როგორ ვაქციოთ აივანი კომფორტის ზონად - ფოტოიდეები

აივანი სახლის ის ნაწილია, რომელსაც ადრე თითქმის არავინ იყენებდა დანიშნულებისამებრ, მისის ფუნქცია მხოლოდ უსარგებლო ნივთების შენახვა იყო, თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველაფერი იცვლება და აივანმაც შეიცვალა დანიშნულება და იქცა ადგილად, სადაც ადამიანმა მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი.


სამწუხაროდ, ძალიან ხშირად აივანი არ არის იმ ფართობის, რომ სერიოზული რელაქსაციის ზონად ვაქციოთ, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, შეუძლებელია არაფერია და შეზღუდული სივრცის ათვისებაც არის შესაძლებელი მაქსიმალურად გონივრულად. გთავაზობთ საინტერესო და ვფიქრობთ, ყურადსაღებ ვარიანტებს.


აივნის მოსაწყობად შეიძლება გამოიყენოთ ეზოს მაგიდა და სკამები, ასევე სხვადასხვა აქსესუარი, შეგიძლიათ
გააფორმოთ ხელოვნური ბალახით, მეტლახით ან ხის ფიცრებით, ასევე დეკორატიული მცენარეებით, კლუმბებით.



შეზღუდულ სივრცეში ასევე წარმატებით იყენებენ ჩაშენებულ ავეჯს, ეს ძალიან მოსახერხებელია.

თუ სივრცე ამის საშუალებას იძლევა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი განათება და ჰამაკიც კი. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზაფხულის ცხელი საღამოების ჰაერზე გასატარებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები