სალო მხეიძე ინტერიერის დიზაინერია, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა. მიაჩნია, რომ ნათელი ფერები, სისადავე ის მთავარი კომპონენტებია, რომელიც გარემოს სიმყუდროვეს და კომფორტულობას სძენს.
- კონკრეტული მიმართულება, პროფესიული განხრით, ჩემი მეგობრის დახმარებით შევარჩიე. თავიდანვე საკმაოდ დავინტერესდი და ჩავუღრმავდი ამ სფეროს, ვათვალიერებდი და ვეცნობოდი სხვადასხვა სტატიებსა თუ ბლოგებს. დღეს ვხვდები, რომ ეს ის საქმეა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ, მთელ ჩემს გულს ვდებ და ცხოვრების დიდ ნაწილს ვუთმობ. პირველად მყარი ავეჯის დიზაინის მიმართულებით დავიწყე მუშაობა, რამაც საკმაოდ დიდი ტექნიკური გამოცდილება შემძინა. ცოტა
ხნის წინ ჩემ მეგობრებთან ერთად დამოუკიდებელი გვერდი შევქმენი, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე დიზაინერები შევიკრიბეთ.
- რით არის თქვენი პროფესია გამორჩეული და დღეს რამდენად აქტუალურია ქართულ სივრცეში?
- ინტერიერის დიზაინი განწყობის და ხასიათის პირდაპირი გამოხატვაა. ვიტყოდი, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა. საქართველოშიც საკმაოდ წარმატებულად და აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულების პოპულარიზაცია. საზოგადოება მარტივად შეჯერდა იმ აზრზე, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტა დიზაინრული საკითხების საკმაოდ რთულია, მოითხოვს დიდ შრომას, გამოცდილებას და პროფესიონალის ჩართულობას.
- ინტერიერის დიზაინში სისტემატიურად იცვლება ტენდენციები. საქართველოში რა სიახლეებია ამ მიმართულებით და როგორი სტილი და დიზაინია მოდური?
- საქართველო მარტივად იღებს და ჰყვება მსოფლიო ტენდენციებს, რაც ქართველი დიზაინერების აქტიური მუშაობის დამსახურებაა. ციფრული სამყაროს დახმარებით ინტერიერის ყველა სტილი ხელმისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი გახდა საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი მიმართულება არტ-დეკო, ბოლო ხანებში საკმაო პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში, მისთვის დამახასიათებელია თამამი გეომეტრიები და მდიდრული ფერთა პალიტრა.
- როგორ უნდა დავგეგმოთ ინტერიერი, რომ გამორჩეული, განსხვავებული, ორიგინალური იყოს და სხვას არ გავდეს?
- ორიგინალურობისა და განსხვავებულობის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი, ისევე როგორც ის სივრცე, რასაც აპროექტებ ინდივიდუალურია, მთავარია სწორად და ფუნქციურად გამართულად შეარჩიო დიზაინი.
- ფერები რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში და რა ფერია ყველაზე „მომგებიანი“?
- ფერი ერთ-ერთი წამყვანი და გადამწყვეტი ფაქტორია ინტერიერში. ყველაზე "მომგებიანად’’ თეთრ ფერს მივიჩნევ, თუმცა გააჩნია სივრცეს, მის ფუნქციურ მნიშვნელობასა თუ დატვირთვას.
- ფერთან მიმართებაში რამდენად თამამები არიან ქართველი მომხმარებლები?
- შეიძლება ითქვას, რომ ფერების შერჩევის საწყის ეტაპზე მომხმარებლები საკმაოდ თამამები არიან, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველაზე ახლო, სადა და ნაცნობს ირჩევენ.
- ავეჯის განლაგებაზე რას გვეტყვით. ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- ბინის სწორი გეგმარება განაპირობებს ავეჯის სწორ განაწილებასაც, ერთი უწყვეტი ჯაჭვია. ავეჯის განლაგებისას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული. ფართის შევსების მიზნით არ უნდა განვათავსოთ ზედმეტი ავეჯი სივრცეში.
- ინტერიერში ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი დეტალი რომელია?
- ინტერიერში ყველა დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ერთიან სივრცედ და სტილად უნდა იკითხებოდეს სივრცე.
- სახლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია სამზარეულო. რას ურჩევთ ადამიანებს, რა გაითვალისწინონ სამზარეულოს მოწყობისას, რა არის მნიშვნელოვანი?
- ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი დეტალია, ზედაპირულად რასაც შემიძლია გავცე პასუხი, ეს გახლავთ სამზარეულოს ვიზუალური ნაწილი, სწორი საფასადე მასალის შერჩევა. მომხმარებლებს ვურჩევდი არ დაზოგონ თანხა მექანიზმებში. დანარჩენი ტექნიკური გადანაწილება უშუალოდ პროექტის მიხედვით ხდება.
მერი ბლიაძე