როგორ ვაქციოთ სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კუთხედ, რომელშიც როგორ საკვების მომზადება გვესიამოვნება, ისე სტუმრების გამასპინძლება? მოდით ვნახოთ ყველაზე მოდური ტრენდები, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია სამზარეულოს მოწყობის დროს.
ყავის კუთხე
დილის არომატული ყავით დაწყებაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?ამიტომ, ვფიქრობთ, ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო სამზარეულოში ყავის ზონის მოწყობა. ამ ადგილას, როგორც წესი, ინახება, ყავა, ყავის აპარატი, ყავის მადუღარა, შაქარი, შესაბამისი ჭურჭელი და ა.შ.
იატაკი პარკეტის ეფექტით
თუ ფიქრობთ, რომ საუბარია ნატურალურ პარკეტზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, ცდებით. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს ისეთი კერამიკული ფილები,
რომელიც ვიზუალურად ძალინ ჰგავს პარკეტს, თუმცა მოსავლელად ბევრად კომფორტული და მარტივია, განსაკუთრებით სამზარეულოს შემთხვევაში.
ნახატები და ხელოვნების ნიმუშები
დიახ, სამზარეულო აღარ წარმოადგენს ღრმად უტილიტარულ ადგილს, ის სახლის გული გახდა და აქედან გამომდინარე ადამიანები სულ უფრო და უფრო ცდილობენ, მაქსიმალურად გაალამაზონ და გააფორმონ სხვადასხვა ნივთით, კედლის თეფშებით, ნახატებით, დეკორატიული აქსესუარებით. ეს სახლის ამ მნიშვნელოვან ადგილს მეტ ორიგინალურობასა და სიმყუდროვეს სძენს.
ნატურალური ფერები
თბილი და ბუნებრივი ფერები ყოველთვის აქტუალურია, თუმცა ამ ეტაპზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის პოპულარობის ზენიტშია. შეუღებავი ხე, სამზარეულოს ხორცისფერი ინვენტარი, ბრინჯაოს და თუჯის ფურნიტურა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფერებისა, რომელიც წელს განსაკუთრებით ტრენდულია.
მწვანე ფერი
მწვანე თავისი 50 ელფერით განსაკუთრებულ ბუნებრიობას, სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ანიჭებს ინტერიერს, განსაკუთრებით სამზარეულოს შემთხვევაში. მთავარია ბუნებრივი ფერი გამოიყენოთ, მაგალითად პიტნის ფერი, ზეთისხილის ფერი და ა.შ.
ხის ზედაპირები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხისფერი წელს პოპულარობის პიკზეა, ამიტომ დიზაინერები გვერდს ვერ აუვლიან ვერც ბუნებრივი ხის მასალებს, განსაკუთრებით კი მისგან დამზადებულ ზედაპირებს.
3დ ფილები
ეს გახლავთ კერამიკული ფილა, რომელსაც აკრავს რამდენიმე ფენა პოლიკარბონატის ფირი. რამდენიმე ფენის წყალობით იქმნება სამგანზომილებიანი გამოსახულების წარმოსახვა. გარდა ამისა, მასალა გამოირჩევა მდგრადობითა და გამძლეობით. ეს მასალა შესანიშნავია სამზარეულოს ე.წ. წინსაფრისთვის.
ბორდოსფერი და ნარინჯისფერი
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფერები ყველა სამზარეულოს და ყველა სტილს არ უხდება, დიზაინერები მაინც ცალსახად აცხადებენ, რომ ეს ორი ფერი 2024 წლის ტრენდია. მით უმეტეს, რომ სულაც არ არის აუცილებელი ამ ფერებში მთელი სამზარეულოს გაფორმება, მხოლოდ ერთი კედელი, აქცენტის სახით, აბსოლუტურად საკმარისი იქნება მოდური ინტერიერის შესაქმნელად.
ეფექტური შპალერი
კიდე ერთი საინტერესო ტენდენცია გახლავთ ნეიტრალური შპალერის შედარებით მკვეთრი დიზაინით ჩანაცვლება. ეს შეიძლება იყოს მკვეთრი ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები, ანიმალისტური პრინტები, შპალერი 3დ ეფექტით და ა.შ. კლასიკური სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფონზე ეს გადაწყვეტილება ნამდვილი მიგნება იქნება.
ბუნებრივი ქვა
მარმარილო დიდი ხანია გამოიყენება სამზარეულოს მოსაპირკეთებლად და მას არც 2024 წელს დაუკარგავს აქტუალობა. მართალია, ტრადიციული ღია ფერის ბუნებრივი ქვა რთულად მოსავლელია, მას ყველა ნაკაწრი ეტყობა, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება ფერად მარმარილოზე გაამახვილოთ. თუ ნატურალური ქვა თქვენთვის ძვირია, შეგიძლიათ ის ხელოვნურით ჩაანაცვლოთ.