ლეგენდარული გუმბათოვანი სახლი სპირალური კიბითა და 15 მანსარდით


საინტერესო ამბავი გვინდა ვამცნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრება არა ტრადიციულ არქიტექტურულ ობიექტში, არამედ ხელოვნების ნიმუშში სურს. ლოს ანჯელესში აუქციონზე უილიამ კინგის ლეგენდარული გუმბათოვანი სახლი იყიდება. 1980 წელს ამ სახლმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საცხოვრებელი სახლების პროექტირების სფეროში. ეს უცნაური სახლი თავისი უჩვეულო დეტალებითა და ინვენტარით იყიდება 1,7 მლნ.დოლარად.

მიუხედავად იმისა, რომ გუმბათოვანი კონსტრუქცია ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ არის და ზოგიერთ ქვეყნებში მხოლოდ გუმბათოვან სახლებს აშენებდნენ, მსგავსი ტიპის ობიექტი ყოველთვის გამოირჩევა, მით უმეტეს, თუ ის დასახლებულ პუნქტშია აშენებული.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი
გუმბათოვანი სახლი 1947 წელს აშენდა, დღესდღეობით სახლის ტიპი, სახელწოდებით "გეოდეზიური გუმბათი" ნოვატორულ იდეად მიიჩნევა.


განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ სტილმა აშშ-ში გამომდინარე მისი სწრაფი მშენებლობის და ქარისადმი მდგრადობის გამო. ეს სახლები ასევე ეკოლოგიურია, თუმცა გუმბათოვანი სახლები უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან იშვიათად ჩნდება.

ეს კონკრეტული სახლი კი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. აშენებულია 1982 წელს.
თავდაპირველად პროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უნიკალური რეზიდენცია, 180 გრადუსიან ხედს გთავაზობთ სან გაბრიელის მთებზე და ლოს-ანჯელესის ქალაქურ პეიზაჟზე. სახლს გარს აკრავს 16 ჰექტარი სუკულენტებითა და თვალწარმტაცი ყვავილებით დამშვენებული ბაღი, რომელმაც ამერიკელი მხატვრის, ფრიც ჰეგის ყურადღება მიიპყრო. მან შეიძინა ეს სახლი და ულამაზეს სახელოსნოდ, სტუდიად, გამოფენად და საგანმანათლებლო სივრცედაც კი აქცია.


ეს ადგილი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა, სწორედ აქ ქმნიდა შემოქმედი თავისი ნამუშევრების უმეტესობას 15 წლის განმავლობაში, სანამ რეზიდენცია ცნობილ გიტარისტსა და კომპოზიტორს, ნიკი პანიჩის არ მიჰყიდა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახლი აღადგინა და გასაყიდად გამოიტანა.





სახლის დაყოფილია სამ დონედ. 2000 წლიდან ის ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების სცენის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, სადაც მთელი ბომონდი და შემოქმედებითი ელიტა იკრიბებოდა. ეს ადგილი ძალიან სწრაფად გადაიქცა საკულტო სივრცედ, სადაც იმართებოდა საერთაშორისო გამოფენები, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს, აწყობდნენ მუსიკალურ საღამოებსა და პრეზენტაციებს.


სახლი ოდნავ განსხვავებულ განზომილებაშია, ვიდრე ჩვენ ვართ მიჩვეულები. ღია სივრცეების სამი დონე ერთმანეთს 1,8 მ დიამეტრის სპირალური კიბით უკავშირდება, რომელთან წვდომაც შესაძლებელია მიწისქვეშა სართულიდან, რომელიც წარმოადგენს კლდოვან გორაკში გამოკვეთილ მრუდე სივრცეს (ფართი 92 კვ.მ). მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართული, ფაქტობრივად, გამოქვაბულია, მისი მთელი ტერიტორია განათებულია 15 მანსარდის ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი შუქით.

შესასვლელი დარბაზის გარდა აქ არის მისაღები ოთახი, ასევე ქვედა დონეზე არის პატარა საძინებელი, კეთილმოწყობილი აბაზანა და გარდერობის ოთახი.


რამდენიმე საფეხურით ზემოთ, პირველ და მეორე სართულებს შორის, შეგიძლიათ იხილოთ პლატფორმა, პატარა სცენა, სადაც საიდუმლო საძინებელია აღჭურვილი ფანჯრების გარეშე, მაგრამ საოცარი განათებით. სპირალური კიბის კიდევ რამდენიმე საფეხური მოგიყვანთ დიდ ღია სივრცეში, სადაც არის ვერანდის ტიპის სამზარეულო-სასადილო ოთახი მასიური სასადილო მაგიდით, ფანჯრიდან იშლება თვალწარმტაცი პეიზაჟი.


კიდევ უფრო ქვემოთ კი არის კიდევ ერთი აბაზანა, ხის, რომელიც გადის ტერასაზე. 
სულ მაღლა კი, გეოდეზიური სივრცის ცენტრში,  მოწყობილია დიდი მისაღები, თავშეყრის სივრცე ყოველგვარი სწორი კუთხეების გარეშე და საოცარი ხედით ქალაქზე. ამ სივრცეს გასასვლელი აქვს აივანზე, საიდანაც ასევე საოცარი ხედია გადაშლილი. 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები