როგორ გავანაწილოთ ნივთები ღია თაროებზე, რომ გემოვნებიანი დეკორაცია მივიღოთ


თაროების გაფორმება შესანიშნავი გზაა სახლის ინტერიერის გასაახლებლად. კედელზე მიმაგრებული თუ თავისუფლად მდგარი სტელაჟი იდეალურ საშუალებას იძლევა ლამაზი ზედაპირის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერ ოთხას განაახლებს და დაასრულებს.
ღია თაროები არ არის მხოლოდ პრაქტიკული შესანახი სისტემაა, ეს არის ლამაზი დეკორატიული ელემენტი, რომელიც გთავაზობთ სივრცეს კრეატიული და ელეგანტური მოწყობის შესაქმნელად, ის ასახავს თქვენს გემოვნებას და აღძრავს სასიამოვნო მოგონებებს.
რით უნდა დაიწყოთ გაფორმება?

შეაფასეთ სივრცე. რამდენი თარო გაქვთ და არის თუ არა სხვადასხვა სიმაღლისა და სიგანის? ეს საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ ნივთები, რომელთა განთავსებაც გსურთ თაროებზე, მათი
ფორმისა და ზომის გათვალისწინებით.

შეაგროვეთ ყველა ნივთი, ნამუშევარი, ფოტო და სამახსოვრო ნივთი, რომელთა განთავსებასაც აპირებთ თქვენს თაროებზე. ალბათ ეს იქნება წიგნები, ყუთები, ლარნაკები, ჩარჩოები, დეკორატიული ფირფიტები, ყვავილების ქოთნები. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ ნივთები, რომლებსაც აქვთ მრავალფეროვანი ფორმა, ტექსტურა და ზომა, რათა დიზაინი უფრო საინტერესო გახადოთ.

დაიწყეთ უფრო დიდი ნივთებით, როგორიცაა ჩარჩოში ჩასმული ნამუშევრები ან დიდი წიგნები, რადგან ისინი კარნახობენ ზედაპირის სტრუქტურას. დაალაგეთ ისინი სხვადასხვა თაროებზე შემთხვევითი თანმიმდევრობის პრინციპით.

დიდი ნივთების შემდეგ დაიწყეთ პატარა ნივთების დალაგება. დაიმახსოვრეთ, თქვენი თაროს დანიშნულება არის გამოფენა და არა მხოლოდ შენახვა, ასე რომ ნუ გადატვირთავთ მას ძალიან.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს თაროების დალაგების მკაცრი წესები, არსებობს რამდენიმე ძირითადი იდეა და დიზაინის პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თაროები გამორჩეული და ელეგანტური გახადოთ.
წიგნები სადმე უნდა ინახებოდეს, მათ შორის, თაროებზე. წიგნები იდეალური ვარიანტია თაროებისთის სიმაღლისა და სტრუქტურის დასამატებლად. წიგნები შეიძლება განლაგდეს ტრადიციულად ან პატარ-პატარა დასტებად, რის შედეგადაც ზედა ნაწილში დარჩება ადგილი პატარა სუვენირებისთვის.

ბოლოს დაალაგეთ პატარა ხელოვნების ნიმუშები და დეკორატიული ნივთები სხვადასხვა სიმაღლეზე, რათა დაასრულოთ თაროების დიზაინი.
არსებობს ერთი ოქროს წესი, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ლარნაკების ან დეკორატიული ნივთების თაროებზე ან სტელაჟებზე განლაგებისას იყენებენ - კენტი რიცხვების თეორია. შეეცადეთ დააჯგუფოთ ნივთები სამ-სამად ან ხუთ - ხუთად. კენტი რიცხვი ბევრად უფრო სასიამოვნოა თვალისთვის.

მაგალითად, მოათავსეთ ერთმანეთის გვერდით სამი ლარნაკი, ნახატი ან ყვავილების ქოთანი, უბრალოდ, ეს ნივთები უნდა იყოს ერთნაირი ფორმისა და ზომის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეესაბამებოდეს ერთმანეთს სტილით და ფერით.
თაროების და სტელაჟების გასაფორმებლად ნივთების შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის ნახატებს, ლარნაკებსა და სუვენირებს. უფრო დიდი ნივთის დაჯგუფება საშუალოსა და პატარასთან ერთად ინტერიერს უნიკალურობას შემატებს.
თუ თქვენ ხართ თიხის, ფაიფურის, ქვის, მინისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული ჭურჭლის კოლექციონერი, თაროები შესანიშნავი ადგილია მათ გამოსფენად.


მრავალფეროვანი და საინტერესო დეკორაციისთვის, დაალაგეთ ჭურჭელი შემთხვევითი თანმიმდევრობით, მოერიდეთ დიდი რაოდენობით წვრილ დეტალებს, კონცენტრირდით უფრო სტრუქტურასა და კომპოზიციაზე.
ნივთების დაჯგუფება ფერთა პალიტრის მიხედვით კარგი გზაა თქვენი თაროების გასალამაზებლად. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ის არ გამოიყურებოდეს ძალიან მოსაწყენად. თქვენ შეგიძლიათ დააჯგუფოთ ნივთები ფერის, დეკორატიული სტილის ან მასალის მიხედვით, მაგრამ დარწმუნდით, რომ საბოლოო ეს ყველაფერი გამოიყურება შეკრულად. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ სიმეტრიამ და მოერიდეთ ერთი ფერის ძალიან ბევრ ნივთს.




ზოგიერთი დიზაინერი მცენარეებს თაროების დეკორაციის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს, რადგან ისინი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებიან, გარდა ამისა, ქოთნის ყვავილები ინტერიერს განსაკუთრებულ სირბილესა და ჰაეროვნებას ანიჭებს.
სუკულენტებს აქვთ არქიტექტურული სტილი და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, ამიტომ ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს ხარვეზების შესავსებად. ღია თაროებზე მცენარეები არბილებს მკაცრ ინტერიერს და მას ფერს და სიცოცხლეს მატებს და უნარჩუნებს.
თაროების გაფორმება საოჯახო ფოტოებით შესანიშნავი საშუალებაა ბედნიერი მოგონებების დასაბრუნებლად. კედელზე სრულყოფილი ფოტო კომპოზიციის შექმნა გაცილებით რთულია, ასევე დაგჭირდებათ ჩაქუჩი და ლურსმნები. თაროებზე და სტელაჟებზე კი შეგიძლიათ განათავსოთ ჩარჩოები თქვენი შეხედულებისამებრ და და დროდადრო შეუცვალოთ მათ ადგილები. ვიწრო თაროებზე ფოტოები შესანიშნავი გზაა გალერეის ეფექტის შესაქმნელად.




სტელაჟი ოთახში უამრავ შესანახ ადგილს გვთავაზობს, მაგრამ წიგნებსი და საგნების დიდი რაოდენობა ქმნის ქაოსს. თაროზე ხელოვნების ნიმუში ნივთებს შორის შესანიშნავი საშუალებაა ვიზუალური სიმშვიდის შესაქმნელად. ნახატები ასევე დაგვეხმარება ნაკლებად დეკორატიული ნივთების დამალვაში, როგორიცაა კაბელები ან ელექტრო მოწყობილობები.
გახსოვდეთ, რომ ხელოვნების ნიმუშები ყოველთვის არ საჭიროებს ცენტრში განთავსება; ის შეიძლება განთავსდეს წიგნების და სუვენირების გვერდით, თაროების ნებისმიერ ნაწილში.




გაუძლეთ ცდუნებას, რომ ყველაფერი თაროებზე დადოთ. ღია თაროების დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სივრცე, რომელსაც ცარიელს ტოვებთ, ისევე როგორც სივრცე, რომელსაც ავსებთ. მარტივი სილუეტების მქონე ნივთების დაჯგუფება პატარ ჯგუფებად და მონოქრომული პალიტრა დაგეხმარებათ მშვიდი ატმოსფეროს შექმნასა და თითოეული ნივთის სილამაზესა და სიმარტივის ხაზგასმაში.
ინტერიერის დიზაინერები ერთხმად აღიარებენ, რომ თაროები წიგნების გარეშე არ არსებობს. სხვადასხვა ფერები, ტექსტურები და პრინტები თქვენს ყდაზე შეგიქმნით თვალისმომჭრელ ეფექტს - უბრალოდ დააჯგუფეთ ისინი ფერის მიხედვით, რათა შექმნათ თვალისმომჭრელი ცისარტყელას ეფექტი.




თაროების უკანა კედლის დიზაინი მოულოდნელი და ორიგინალური გზაა თქვენი კოლექციის ხაზგასასმელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნივთები მსუბუქი და სკულპტურულია. შექმენით კონტრასტული ფონები თაროებისთვის. ისინი შეიძლება დამზადდეს ქსოვილისგან, გეომეტრიული ან განმეორებადი ნიმუშის შპალერით, ან შეღებვით სადა და სხვადასხვა ფერებში - ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზე.
თუ თქვენ ირჩევთ ფონს თქვენი თაროებისთვის, ის უნდა განსხვავდებოდეს ოთახის ფონისგან.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები