როდესაც სახლის კორიდორი ზედმეტად არის გადატვირთული, ზომაზე მეტი სამოსი და ფეხსაცმელია, თითქოს სახლში სიმყუდროვე იკარგება. როგორ მოვიქცეთ, როგორ განვტვირთოთ ეს ქაოსი და როგორ შევძინოთ ჩვენს სახლებს სიმყუდროვე.
პრობლემა 1. ცუდი განათება
თუ სახლში შესვლის დროს გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ საკუჭნაოში მოხვდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი განათებაა და ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება მოგვარება.
პრობლემა 2. ვიწრო სივრცე
შესასვლელები ჩევნს ქვეყანაში, როგორც წესი, ვიწრო და პატარაა, თუმცა შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და სარკის გონივრულად გამოყენებით სივრცის ვიზუალურად გაზრდა.
პრობლემა 3. ქაოსი
დიდი
პრობლემა 4. ფეხსაცმელები
ყოველთვის ქაოსს ქმნის შესასვლელში მიყრილი ფეხსაცმელები, ეცადეთ მათ თავისი ადგილი მიუჩინოთ და ნახავთ როგორ დალაგდება უმოკლეს დროში ყველაფერი.
პრობლემა 5. როდესაც წვრილმანების ადგილი არ არის
ეცადეთ, რომ შესასვლელში ყოველთვის გქონდეთ განსაზღვრული ადგილი ისეთი წვრილმანების შესანახად, როგორიც არის მაგალითად გასაღები, ქოლგა, ქუდი და ა.შ.
პრობლემა 6. დასაჯდომი ადგილის არქონა
ერთი შეხედვით ეს თითქოს არაფერია, თუმცა დასაჯდომი ადგილი შესასვლელში ძალიან მნიშვნელოვანია. სცადეთ და ნახავთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს თქვენი ოჯახის თითოეული წევრი.
პრობლემა 7. სიმყუდროვის ელემენტები
თითქოს დეკორის ელემენტები მნიშნელოვანი არ არის ინტერიერში, თუმცა, გარწმუნებთ, რომ მას თავისი და არცთუ უმნიშვნელო დატვირთვა აქვს. ასეთი პატარ-პატარა აქსესუარები გარემოს სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს.