მანსარდისთვის ფარდებს შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. დახრილი კედლები, მეტისმეტი განათება, საერთო სტილი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. თუმცა შეუძლებელი არაფერია და თუ ადამიანი მოინდომებს, ამ პრობლემის გადაჭრაც არის შესაძლებელი. მოდით, ვნახოთ, რას გვირჩევენ ამ შემთხვევაში პროფესიონალი დიზაინერები.
მანსარდის ტიპის საცხოვრებელ ფართში დახრის კუთხე, როგორც წესი ,45 გრადუსს შეადგენს. თუ ფანჯარა მზის მხარეს გადის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ მზის სხივები ჭარბად iიქნება. დასკვნა ერთია, ფარდის გარეშე მანსარდა წარმოუდგენელია.
გარდა ამისა, კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ფანჯრის თავისებურება. როგორც წესი, ასეთი ტიპის
ფართში ფანჯარა ან მრგვალია, ან ტრაპეციის ფორმის, ამაში გასაკვირი არაფერია. ფარდა, რაღა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს ფანჯრის ფორმას და ზომას. ასეთი ფორმის და ზომის გამზადებულ ფარდების ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ვარიანტები მაინც არსებობს და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი ჟალუზია. ვერტიკალურ ჟალუზიზე თავიდანვე უარი უნდა თქვათ, აი პლისეს ტიპის კი შესაძლოა განიხილოთ. ის ძალიან მსუბუქია და ეს ფაქტორი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და საკვანძოა.
ძალიან ეფექტურია მანსარდისთვის რულონური ტიპის ფარდები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სქელი ქსოვილის. ეს ყველაზე oოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეკეროთ ან შეაკერინოთ საკუთარი გემოვნებით დეკორატიული ფარდები, იქნება ეს წული თუ სხვა ქსოვილი, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ფოტოებს შთაგონებისთვის.