიდა. ამასთან, ბევრი ადამიანი უპირატესობას ერთ ტონს ანიჭებს, მინიმლისტური სტლის ახსნით.
თუმცა ამა თუ იმ ოთახის ფერმა ძალიან დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანის განწყობაზე, თუმცა სამზარეულოს თუ მისაღები ოთახის დაგეგმვის დროს ბევრი ადამიანი როდი ითვალისწინებს ამ ფაქტორს.
მოდით ვისაუბროთ თანამედრვე ინტერიერისთვის მისაღებ ფერთა გამაზე, რათა მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ შეცდომები ბინის გაფორმების დროს.

მას შემდეგ, რაც თანამედროვე ინტერიერში ლოფტის სტილმა თავისი სიტყვა თქვა და დაიმკვიდრა ადგილი, შავი ფერის გამოყენება ინტენსიურად დაიწყეს.
უდავოდ, დიდი სივრცის
შავ ფერში გაფორმება მართლაც ძალიან ეფექტურია, თუმცა რაც შეეხება პატარა სივრცეს, ამ შემთხვევაში შავი ფერი აბსოლუტურად მიუღებელია. ის პატარა ოთახს კიდევ უფრო დააპატარავებს.
გარდა ამისა, მუდმივად შავი ფერის ყურება ადამიანის ნერვულ სისტემას კარგას არაფერს მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ფერი ვნებასთან და სიყვარულთან ასოცირდება, ინტერერში მის გამოყენებას მხოლოდ აქცენტის სახით თუ გირჩევთ.
ბევრი წითელი ადამიანს ნეგატიურად განაწყობს.

ბევრი ყვითელი ფერი ასევე აღიზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, ამიტომ თუ მაინცდამაინც ეს ფერი გსურთ ინტერიერში, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ იყოთ თავშეკავებულები და გამოიყენოთ ყვითელი როგორც აქცენტი და არა როგორც მთავარი, წამყვანი ფერი.

ცნობილია, რომ ღია ცისფერი ამშვიდებს და ძალიან პოზიტიურ ფერად ითვლება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას შეუძლია ადამიანი აპათიაში ჩააგდოს. ასევე ეს ფერი იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.

გაგიკვირდებათ ალბათ ამ ჩამონათვალში ნაცრისფერის არსებობა. თავისთავად ნაცრისფერი ძალიან ნეიტრალური და თბილი ფერია, თუმცა ბევრმა ნაცრისფერმა შესაძლოა ადამიანის ნერვული სისტემა დასტრესოს.

რაც შეეხება ნარინჯისფერს, თუ ბევრი გექნებათ ინტერიერში, შეიძინეთ გამაყუჩებელიც, რადგან შესაძლოა თავის ტკივილებიც გამოიწვიოს.

მწანე ფერი კი ყურადღებას ფანტავს და ადამიანს კონცენტრაციის უნარს უქვეითებს. ამიტომ სამუშაო ზონის ამ ფერში გაფორმება მიზანშეწონილი არ არის, სათამაშო ზონისთვის კი ცუდი არ იქნება.
გაითვალისწინეთ ასევე, რომ თუ ოთახი მუქ ფერებში გექნებათ მაშინ უნდა გქონდეთ კარგი ბუნებრივი განათებაც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები