როგორ ვაქციოთ პატარა ოთახი მყუდროდ ისე, რომ არ იყოს ძალიან გადატვირთული? მოდით, განვიხილოთ ამ მხრივ დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.
სარკის ლაბირინთი
სივრცეს ვიზუალურად რომ ადიდებს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია, მითუმეტეს, შეზღუდულ სივრცეში, რათა ოთახი სარკის ლაბირინთად არ აქციოთ. ამასთან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სარკიანი ზედაპირები და კარადები მოდაში აღარ არის.
თეთრი ფერის კულტი
თეთრი ჭერი, თეთრი კედლები, თეთრი ავეჯი უდავოდ ლამაზია და მოდაშიც არის, თუმცა აქაც სასურველია, არ გადააჭარბოთ და ინტერიერი ძალიან მოსაწყენად არ აქციოთ. გირჩევთ, თეთრ ფერს
საყვარელი სუვენირები
ჩვენთვის ძვირფასი ნივთები, ზარდახშები, ფოტოები ლამაზი ჩარჩოებით მართლაც ძალიან დასაფასებელია, თუმცა ხშირად ისინი ერთმანეთს საერთოდ არ უხდება და ქაოსის შეგრძნებას ქმნის სახლში.
ოცნების დევნაში
ბუხარი მართლაც ლამაზი რამ არის და ინტერიერს ძალიან უხდება, თუმცა არ ღირს ამის გაკეთება ყოველთვის, მით უმეტეს შეზღუდულ სივრცეში, რადგან პატარა სივრცეს ბუხარი ნამდვილად ვერ გაალამაზებს, პირიქით, გადატვირთავს.
პატარა ოთახისთვის ეცადეთ მინიატურული ნივთები გამოიყენოთ.
ზედმეტად
პატარა ოთახის ინტერიერში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა პროპორციების დარღვევაა. ზედმეტი ზონირება, მრავალიარუსიანი ჭერი - არა და კიდევ ერთხელ არა, სივრცის ეკონომია წარმატების გარანტიაა, ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
ასევე სიფრთხილეა საჭირო ფერებსა და ფაქტურებთან დაკავშირებით იქნება ეს ტექსტილი თუ სხვადასხვა აქსესუარები.