დიზაინერული ტრენდები, რომლებიც მოძველებულ ინტერიერს გადაახალისებს

არსებობს დიზაინერული ხრიკები, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, მაგალითად, ნატურალური მასალა, ნეიტრალური ფერთა გამა, მარტივი და ლაკონური ფორმები. თუმცა ყოველ სეზონზე დიზაინერები ახალ ტრენდებს გვთავაზობენ, რომელიც ინტერიერს ახალ ხიბლს შესძენს.

მიკროცემენტი

მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა ბაზარზე დიდი ხანია არსებობს, აქტუალობას არათუ კარგავს, პირიქით, მის მიმართ მოთხოვნა იზრდება, რაც მისი ხარისხისა და გამძლეობისგან გამომდინარეობს. მიკროცემენტი მდგრადია და ძალიან პრაქტიკულად მოსახმარი.

ვინტაჟი

ვინტაჟი ისევ მოდაშია. როგორც წესი, ვინტაჟში მე-19-მე-20 საუკუნის ნივთები მოიაზრება. თუმცა წელს ვინტაჟი მოდაშია, როგორც აქცენტები ინტერიერში. ეს შეიძლება იყოს
საწოლი, კარადა, ჭაღი ან რამე სხვა.

სინათლე

განათების დიზაინმა შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი ინტერიერი. რაც მთავარია, მას შეუძლია ვიზუალურად გაზარდოს არსებული სივრცე. თანამედროვე განათება მოიცავს სამ ზონას: მთავარი, სამუშაო და დეკორატიული. ინტერიერში სამივე ზონის არსებობა უკვე ნიშნავს მის გადახალისებას და განახლებას.

სარკე

ბევრი ადამიანი სარკეს მხოლოდ ფუნქციურ ნივთად მიიჩნევს, თუმცა ასე როდია. სარკე ბოლო დროს აქცენტად იქცა, რომელსაც შესწევს უნარი, მთლიანად შეცვალოს ინტერიერი.

მსხვილი პრინტი

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა მსხვილი პრინტები, რაც ინეტრიერს მართლაც განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს.

მწვანე და ბადრიჯნისფერი

ინტერიერში ძალიან ენერგიულად შემოიჭრა ეს ორი ფერი, ეს ორი დახვეწილი ფერი ადამიანის ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას უსვამს ხაზს. ეს ორი ფერი ამ სეზონის ფავორიტ ფერად მიიჩნევა - ზეთისხილისფერი მწვანე და ბადრიჯნისფერი.

ხის ტოტები და გამხმარი ყვავილები

ცოცხალი ყვავილების თაიგული განუმეორებლი რომ არის, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ის საკმაოდ ძვირია და მალე ჭკნება, ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ ხის ტოტები ან გამხმარი ყვავილები, რომელიც არანაკლებ ეფექტს იძლევა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები