ფერები, რომელთა გამოყენება საძინებლისთვის არ ღირს

საძინებელი ის ადგილია, სადაც ადამიანმა უნდა დაისვენოს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ოთახის პალიტრა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. გარდა პალიტრისა, გადამწყვეტ როლს თამაშობს განათება, პირადი უპირატესობები, წყობა და დღის რეჟიმიც კი.

არსებობს რამდენიმე ფერი, რომელიც დიდი ალბათობით დილიდანვე გაგიფუჭებთ განწყობას და ასევე ხელს შეგიშლით საღამოს მოდუნებასა და ჩაძინებაში. იმისათვის, რომ თქვენი საძინებელი მაქსიმალურად კომფორტული იყოს თავი აარიდეთ შემდეგ ფერებს:

იისფერი

ეს ინტერიერისთვის ყველაზე საკამათო და რთული ფერია, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მხოლოდ ძალიან მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანმა. იისფერი ორი
კონტრასტული ფერისგან, ლურჯისა და წითლისგანა შედგება. წითელი ფსიქიკას აღაგზნებს, ლურჯი კი ამშვიდებს. სწორედ ამით აიხსნება ამ ფერის ნეგატიური ეფექტი. იისფრის მაგივრად ლურჯი ან ცისფერი ძალიან მოუხდება საძინებელს. ეს ფერი მოდუნებაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით.

თეთრი

თეთრი ფერი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და სკანდინავიური სტილის ინტერიერში უხვადაც გამოიყენება, თუმცა ამ ფერთან მიმართებაში მნიშვნელოვანია როგორი იქნება განათება. სულ თეთრი ინტერიერი უსიცოცხლოდ და საკმაოდ ცივად გამოიყურება. უფრო მეტიც, ცოტა დეპრესიული ფერია და არ ქმნის სიმყუდროვეს. თუ მაინცდამაინც თეთრი ფერი გნებავთ საძინებელში, შეარჩიეთ თეთრი თბილი ელფერით, ასეთი თეთრი ფერებიც არსებობს, მაგალითად რძისფერი, სპილოს ძვლის ფერი და ა.შ. ან გამოიყენეთ თეთრი ფერი სხვა ფერთან კომბინაციაში.


კაშკაშა ყვითელი
კაშკაშა ყვითელი მზესთან ასოცირდება და ისეთ ოთახს უხდება და სჭირდება, სადაც მზის შუქის ნაკლებობა იგრძნობა. თუმცა საძინებელი ის ადგილია, სადაც ჭარბი დღის სინათლის არსებობის საკითხი სადავოა. საერთოდ, ასეთი ტონები ამ ოთახისთვის არ არის მიზანშეწონილი, რადგან ის აღაგზნებს ფსიქიკას და ხელს უშლის ადამიანს დამშვიდებაში. უმჯობესია სახლის ამ ნაწილისთვის შეირჩეს რთული ფერი დაბნელების ეფექტით. ასეთი ფერები უფრო ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება, ასევე მდიდრულად.

შავი

ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ეს ფერი ინტერიერში და მით უმეტეს საძინებლის ინტერიერში ძალიან დრამატულად და ღრმად გამოიყურება. ეს რთული ფერია, რომელსაც შეუძლია ადამიანი დათრგუნოს და დეპრესიაშიც კი ჩააგდოს. გარდა ამისა, შავ ინტერიერს სჭირდება განსაკუთრებული განათება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ სარიტუალო სივრცეს დაემსგავსება. თუ მაინცდამაინც მუქი ფერი გნებავთ, შეგიძლიათ ის ყავისფრით ან ნაცრისფრით ჩაანაცვლოთ.

ღია ბორდოსფერი


ეს წითელთან შედარებით ჩამქრალი ფერია, თუმცა საძინებლისთვის მაინც უღიმღამო და მძიმე ფერია. ისევე, როგორც წითელი, ბორდოსფერიც აღიზიანებს ადამიანის ფსიქიკას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები