ნივთები, რომელთა ჩარჩოში მოთავსებაზეც არასდროს გიფიქრიათ

ეს რჩევები მათთვის არის, ვისაც მობეზრდა ერთფეროვანი პოსტერები, ნახატები და ნაქარგები კედელზე. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ალტერნატიული ვარიანტები, შესაძლოა ცოტა უცნაური, თუმცა საკმაოდ ეფექტური.

შეიძლება,თქვენ მეგობარს ან თქვენც მოგრჩათ რემონტის შემდეგ ლამაზი შპალერის ნაწილი, გაგიკვირდებათ, მაგრამ აბა, სცადეთ მისი შესაფერის ჩარჩოში მოთავსება და შემდეგ კედელზე დაკიდება. გემოვნებით შერჩეული შპალერი და შესაფერისი ადგილი ნამდვილად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას.

ნამდვილად ორიგინალური ვარიანტია კომპაქტური დისკების ყდები, თუმცა საკმაოდ კრეატიული და შთამბეჭდავი, გარკვეულ სტილს მსგავსი დიზაინი ნამდვილად მოუხდება.

ჩვენი მშობლების და ჩვენს ბავშვობაში ძალიან აქტუალური იყოს
მარკების და ღია ბარათების შეგროვება. თუ მსგავსი კოლექცია მოგეპოვებათ და გადაყრა გენანებათ თუმცა არ იცით, რა შეიძლება მოუხერხოთ, სცადეთ და ადგილი ლამაზ ჩარჩოში მიუჩინეთ.

თუ სიახლე გსურთ და ვინტაჟური პოსტერების ძიებაში ხართ, რაღაც განსაკუთრებული დიზაინის შესაქმნელად სანამ მშრალ ხიდს ეწვევით, დედის ან ბებიის კარადას გადაავლეთ თვალი, შესაძლოა ისეთ შარფი, თავსაბურავი აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენს ჩანაფიქრს ხორცს შეასხამს. მოათავსეთ ჩარჩოში და დაკიდეთ კედელზე.

ასევე ძალიან კარგი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ჩარჩოში საყვარელი წიგნის ყდის მოთავსება.

კიდევ უფრო სენსიტიური და კრეატიულია სამზარეულოში დედის ან ბებიის ხელნაწერი ოჯახური რეცეპტის ჩარჩოში მოთავსება.

უცხოური ვალუტა ან ძველი ფული კი მოგზაურებს გაუხალისებს ალბათ ყოველდღიურობას, გაახსენებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას.

და ბოლოს - გობელენი, რომელიც კი მოგწონთ, თუმცა ფიქრობთ, რომ დიდი ხანია გადავიდა მოდიდან. გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ის, რაც ლამაზია, მოდიდან არასდროს გადადის, უბრალოდ, შეგიძლიათ შეუცვალოთ ფორმა, სხვაგვარად წარმოაჩინოთ და ამ სილამაზეს დამატებითი ელფერი და ორიგინალობა მიანიჭოთ. მოათავსეთ გობელენი ჩარჩოში და ისე დაამშვენეთ თქვენი ინტერიერი, გარწმუნებთ, შედეგი თავადაც კი გაგაოცებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები