ნივთები სამზარეულოში, რომელთა შეცვლა და გადახალისება რემონტის ეფექტს შეგიქმნით


ალბათ ბევრ დიასახლისს ჰქონია პერიოდი, როდესაც ძალიან მობეზრდა ძველი სახლი, განსაკუთრებით სამზარეულო და რაიმეს შეცვლა, განახლება, ერთი სიტყვით, რემონტის გაკეთება უნდა. სამწუხაროდ, მასშტაბური ცვლილებების განხორციელება ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა გამოსავალი არსებობს ყოველთვის და ამჯერად ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს, როგორ შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით ახალი ინტერიერის შექმნას.

სამზარეულოს ე.წ. წინსაფარი


სცადეთ და უარი თქვით კერამიკულ ფილაზე სამზარეულოში და ჩაანაცვლეთ ის გრიფელის საფარით, გვერწმუნეთ, ლამაზიც არის და პრაქტიკულიც. ასეთ ზედაპირზე ნებ
ისმიერი სასურველი წარწერის გაკეთებაც კი არის შესაძლებელი. მართალია, ცარცის ზედაპირი ცოტა რთული მოსავლელია, თუმცა ის შეგიძლიათ დაფაროთ შუშით და პრობლემა მოგვარდება.

გადაღებეთ გარნიტური


თუ სამზარეულოს გარნიტური მოგბეზრდათ და თავს ამის გამო გრძნობთ ცუდად, მარტივი გამოსავალია მისი გადაღებვა. თუმცა სანამ საღებავს შეიძენდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი თვისებები, რამდენად მდგრადი იქნება, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ, მდგრადი აგრესიული საწმენდი საშუალებების მიმართ და ბოლოს, საღებავი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

დაამატეთ აქცენტები


ჩვეული ინტერიერი იმ წუთშივე გადასხვაფერდება, რაც მას რამდენიმე მკვეთრ აქცენტს დაუმატებთ. შეგიძლიათ ფერით გამოყოთ ღია თარო ან სტელაჟი, გააკეთოთ აქცენტი კედელზე და ა.შ. მთავარია, რომ აქცენტის ფერი შეესაბამებოდეს დანარჩენ ინტერიერს.

განაახლეთ მაგიდა და სკამები


თუ სამზარეულოს მაგიდა და სკამები მოგიძველდათ, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას, სცადეთ განახლება, გადაღებვა და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ხშირად შედეგი ძალიან ეფექტური გამოდი.

ჭერი

ნამდვილად მოძველდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჭერი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

გააფერადეთ დეტალები


და ბოლოს, შეგიძლიათ გადაღებოთ სამზარეულოს ყველა მოზრდილი ზედაპირი, ფერები სურვილით შეარჩიოთ და უბრალოდ გააფერადოთ ინტერიერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები