ფარდები ინტერიერის საერთო ფერზე მუქი უნდა იყოს - როგორ შევურჩიოთ ინტერიერს მისი შესაფერისი ფარდის ფერი


გსურთ მისაღებ ოთახში ფარდები შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თავად კი ამ ოთახში ყოფნა გსიამოვნებდეთ? ფარდებისთვის ქსოვილის არჩევისას შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ინტერიერის ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც  დღეს გაჩვენებთ. ისინი ხომ სივრცის უმეტეს ნაწილს იკავებენ და არეგულირებენ ბუნებრივი სინათლის ნაკადს.
როდესაც ვირჩევთ მისაღები ოთახის ფერთა გამას, ვფიქრობთ ამ ოთახში არსებულ მთავარ ობიექტებზე: რა ფერის იქნება დივანი, რა ფერის იქნება კედლები, ხალიჩა? როგორც წესი, ფარდებს ბოლოს ვკიდებთ ხოლმე. თუმცა, ქსოვილის არჩევა არც ისე ადვილია და თუ ფერს სწორად ვერ გათვლით, შესაძლოა ოთახის მთლიანი იერსახე დაირღვეს.

წითელი
ფერი ინტერიერში ძალიან საფრთხილოა. თუ არ ცდილობთ მდიდრული, კლასიკური სტილის შექმნას, ამ ფერს არ გირჩევთ. წითელი ფერი ასოცირდება თეატრის ფარდასთან, საშობაო არდადეგებთან, პომპეზური სასტუმროებთან ან უძველეს ციხე-სიმაგრეებთან. ეს ფერი არ არის შესაფერისი ლაკონური ინტერიერის მქონე თანამედროვე ბინისთვის. ის სადღაც წარსულში დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი მრავალმხრივი ფერია და ნებისმიერ სივრცეს უხდება, დიზაინერები იშვიათად ირჩევენ სუფთა თეთრ ფერებს. თეთრი შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან მკაცრად და ცივად, განსაკუთრებით თუ თბილი ნეიტრალური ტონები არ არის გამოყენებული. თეთრის ნაცვლად ყოველთვის უფრო ადვილია ისეთი ფერის არჩევა, რომელიც ჰარმონიულად შეესაბამება დანარჩენ ატმოსფეროს.

თუ გსურთ თქვენი ფარდები ნეიტრალური ფერის იყოს, აირჩიეთ რაიმე უფრო თბილი და რბილი ფერი, მაგალითად, ხორცისფერი, ეს ძალიან მომგებიანი ვარიანტია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ფარდები საერთო ინეტრიერზე მუქი უნდა იყოს.

ნებისმიერი მუქი ფარდა შთანთქავს ოთახში შემოსულ შუქს და მყისიერად ცვლის ინტერიერს. თუ მუქი ფერის ფარდები უხდება თქვენს სივრცეს, უმჯობესია აირჩიოთ ქსოვილი, რომელიც სინათლეს ატარებს, რათა ძალიან არ დაამძიმოს გარემო.
ფარდები შეიძლება კედლებზე ოდნავ მუქი ან ღია ფერის იყოს. ეს დეკორაციის უმარტივესი გზა, მაგრამ დააკვირდით, რომ ინტერიერი ერთფეროვნად არ იქცეს.

დიზაინერების აზრით, მისაღებ ოთახში ფარდების საუკეთესო ფერი კედლების მსგავსია, თუმცა რამდენიმე ტონით მუქი უნდა იყოს.
თუ გსურთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ტონი შპალერის პრინტიდან, უბრალოდ არა მთავარი და არა ყველაზე აქტიური.
ფარდების ფერი შეიძლება ავეჯის კონტრასტულ ნაწილს შეესაბამებოდეს: სავარძლებს, დივანს, ხალიჩას, ჭაღს ან რაიმე სხვა აქსესუარს.
უპირატესობა მიანიჭეთ თბილ და ნეიტრალურ ფერებს, ეს ყოველთვის უსაფრთხო არჩევანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები