ინტერიერის დიზაინი არის ხელოვნების ის საშუალება, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას სივრცეები, გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციები ადამიანებში და შექმნას ატმოსფერო, რომელიც ასახავს მისი მცხოვრებლების პიროვნებას.
სტატიაში წარმოდგენილმა მსოფლიოს უმდიდრესმა ინტერიერის დიზაინერებმა შეძლეს, მათი სიყვარული პროფესიისადმი მომგებიან ბიზნესად ექციათ. მათ დააპროექტეს რამდენიმე გახმაურებული პროექტი და შექმნეს მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება.
დღეს ეს სფერო მომავლის პროფესიად ითვლება, რადგან ხელოვნური ინტელქტის განვითარებასთან ერთად, მსოფლიოში არსებული ქალაქები და შენობები ჭკვიან, ფუნქციურ ზონებად გარდაიქმნება, სადაც 80% ავტომატიზირებული იქნება. ხოლო ინტერიერის დიზაინერებს არქიტექტორებთან ერთად, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნა დიდი
ხნის ანმავლობაში მოუწევთ.
წარმოგიდგენთ სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც მილიონები გამოიმუშავეს:
ჯონათან ადლერი - 2 მილიონი დოლარი
ჯონათან ადლერის წარმატებისკენ მიმავალი გზა კერამიკისადმი გატაცებით დაიწყო. დღეს ის ცნობილია თავისი თანამედროვე და ელეგანტური დიზაინებით. ადლერის ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევრებში შედის Parker Palm Springs Hotel-ისა და Eau Palm Beach Resort & Spa-ის დიზაინი. ადლერმა ასევე დაწერა რამდენიმე წიგნი და გამოუშვა თავისი სახელობის სახლის ავეჯი და აქსესუარების ბრენდი.
ბობი ბერკი - 10 მილიონი დოლარი
ინტერიერის დიზაინერი ბობი ბერკი ცნობილი გახდა, როგორც Fab Five-ის წევრი Netflix-ის ჰიტ შოუში Queer Eye. დეტალებზე დაკვირვებითა და სივრცეების გარდაქმნის ნიჭით დაჯილდოებულმა ბერკმა, შექმნა 10 მილიონი დოლარის იმპერია. მისმა დიზაინერულმა ფირმამ, Bobby Berk Interiors + Design, დაასრულა პროექტები ძირითადი კლიენტებისთვის, როგორიცაა West Elm, Parachute Home და Modsy. ბერკის საფირმო სტილი აერთიანებს სუფთა ხაზებს, თანამედროვე ელემენტებს და თბილ ფერებს მიმზიდველი სივრცეების შესაქმნელად. განაგრძეთ კითხვა