როგორ შევარჩიოთ კედლების ფერი ლიუშერის ტესტის მიხედვით

ბევრ ჩვენგანს სმენია ლიუშერის, იგივე ფსიქოლოგიური ტესტის შესახებ, რომელიც ადამიანებს სასურველი ფერის შერჩევაში ეხმარება. ფსიქოლოგი მარკ ლიუშერი გამოყოფს ოთხ მთავაღ ფერს: წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი. ეს ოთხი ფერი უკავშირდება ადამიანის ხასიათის ოთხ ტიპს: საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი თავის რწმენა, თვითკონტროლი და თვითგანვითარება.


თუ გინდათ მხიარული ცხოვრება, აირჩიეთ ყვითელი

ყველაზე მარტივი საშუალება ცხოვრების გახალისებისა არის ინტერიერში ყვითელი ფერის ან აქცენტების დამატება. მიუხედავად ამ ფერის დადებითი თვისებებისა, ინტერიერში ის საკმაოდ იშვიათად გვხვდება. საუბარია არა კრემისფერზე ან ლიმონისფერზე, საუბარია მკვეთრ ყვითელზე. რატომ
ეშინიათ ადამიანებს ყვითელი ფერის ინტერიერში? თითქოს ეს არის პრეტენზიულ ფერი, რომელიც შესაძლოა არ მოუხდეს გარე ფაქტორებს, თუმცა ასე არ არის, ყვითელი ის ფერია, რომელიც უხდება ყველაფერს, ცას, ბალახს, ფოთლებს, და ა.შ.

სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, რომელი ფერის დანახვა გესიამოვნებათ ყოველდღიურად.
თუ გინდათ, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოთ ინტერიერი, დაიწყეთ პატარ-პატარა ელემენტებით, აქცენტებით, მაგალითად ტექსტილით, დეკორატიული ბალიშებით, ფარდებით და ა.შ.

ყვითელ ფერს ძალიან ბევრი ტონალობა აქვს, დაიწყეთ დამჯდარი ფერით.

თუ მეტი თავდაჯერებულების შეგრძნება გსურთ შეარჩიეთ წითელ ფერი
ყვითელთან შედარებით წითელი ინტერიერში შედარებით ხშირად გამოიყენება.
წითელი ძალაუფლების ფერია, მაგრამ მასთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. ამ შეთხვევაშიც გირჩევთ დაიწყოთ ნელ-ნელა, აქსესუარებით, აქცენტებით, დეკორატიული ნივთებით, ფარდებით.

თუ მაინცდამაინც წითელი ფერი გინდათ, დაიწყეთ საპირფარეშოთი, ეს საკამარისი იქნება თქვენი ემოციებისთვის.


რაც შეეხება ლურჯ ფერს, თუ არჩევანს ამ ფერზე აკეთებთ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ, რას უზღუდავთ საკუთარ თავს. ასევე მწვანე ფერის შერჩეის დროს დარწმუნდით, თავად იღებთ ამ გადაწყვეტილებას თუ ვინმეს ან რამის გავლენის ქვეშ ხართ.

ლამაზ ინტერიერს ძირითადად დამჯდარი, ნეიტრალური, ნაზი ფერები ქმნის. თუ თქვენ უფრო მკვეთრი ფერები მოგწონთ, დაიწყთ აქცენტებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები