ალბათ გეცნობათ სიტუაცია, როდესაც სახლის რემონტში ჩადეთ მთელი რესურსი, ფინანსური და მორალური, მაგრამ შედეგი ის არ არის, რასაც ელოდით, ინტერიერი მაინც უღიმღამოდ გამოიყურება. ძვირფასი ნივთებიც კი არ გიქმნით კომფორტში ცხოვრების შეგრძნებას.
ამ შემთხვევაში საქმე ნივთების ფასში კი არა, ფერთა და ფაქტურების შეუხამებლობაშია. აი არტომ არ შეიძლება გამოიყურებოდეს მაგალითად ოქროს ლარნაკი სათანადოდ ხის მაგიდაზე და მუქ ფერებში, ოქროსფერ ნივთს უხდება კლასიკური გარემო და ღია ფერები. მოდი ვნახოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ინტერიერი.
სარკე
ღია ფერის ან ოქროსფერჩარჩოიანი დიდი ზომის სარკე სივრცესაც ადიდებს და
სინათლესაც ირეკლავს. შედეგად, მისაღები ან საძინებელი უფრო დიდი და ნათელი ჩანს. ეს განსაკუთრებით ეფექტური ხრიკია მცირეგაბარიტიან სახლებში.
კიდევ უფრო დახვეწს ინტერიერს დიდი ზომის ფანჯარა, საიდანაც მეტი სინათლე შემოვა. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ იფიქრეთ მეტ სანათზე და უკეთეს განათებაზე.
ფერები
მდიდრული ფერები, ყავისფერი, კრემისფერი, ოქროსფერი, მუქი მწვანე ან ლურჯი ნებისმიერ ინტერიერს ალამაზებს.
ავეჯი, ბალიშები და ფურნიტურა
ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერში სათანადო ავეჯი თავისი ტექსტილით, მისი ფორმა, ბალიშები, დიდი ან საშუალო ზომის, კომფორტული და კონტრასტული ფერის.
ჭერი
ღია ფერის ჭერი ყოველთვის მომგებიანია, განსაკუთრებით პატარა სივრცეში, ასევე ეცადეთ ამ დროს ჭაღები არ იყოს გრძელი, უმჯობესია ჭერს ებჯინებოდეს.
ტელევიზორი
თუ გრძნობთ, რომ ტელევიზორი ინტერიერში უცხოდ გამოიყურება, ეცადეთ ფასადით დაფაროთ. ფასადი შეიძლება იყოს სარკე, ნახატი, პანო.
წესრიგი
და ბოლოს, არეულობა არც ერთ ინტერიერს არ უხდება, წესრიგი ის არის, რაც ნებისმიერ სივრცეს ალამაზებს და სძენს სიმყუდროვეს. მოაშორეთ ზედმეტი ნივთები და დატკბით წესრიგით.