მოდა ინტერიერში საკმაოდ სწრაფად იცვლება. ვიღაც სიხარულით ხვდება ახალ გადაწყვეტილებებს სტილის მხრივ, ვიღაც ვერ თმობს ძველ ტრენდებს და ბოლომდე მისი ერთგული რჩება. თუმცა, ყველაზე კარგი ალბათ, ოქროს შუალედის პოვნაა. საამისოდ კი პირველ რიგში ის ნივთები უნდა მოვიშოროთ თავიდან, რომლებიც არც არაფერს გმატებთ და პირიქით, სახლის მფლობელის გემოვნებას ეჭვის ქვეშ დააყენებს.
ჭრელი ხალიჩები
ზოგადად ხალიჩების მიმართ, განსაკუთრებით დიასახლისებს, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ხოლმე, ზოგს ის მტვრის ბუდედ მიაჩნია, ზოგს მის გარეშე ინტერიერი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია.
ორივე მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება,
თუმცა თუ გადაწყვეტთ, რომ სახლში ხალიჩა გქონდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ინტერიერის ჰარმონიული გაგრძელება უნდა იყოს და არა ჭრელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ნივთი. თანამედროვე ხალიჩები ბევრად მსუბუქი და ადვილად მოსავლელია, ფერების მხრივაც ბევრად დახვეწილი და სადა ფერების შერჩევაა შესაძლებელი.
ძველებურად გაფორმებული კარადები
ყვავილებიანი, მოოქროვილი, სიპრიალე - ყველაფერი ეს სინანულის გარეშე შეგიძლიათ დატოვოთ 2000-იან წლებში. თანამედროვე მოდა ითვალისწინებს სადა, დამჯდარ ფერებს.
პრინტიანი პლედი
მსგავსი სახის პლედები აქტუალობით 10-20 წლის წინ სარგებლობდა, თანამედროვე, დახვეწილ ინტერიერს კი ასევე დახვეწილი და ლაკონური ტექსტილი სჭირდება, რათა ერთმანეთში ჰარმონია ჰქონდეთ. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია, არჩევანიც და ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს მისთვის სასურველი ფერის სადა, დახვეწილი მოდელის შერჩევას. რაც შეეხება მასალას, ახლა ძალიან აქტუალურია ნაქსოვი ნივთები, ფუმფულა და თბილი ნივთები ხომ დამატებით სიმყუდროვეს სძენს ნებისმიერ ინტერიერს.
სურათების ჩარჩო დაბურული მინით
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჩარჩოები შედარებით ხელმისაწვდომია ფასის მხრივ ის აფუჭებს ინტერიერს. ჩარჩოს შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს, არამედ მინის ხარისხსაც. მას მნიშვნელოვნად შეუძლია გააუმჯობესოს ოთახის საერთო იერსახე.
ხელოვნური ყვავილები
არავინ დავობს იმაზე, რომ ხელოვნური ყვავილები ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ არ საჭიროებს მოვლას და თან ახლა ისეთი ხარისხის ყიდვაც არის შესაძლებელი, რომელიც ნამდვილისგან ვიზუალურად არც კი განსხვავდება, თუმცა გარწმუნებთ, ხელოვნური მცენარე ვერ შესძენს ინტერიერს ისეთ სიმყუდროვეს, როგორც ბუნებრივი.
პოსტერები ვარსკვლავების გამოსახულებით
15-20 წლის წინ ძალიან მოდაში იყო კედელზე საყვარელი მომღერლის ან მსახიობის პოსტერის გაკვრა, ეს მაშინდელი ახალგაზრდობისთვის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო საშუალება გახლდათ, თუმცა დღესდღეობით ამ მიდგომამ აბსოლუტურად დაკარგა აქტუალობა და კედლის გასაფორმებლად ბევრად დახვეწილი და ელეგანტური ელემენტები შემოვიდა. ახლა მოდაშია პოსტერები გეომეტრიული ფიგურებით, ან აბსტრაქტული გამოსახულებით, ფოტოები ჩარჩოში, ორიგინალური კომპოზიციები და ა.შ.