იმ ნივთების განსათავსებლად, რომელიც შესაძლებელია ძილის წინ დაგჭირდეთ, შესაძლოა ყველაფერი გამოიყენოთ, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იდეები უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ.
სკამი
ტუმბოს ნაცვლად უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სკამი. ეს ატრიბუტი ძილის წინ ნივთების დასადებად გამოგადგებათ დღე კი სტუმრების გასამასპინძლებლად.
დასაკიდი თარო
ეს იდეა მას გამოადგება, ვისაც სივრცესთან დაკავშირებით აქვს პრობლემა.
ორგანაიზერი
კიდევ ერთ მოსახერხებელი და შესაფერისი ვარიანტი პატარა საძინებლის მფლობელებისთვის.
წიგნების დასტა
მსგავსი ტიპის პირამიდა ცოტა არაორდინალურად გამოიყურება და მტვერსაც აგროვებს, თუმცა ძილის წინ ის პრობლემა არასდროს გექნებათ, რა წაიკითხოთ.
სკივრი
შინაური ცხოველის სახლი
თუ თქვენი ფუმფულა ბინადარი ყოველ ღამე ლოგინში გიძვრებათ, აბა, სცადეთ და ეს ვარიანტი გამოიყენეთ.
კიბე
მართლაც უცხო და თან ლამაზი გადაწყვეტილებაა.
ნატურალიზმი
საინტერესო იდეაა ნატურალიზმის მოყვარულთათვის.
ოთახის მცენარე
ეს კი ესთეტიკის მოყვარულთათვის გამოდგება, მთავარია, ყვავილზე ალერგია არ გქონდეთ.