გინდათ, რომ თქვენს მისაღებში ფარდები ეფექტურად გამოიყრებოდეს, თქვენ კი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეთ? მაშინ ეცადეთ, რომ ფარდების შერჩევის დროს ამ ფერებზე უარი თქვათ.
წითელი
წითელი ფერი მხოლოდ გარკვეულ სტილს უხდება და თანამედროვე ინტერიერში ის იშვიათად ჯდება. წითელი სქელი ფარდა თეატრის ფარდას მოგაგონებთ, ამძიმებს ინტერიერს.
თეთრი
მხოლოდ თეთრი ფერი ძალიან ცივად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უნივერსალური ფერია და ყველაფერს უხდება, დიზაინერები მას ძალიან იშვიათად იყენებენ ხოლმე ტექსტილში. უმჯობესია ფარდისთვის აიღოთ ხორცისფერი, თეთრის უფრო თბილი ელფერი.
მუქი ლურჯი
თუ ფარდა მუქი
ფერის არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწეულ მდგომარეობაში მზის სინათლე არ გადაფაროს. თუ მაინცდამაინც მუქი ფერი გინდათ ინტერიერში, ეცადეთ ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი შეარჩიოთ, რომ მზის შუქი არ შთანთქას.
კედლის ფერი
ფარდა შესაძლოა იყოს კედლის ფერზე მუქი ან ღია, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ კედლის ფერის გამეორებას, ფარდის სახით. ასეთი ინტერიერი მოკლებულია ინდივიდუალიზმს და არის საკმაოდ მოსაწყენი.
აქტიური პრინტი
ფარდის შემთხვევაში თავი აარიდეთ მსხვილ პრინტებსა და რთულ გეომეტრიას. უმჯობესია არჩევანი ერთ ტონზე შეაჩეროთ.
ბოლო დროს, დიზაინერების აზრით, სასტუმრო ოთახისთვის ძალიან აქტიურად გამოიყენება ვარდისფერი თავისი ტონალობებით. ზოგადად კი, არის რამდენიმე წესი, რომლის მიხედვითა ირჩევა ფარდა:
წითელი
წითელი ფერი მხოლოდ გარკვეულ სტილს უხდება და თანამედროვე ინტერიერში ის იშვიათად ჯდება. წითელი სქელი ფარდა თეატრის ფარდას მოგაგონებთ, ამძიმებს ინტერიერს.
თეთრი
მხოლოდ თეთრი ფერი ძალიან ცივად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უნივერსალური ფერია და ყველაფერს უხდება, დიზაინერები მას ძალიან იშვიათად იყენებენ ხოლმე ტექსტილში. უმჯობესია ფარდისთვის აიღოთ ხორცისფერი, თეთრის უფრო თბილი ელფერი.
მუქი ლურჯი
თუ ფარდა მუქი
კედლის ფერი
ფარდა შესაძლოა იყოს კედლის ფერზე მუქი ან ღია, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ კედლის ფერის გამეორებას, ფარდის სახით. ასეთი ინტერიერი მოკლებულია ინდივიდუალიზმს და არის საკმაოდ მოსაწყენი.
აქტიური პრინტი
ფარდის შემთხვევაში თავი აარიდეთ მსხვილ პრინტებსა და რთულ გეომეტრიას. უმჯობესია არჩევანი ერთ ტონზე შეაჩეროთ.
ბოლო დროს, დიზაინერების აზრით, სასტუმრო ოთახისთვის ძალიან აქტიურად გამოიყენება ვარდისფერი თავისი ტონალობებით. ზოგადად კი, არის რამდენიმე წესი, რომლის მიხედვითა ირჩევა ფარდა:
- კედლის ფერზე ერთი ტონით მუქი ფარდა.
- პრინტიანი შპალერის ერთ-ერთი ფერი.
- ინტერიერის კონტრასტული საგნის ფერი, იქნება ეს დივანი, სავარძელი, თუ სხვა რამ.
- ზოგადად თბილი და რბილი ფერები.