ყვავილები, ახალი ფარდები და ფერადი აქსესუარები... შევიქმნათ საზაფხულო განწყობა
დაამატეთ ყვავილებიანი ტექსტილი
ზაფხული ყვავილებთან, მზესთან და სიცხესთან და ზღვასთან ასოცირდება. აქციეთ ეს ინსპირაციად და კარგი განწყობისთვის თქვენს საძინებელში ბევრი ყვავილი და მზე შეიტანეთ. შეგიძლიათ ეს ყვავილებიანი პრინტით გააკეთოთ ტექსტილზე, იქნება ეს თეთრეული, დეკორატიული ბალიშები თუ ფარდები.
ცოცხალი ყვავილები
თუ პირველი იდეა დიდად არ გხიბლავთ და ამ მხრივ უპირატესობას სისადავეს ანიჭებთ, შეგიძლიათ გარემო ცოცხალი ყვავილებით გაახალისოთ, რომელთაც საწოლის გვერდით ტუმბოზე მიუჩენთ ადგილს. ყვავილები შესაძლოა იყოს ლარნაკით, რომელსაც ხშირად შეცვლით ხოლმე და
ასევე ქოთნის, მათთვის, ვისაც იზიდავს სტაბილურობა.
ოღონდაც, ჩვენი რჩევა იქნება დარწმუნდეთ, რომ ოჯახის წევრებს კონკრეტულ მცენარეზე ალერგია არ აქვთ.
დიფუზორი
საზაფხულოდ ხასიათის ასამაღლებელი კიდევ ერთი საშუალება შესაბამისი, საზაფხულო არომატი, შედარებით გრილი, მთის ან ზღვის სურნელით. დადგით საძინებელში დიფუზორი თქვენთვის საყვარელი არომატით.
შეცვალეთ ფარდა
დიზაინერები გვირჩევენ, რომ სახლისთვის შერჩეული გვქონდეს ორი სახის ფარდა, ზამთრისა და ზაფხულის. ზამთრის შედარებით მკაცრი და სადა, ხოლო ზაფხულის - უფრო მხიარული და ფერადი.
ფერადი აქსესუარები
ინტერიერის განახლების ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტი აქსესუარები გახლავთ. დაამატეთ საძინებელში ფერადი აქსესუარები, დეკორატიული ბალიშების, გადასაფარებლის და სხვადასხვა ელემენტის სახის და ნახავთ, როგორ გამხიარულდებით.