ყველაზე მდიდარი შეიხები

სიტყვა "შეიხი" აღმოსავლურ ზღაპრებს გვახსენებს, შეიხების ცხოვრება კი მართლაც ზღაპრულია. ტრადიციები, საოჯახო კავშირები, სილამაზე და უთვლელი სიმდიდრე. წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარ შეიხებს.

შეიხ ხალიფ ბენ ზაიდალ ნახაიანი
18 მლრდ
18 მლრდ რა მოსატანია, იმ კაპიტალთან, რასაც შეიხი განაგებს. მისი მთლიანი ქონება 150 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ხოლო, საინვესტიციო ფონდის კაპიტალდაბანდება 875 მილიარდს შეადგენს.

Елизавета II, шейх Халифа бен Заид Аль Нахайян и принц Филипп


ალ ნახაიანი აბუ-დაბის ემირი და გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტია. სამშობლოში უყვართ და აფასებენ. მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი მისი სახელობისაა.

ხამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი
18 მლრდ
დუბაის სამეფო ტახტის 34 წლის მემკვიდრე

პრინც ჰარიზე არანაკლებ პოპულარული პერსონაა. მდიდარია, ბევრს მოგზაურობს, ინსტაგრამ-ში ფოტოებს აქვეყნებს, ქველმოქმედია, აუტიზმის ცენტრს ეხმარება.
შეიხი ექსტრემალია. ხან სიმაღლიდან ხტება, ხან დაფრინავს, ხან ბოლიდს მართავს. ყველაზე მეტ წარმატებას აზიურ ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია, სადაც, საცხენოსნი სპორტში ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 


შეიხი მოჰამედ ჰუსეინ ალი ალ-ამუდი
14,1 მლრდ
სამეფო ოჯახში დაბადებით კი არა, დამსახურებითა და სიმდიდრით მიიღო შეიხის ტიტული. საუდის არაბეთსა და ეთიოპიაში ცხოვრობს. ქვეყანაში სიმდიდრით მეორე ადამიანია. ფული ნავთობმა და მეურნეობამ მოუტანა. მოჰყავს ყველაფერი _ ხილითა და ბოსტნეულით დაწყებული და ყავით დამთავრებული. ჩაით ამარაგებს ლიპტონს, ხოლო ყავით სტარბაქსს. აქვს სასტუმროებისა და საავადმყოფოების ქსელი. მარტივი პირადი ცხოვრება აქვს: დაქორწინებულია, შვილები არ ჰყავს.

Шейх Мохаммед Хусейн Али аль-Амуди


შეიხ მანსურბ ბინ ზაიედ ალ-ნახაიანი
4,9 მლრდ
46 წლის მოღიმარი შეიხი შეიხ ხალიფის ძმაა. ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია. ამასთანავე, აბუ-დაბის ნავთობკომპანიას ხელმძღვანელობს. უყვარს სპორტი და არ ენანება ინვესტიცია მის გასავითარებლად სამშობლოში: ფეხბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის გუნდების სპონსორია. ბრიტანეთში მანჩესტერი-სითის მფლობელია. ფინანსებს დაუნანებლად გასცემს, ფული კი ულევი აქვს.

Шейх Мансур бин Зайед аль-Нахайян

შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი
4,5 მლრდ
ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ემირატები საზოგადოებრივ, კულტურულ სამოთხედ აქციოს. მისი შექმნილია, ავიაკომპანია Emirates, ტურისტული ჰოლდინგი Jumeirah Group და უამრავი ტრანსნაციონალური პროექტი. სასტუმრო ბურჯ-ჰალიფაც მისი იდეაა. ერთობა ცხენოსნობით, მის მფლობელობაშია უზარმაზარი იახტა "დუბაი". ცხოვრებით ტკბობა საკუთარი შვილისგან ისწავლა, რომელზეც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ. ჰამდანი მამაზე გაცილებით მდიდარია, მაგრამ ოჯახის ფული ვის გაუყვია?..

Шейх Мохаммед бин Рашид аль-Мактум

 

Шейх Мохаммед бин Рашид аль-Мактум и Елизавета II

არაბ შეიხთა ზღაპრული სასახლეები - ფოტოები მათი საცხოვრებელი ოთახებიდან

კომენტარები

ევა 2017-03-20 23:54
ალ-მაკტუმები ყველაზე მაგარი ოჯახია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები