ადამიანი ყოველთვის ილტვის სრულყოფილებისკენ. რაც უნდა კარგი, დახვეწილი და ლამაზი იყოს ინტერიერი, განახლება ყოველთვის მისაღებია. მოდით, ვნახოთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ინტერიერი ისე, რომ არ დაგჭირდეთ ზედმეტ დანახარჯები.
სარკე
თუ ოთახი არ არის საკმარისად ნათელი და გინდათ, რომ ის ვიზუალურად უფრო დიდი და განათებული იყოს? მაშინ სარკე დაგჭირდებათ.
საუთოო დაფა
საუთოო მაგიდა ყველ ოჯახში საჭირო ნივთი რომ არის, ყველა დიასახლისი დაგვეთანხმება, მაგრამ ხშირად ეს ნივთი დისკომფორტს გვიქმნის, ჰოდა, შესაძლოა დისკომფორტი კომფორტად ვაქციოთ.
თუ მსგავსი სივრცე გაქვთ, გამოუყენებელი აივანი აქციეთ ოცნების ადგილად.
ფერადი სკამები
ერთფეროვანი ინტერიერი ზოგჯერ მოსაწყენია, ფერადი სკამები კი ასეთ ინტერიერს სულ სხვაგვარად გამოაჩენს.
ჭკვიანი საწოლი
ბავშვები რომ სწრაფად იზრდებიან ფაქტია, ჰოდა ტრანსფორმერი, ე.წ. ჭკიანი საწოლი სწორედ ის ნივთია, რომელიც ნებისმიერ ბავშვის ოთახს სჭირდება.
ფერადი კედლები
ბოლო დროს ძალიან აქტუალურია აქცენტირებულ კედელი, სამი კედელი ერთ ფერში და ერთი აქცენტირებული.
ოაზისი უდაბნოში
იყავით თამამი, უარი თქვით სტანდარტულ ინტერიერზე და გააკეთეთ ორიგინალური აბაზანა.
მყუდრო ფანჯრის რაფა
ძალიან კომფორტული და ორიგინალური გადაწყვეტილება, ფანჯრის რაფის ათვისება. ნახეთ, როგორი ლამაზი და ამავდროულად პრაქტიკული იდეაა.
ფართო კორიდორი
იმისათვის, რომ კორიდორი არ იყოს გადატვირთული და სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს, სცადეთ და არჩევანი დასაკიდ ავეჯზე გააკეთეთ.
ოცნებების რეალიზება
თუ საკუთარი სახლი გაქვთ, შეგიძლიათ შვილის ოცნებას ფრთები შეასხათ და საოცნებო ოთახი სხვენში მოუწყოთ.
ზონირება
როდესაც სახლში სივრცე შეზღუდულია და არ არის იმის საშუალება, რომ ყველას თავისი ოთახი ჰქონდეს, შეიძლება გაკეთდეს ზონირება. ეს პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა.
ოთახის მცენარეები
ოთახის მცენარეები არა მარტო ინტერიერს გაალამაზებს, არამედ მიკროკლიმატსაც შეცვლის.
საიდუმლო საცავი
თუ გიყვართ სამკაულები და გინდათ საიმედოდ და კომფორტულად შეინახოთ, ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად არ გაწყენთ.
ჯადოსნური კარი
გასაწევი კარი საუკეთესო იდეაა იმ შემთხვევაში, თუ სახლში თითოეულ კვადრატულ კმ-ს ოქროს ფასი აქვს.
წერტილოვანი განათება
ჭაღი ყოველთვის კარგი გამოსავალი როდია, თანამედროვე ინტერიერს ხშირად წერტილოვანი განათება უფრო უხდება.