2022 წლის ტრენდი - ყველაზე მოდური შპალერი საძინებელში

აბსტრაქცია, მინიმალიზმი, აღმოსავლური თემატიკა - განვიხილოთ ყველაზე აქტუალური სიუჟეტები საძინებლისთვის.
სამზარეულოსა და კორიდორისგან განსხვავებით, საძინებელი ის ადგილია, რომელიც დიდ შესაძლებლობებს მოგცემთ შპალერის შერჩევასთან დაკავშირებით. მოსასვენებელ ზონაში შესაძლოა აქცენტი დიზაინზე გაკეთდეს. ამ ოთახში სიტუაციამ ადამიანი მშვიდობიანად უნდა განაწყოს და სიმყუდროვის შეგრძნება უნდა მიჰგვაროს.
გთავაზობთ 2022 წლის ყველაზე ტრენდულ ვარიანტებს საძინებლისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ 2022 წელს ძალიან აქტუალურია საძინებელში შპალერის გამოყენება. ეს პრაქტიკული, ლამაზი და რაც მთავარია, მრავალფეროვანი საშუალებაა. ტრენდული კი ძალიან ბევრნაირი დიზაინია.

აბსტრაქცია



აბსტრაქტულ პრინტს განეკუთვნება ყველა სილუეტი, რომელსაც არ
გააჩნია კონკრეტული ფორმა. ეს შესაძლოა იყოს როგორც რთული სიმეტრიული ფორმები, ისე ლაკონიური ორნამენტები.
ამ გადაწყვეტილების მთავარი დადებითი მხარე უნივერსალურობაა. ის ნებისმიერ სტილს კარგად ერგება.

გეომეტრია



საუბარია ხაზებზე, კოპლებზე, რომბებზე, სამკუთხედებსა თუ მრავალკუთხედებზე. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ სწორედ გეომეტრიული პრინტები განაპირობებს სივრცის ვიზუალურ აღქმას. ეს მომენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკლოვანებების კორექციისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაშიც მთავარი სიმარტივეა, რაც უფრო ლაკონიურია ფიგურა, მით უკეთესი.



ფლორა და ფაუნა



ბუნებრივი მოტივები ძალიან მომგებიანია მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ეკოლოგია და ბუნებრიობა ასე ტრენდულია.

აქტუალურია ფლორისა და ფაუნის ნებისმიერი გამოხატულება, ტროპიკული მოტივები, ხილი, ეგზოტიკური ცხოველები, ჩიტები და ა.შ.

აღმოსავლეთი


ეთნიკური ელემენტები ინტერიერს დასამახსოვრებელს და ორიგინალურს ხდის. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით აღმოსავლეთი სარგებლობს. მსგავსი დიზაინი, როგორც წესი, გამოიყენება როგორც კლასიკაში ისე ნეოკლასიკაში, თუ,ცა საინტერესო იქნება მინიმალიზმსა და კონტემპორარში. მთავარი წესი ეთნიკური მოტივების სხვა ელემენტებთან ჰარმონიული შერწყმაა.


ფოტოშპალერი

ფოტოშპალერს ინტერიერში ბევრი მოძველებულ ტრენდად მიიჩნევს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მიმართულება აქტუალობას არ კარგავს. მას, როგორც წესი, საწოლის თავთან იყენებენ, როგორც აქცენტს. მთავარია, შეირჩეს სწორი სტილი და სიუჟეტი.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები