ეს ძველი, მიტოვებული ავტოფარეხი ბარსელონაში მდებარეობდა, რომელსაც თავისი ფუნქცია აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა. ძველი სახლი ომის დროს თავშესაფრის ფუნქციას ითავსებდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ის მიატოვეს და საწყობად gგამოიყენეს. თანამედროვე დიზაინერებმა კი მოახერხეს და ის ლოფტის სტილის საოცარ ადგილად აქციეს. სახლი 70 კვ.მ. არის, ჭერის სიმაღლე კი 4 მ-ს აღწევს.
ტრანსფორმაციის დროს დიზაინერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნივთებისთვის მეორე სიცოცხლე მიენიჭებინათ.
ფართობის გათვალისწინებით სივრცე ზონებად დაჰყვეს, ისე, რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.
მაღალი ჭერი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აქ საძინებელი მეორე დონეზე განეთავსებინათ.