ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?
- ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს
რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში
- ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?
- ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.
- ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს ეს არ არის მისაღები?
- შეიძლება იყიდოს, რაიმე აკრძალვა არ არსებობს.
- თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?
- ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.
- თუკი სახლში მიტანილ ნაკურთხ ბზას რტოები მოტყდა და ფოთლები ჩამოცვიცდა, ეს ცოდვად ითვლება?
- განგებ რაც არ კეთდება და მოუფრთხილებლობით, ცოდვაში არ გვეთვლება.
- ვისაც სახლში ძველი, გამხმარი ბზა აქვს იმას რა გზა უნდა მიუჩინონ?
- სუფთა ადგილას დაწვან ან დამარხონ.
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები