მსოფლიოს ტოპ 10 წამყვანი დიზაინერი - ისინი სამეფო ოჯახებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების საცხოვრებელ გარემოზე ზრუნავენ და ზოგიერთ მათგანს მილიონებს უხდიან თითო პროექტში

დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 წამყვან დიზაინერს, რომელიც თავის სფეროში გრანდად მიიჩნევა. 

1. ჟან ლუი დენიო - მსოფლიო დონის დიზაინერი, რომელიც მსოფლიოს საუკუეთესო დიზაინრეთა სიაში შედის. მის პორტფოლიოშია კოკო შანელის პარიზული სასტუმრო, კარლაილის სახლი, მაიკლ კლეინის სახლი და ბუტიკი, ტრამპის საგამოფენო დარბაზის ვერანდა და მრავალი სხვა.

მის პროექტებს აერთიანებს ელეგანტური და სადა ფუფუნება, ფერთა პალიტრაში კი დომინირებს ოქსფერი, შოკოლადისფერი, კრემისფერი, კაკაო და ფირუზისფერი. ამ შეუდარებელი დიზაინერისთის დამახასიათებელი ასევე ხაზების სიმეტრია, ფორმების ბალანსი და ჰარმონია, ისეთი ტექსტურების სიმბიოზი, როგორიცაა ბროლი, ბრინჯაო, ტყავი,
აბრეშუმი, მარმარილო, მალაქიტი.





2. კარლო რამპაცი - დიზაინერი და არქიტექტორი შვეიცარიიდან, რომელიც ცნობილია ინტერიერის დიზაინისადმი არასტანდარტული მიდგომით: კონტრასტებთან თამაში, უჩვეულო ფორმებისა და ფერების შერწყმა, სხვადასხვა სტილის შერევა მისი განუმეორებელი ხელწერაა.

რამპაცი ქმნის ორიგინალურ, დასამახსოვრებელ ავეჯს, რომელიც საუკეთესოდ ჯდება მის პროექტებში გარემოცვაში და ავსებს "ნეომაქსიმალიზმის" სტილს.


დიზაინერი მიიჩნევს, რომ მისი იდეალური კლიენტი ალისაა საოცრებათა ქვეყნიდან.




3. მარტინ ლოურენს-ბულარდი "ჰოლივუდის დიზაინერია". მის კლიენტებს შორის არიან კრისტინა აგილერა, ოზი ოსბორნი, ელტონ ჯონი, ჩერი, ედვარდ ნორტონი და მრავალი სხვა მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი.

ბულარდი უპირატესობას ანიჭებს ეკლექტიკურ სტილს, მისი ინტერიერისთვის დამახასიათებელია ჩრდილები, ორნამენტები სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის ერთ პროექტში შერწყმა. დიზაინერი ქმნის განსაკუთრებულ ჰარმონიას ქსოვილებთან მუშაობით.





4. კრისტოფერ ჰოლი - ახალზელანდიელი დიზაინერის ინსპირაცია სტამბულის არქიტექტურა და ფერთა პალიტრაა, რასაც ფართოდ იყენებს კიდეც თავის პროექტებში. მოსაპირკეთებელ მასალებს შორის დიზაინერი უპირატესობას ანიჭებს ბრინჯაოს, მარმარილოს, ძვირფას ხეს, ძვირფას ქსოვილებს. მისი პროექტები აერთიანებს აღმოსავლეთის ტრადიციულ ფუფუნებას და დასავლეთის მინიმალისტურ პრაქტიკულობას. კრისტოფერ ჰოლს ეკუთვნის პრინცი ფეისალ ბინ სატამის სასახლისა და მედინაში საუდის არაბეთის გუბერნატორის სახლის დეკორაცია, ასევე ლონდონსა და ერ რიადში სამეფო წყვილის სახლების ინტერიერის შექმნა.





5. კელი ჰოპენი ცნობილი ბრიტანელი დიზაინერია, რომელიც თავისი მიღწევების გამო ბრიტანეთის იმპერიის II ორდენით დაჯილდოვდა. იგი ქმნის ელეგანტურ და დრამატულ ინტერიერს "ნეიტრალური ფუფუნების" სტილში.

მისთვის დამახასიათებელია ფერების მონოქრომული პალიტრის გამოყენება, რომელიც ეფუძნება ბუნებრივ ფერებს: კრემისფერს, ქვიშისფერს, მარგალიტისფერს, სპილოს ძვლისფერს, ზეთისხილის ფერს, თუმცა, დიზაინერის საყვარელი ფერი - სპილენძისფერის, ნაცრისფერის და ყავისფერი ნაზავის - არც ერთ პროექტი არ არსებობს მის გარეშე. კელი ჰოპენი ირწმუნება, რომ მისი დიზაინი ეყრდნობა სიმეტრიას - მოწესრიგებულ ხაზოვან სამყაროს, თუმცა ხანდახან ყველაფრის თავდაყირა დაყენება და აფეთქება მოსწონს.

კელი ჰოპენის დიზაინის თაყვანისმცემლები და მისი კლიენტები არიან სამეფო ოჯახი, ელტონ ჯონი, ბექჰემების წყვილი, ჰილარი კლინტონი, დონალდ ტრამპი. რეზიდენცია განლაგებულია, როგორც "ერთადერთი მშენებარე სახლი საცხოვრებელი ფართით დედაქალაქის სამთავრობო კვარტალში".



6. კლასიკური არაბესკები, ნაქსოვი და მაქმანები, ბაროკო ჰოლანდიელი დიზაინერის, მარსელ უონდერსის ინტერიერის დამახასიათებელი მოტივებია. უინდერის პროექტები პროვოკაციული, უნიკალური, ცოტა არაამქვეყნიური, ფანტასტიკური და ზღაპრულია.

სასტუმრო მონდრიანი მაიამიში მძინარე მზეთუნახავის ზღაპრის სტილშია შექმნილი: თოვლივით თეთრი ჭაღები, ზარები, ღია კარვები, სპირალისებური კიბეები - ინტერიერი გადმოსცემს სიმსუბუქეს, ბრწყინვალებას და ფუფუნებას. დიზაინერის ნამუშევრები აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიას, ექსცენტრიულობას და კონცეპტუალურობას.





7. ფილიპ სტარკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერია. დიზაინერის მიერ შექმნილი ავეჯის ბევრი მოდელი მოკლებულია პრეტენზიულობას და მასობრივ წარმოებაშია გადაყვანილი, რადგან დიზაინერი თავის შემოქმედებას ელიტარულად არ მიიჩნევს. "თუ ფიქრობთ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რამდენიმე ადამიანზე ვმუშაობ, გმადლობთ, უკეთ დავიძინებ. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვკლავ დიზაინს, უფრო სწორად, ვანადგურებ მის ელიტურობას".


თითოეული დიზაინის იდეა აგებულია ასოციაციებზე, სიმსუბუქესა და ინტერიერის დეტალებში ფარულ მნიშვნელობაზე. სტარკის დიზაინში ხშირად გამოიყენება ნაკადული, წაგრძელებული არქეტიპული ფორმები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ სალვადორ დალის სტილის პირდაპირი იმიტაციაა.



8. პატრიცია ურკიოლა თავის ინტერიერში აღწევს კომუნიკაციური კომპონენტის არსებობას, რაც ქმნის ბალანსს და კავშირს დიზაინის ობიექტებსა და მათ მომხმარებლებს შორის.



პატრიციას სტილისთვის დამახასიათებელია ღია სივრცე, "ჰაერი", ექსპერიმენტები მასალების გამოყენების დროს. ძირითადად ორი ფერს იყენებს: თეთრს და შავს, თუმცა საოცარი ფერადი პროექტებიც აქვს. მისი ინტერიერი მაქსიმალურად კომფორტულია საცხოვრებლად.




9. ტონი ინგრაო - დიზაინერი, რომლის პროექტის ბიუჯეტი იწყება შვიდი ციფრით. ინტერიერი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, უპირატესობა ენიჭება ხეს. მუშაობს სხვადასხვა სტილში, არქიტექტურის მიხედვით: რუსტიკიდან არტ დეკომდე.





10. კარენ ჰაუსი ტეილორ ჰაუვეს ბრენდის დამფუძნებელია. კარენის დიზაინი გამოირჩევა დახვეწილი ხაზებით, დეტალებით, ჰარმონიული კომბინაციებისა და ფერების კეთილშობილური პალიტრის გამოყენებით. მისი პროექტები აერთიანებს თავშეკავებული გლამური და საინტერესო კონცეფციას.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები