რომელი ფერების გამოყენება არ ღირს პატარა საძინებელში

მართლაც რამდენი წესი არსებობს პატარა ზომის საძინებლის დიზაინისთვის. ეს ეხება ფერსაც. ფერი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე.
დავიწყოთ იმით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ზომის არის თუ არა თქვენი საძინებელი, ეს ის ადგილია, სადაც თავი მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგრძნოთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი ფავორიტი ფერი, თუმცა არსებობს რამდენიმე ელფერი, რომელიც საძინებელს უბრალოდ არ ერგება.

სუფთა თეთრი

თითქოს შეზღუდული სივრცე და თეთრი ფერი ერთმანეთისთვის არის შექმნილი, მაგრამ ასე არ არის.
სუფთა თეთრი
ფერი სივრცეს სიცივესა და ზედმეტ სტერილობას ანიჭებს. აღარაფერს ვამბობთ სიმყუდროვეზე. თუ თეთრი შეარჩიეთ, აუცილებლად გადაახალისეთ ის სხვადასხვა აქცენტით.

წითელი


წითელი საძინებელი პოპულარული გადაწყვეტილებაა იმ საძინებლისთვის, რომლის ვნებით გავსებაც გსურთ. რეალურად კი პატარა ზომის წითელი საძინებელი საკმაოდ დამთრგუნველად გამოიყურება. თუ მაინცდამაინც წითელი ფერი გინდათ, შეგიძლიათ ის აქცენტის სახით გამოიყენოთ ერთ კედელზე.

ყვითელი

ყვითელი ფერი შეზღუდული სივრცისთვის ზედმეტად ფხიზელი და ენერგიული ფერია. თუმცა მისი სხვადასხვა ელფერის, მაგალითად მდოგვისფერის გამოყენება შესაძლებელია, ან ყვითელი აქცენტად.


ვარდისფერი

თითქოს მშვიდმა ფერმა პატარა ზომის საძინებელში შეიძლება სენსორული გადატვირთვა გამოიწვიოს. ეს ფერი არც ისე ეფექტურია სივრცეში, რომლის მთავარი ფუნქციაც განტვირთვა და მოსვენებაა.


შავი

შავი ცალსახად ის ფერია, რომელსაც აუცილებლად უნდა აარიდოთ თავი პატარა ზომის საძინებლის მოწყობის დროს. თუ მუქი ფერი გნებავთ, შეგიძლიათ განიხილოთ მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები