ეს ინტერიერი ქანთრისა და თანამედროვე სტილის ნაზავი გახლავთ, რომელშიც რეტრო ნივთებიც არის გამოყენებული, მაგალითად სახლის მეპატრონის ბაბუის დროინდელი საწერი მაგიდა.
სახლის მეპატრონე კი ახალგაზრდა წყვილია, რომელსაც ბავშვები ჯერ არ ჰყავს. სახლი მემკვიდრეობით ერგოთ, აქ მამაკაცის ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ბინასთან ერთად რარირიტეტული ნივთები ხვდათ წილად, მაგალითად, საწერი მაგიდა და ძველებური ჭაღი.
ხვდებით ალბათ, რომ სახლი ძველებური და რა თქმა უნდა, სარემონტო იქნებოდა.
ოჯახმა დასახმარებლად დიზაინერს მიმართა და კარგად აუხსნა, რომ მათთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო საყვარელი წინაპრების ნივთების შენარჩუნება. ერთი სიტყვით,
პირველ რიგში გადაიხედა სახლის წყობა. თავდაპირველად სახლი იყო ოროთახიანი, ცალკე აბზანა და საპირფარეშო, სამზარეულო აივნით და მოზრდილი კორიდორი. შესასვლელში იყო ასევე პატარა საკუჭნაო.
წყობა გადაკეთდა. სამზარეულოში შესასვლელი მისაღებიდან გაკეთდა. ორი სივრცე ერთმანეთისგან კი გასაწევი კარით გამოიყო.
სამზარეულო ცალკე სივრცედ გადაკეთდა, თუმცა გასაწევი კარის წყალობით, სურვილის შემთხვევაში, ის შეიძლება მისაღებს შეერწყას.
ასეთმა გადაწყობამ გაათავისუფლა კორიდორი, რაც სველი წერტილის გასაფართოვებლად გამოიყენეს, ორი სველი წერტილი, აბაზანა და ტუალეტი გააერთიანეს.
მისაღებში შესასვლელიც შეცვალეს - კორიდორიდან შესასვლელში გადაიტანეს. მეორე ოთახი კი საძინებლად გამოიყენეს.
საკუჭნაოში გარდერობი გააკეთეს, რომელშიც საძინებლიდან გადიან.
შეარჩიეს მინიმალისტური და ქანთრის სტილი.
იატაკზე ლამინატი გამოიყენეს, დაძველებული ეფექტით. კედლები შეღებეს და აქცენტებად ფოტოპანო შეარჩიეს.
ჭერიც შეღებილია.
სამზარეულოში გამოყენებულია კერამიკული ფილები დაძველებული ეფექტით.