დედის და ბებიის კერძებით შექმნილი ბიზნესი - ყველაზე დიდი ქართული რესტორნების მფლობელი ისრაელში

ისრაელში ყველაზე დიდი ქართული რესტორნის მფლობელი მიკ მარელი ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ქართული ტრადიციებით გაიზარდა. ჭლების წინ თელ-ავივის ცენტრში საკუთარი რესტორანი "სუფრა" გახსნა. სტუმრებს იმ ქართულ კერძებს სთავაზობდა, რომლებსაც მისი დედა და ბებია შინ ამზადებდნენ.
რესტორანი "სუფრა." ყველაზე დიდი რესტორანი იყო თელ-ავივის ცენტრში სტუმრებს ქართული რეცეპტით მომზადებული ხორცისა და რძის ნაწარმის კერძები განსაკუთრებით მოსწონდათ.. რესტორანში ქართული ფოლკლორული ჯგუფიც ჰყავდათ. ცეკვის ანსამბლს თამაზ ციციაშვილი ხელმძღვანელობდა... თავად მიკ მარელიც მღეროდა ყოველ კვირა საღამოს და თავის შოუს წარმოადგენდა. მას ხშირად გორან ბრეგოვიჩსაც ადარებენ.

რესტორანში მხოლოდ ქართული სიმღერები ისმოდა და ხალხიც მოხიბლული იყო. რესტორანი "სუფრა" ყველაზე პოპულარული ადგილია თელ-ავივში. მისმა მფლობელმა კი ცოტა ხნის წინ მეორე ქართული რესტორანი გახსნა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.

- ისრაელში დავიბადე, მაგრამ ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მეამაყება, რომ ნაწილობრივ ქართველი ვარ. ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ახლად ჩამოსულ ქართველებთან, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს და ძალიან გახარებული ვარ. ჩემ რესტორნებში ქართველი მომღერლები და მზარეულები მყავს... საქართველოდან ძალიან ბევრი მეკონტაქტება სოციალური ქსელების მეშვეობით, მათ სურვილი აქვთ გამიცნონ! ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე და გავიცნო ყველა, ვისაც სურვილი აქვს ჩემი გაცნობის. მე ყველა მიყვარხართ ქართველებო!

- როგორც ვიცი ქართული რესტორანი კიდევ გახსენით...
- დიახ! რესტორანი გავხსენი ერთი წლის წინ ჩემს მეუღლესთან ერთად. რესტორანს ქვია "ტაშ ტაშ" და მდებარეობს იაფოსში. იაფო თელ ავივთან ახლოს. ძალიან ჰგავს თბილისურ შარდენს...

 


- ქართული კერძები პოპულარობით სარგებლობს?
- ძალიან ბევრი ებრაელია საქართველოში ნამყოფი და იციან ქართული გემო. ყველაზე პოპულარული აქ ხინკალი და ხაჭაპურია, მაგრამ გვაქვს მრავალი ქართული კერძი - ხაშლამა, ოსტრი, მწვადები და ფხალეულის ასორტი... კიდევ გვაქს 15 სახის ხაჭაპური. ღამდენიმე ხაჭაპური ჩემი საკუთარი იდეა გახლავთ.
სამზარეულოში ქართველი შეფ-მზარეულები საქმიანობენ. ქალბატონი - ლია გელაშვილი თბილისიდან და - თამუნა სირბილაძე ქუთაისიდან. ქართული ჯგუფი "რერო" და ქართული ცეკვის ანსამბლი "ციციაშვილი" კვირაში ორჯერ სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ... მე ყოველ ოთხშაბათს ვმღერი. ვგრძნობ, ყოველ დღე როგორ იზრდება ხალხის ნაკადი და როგორ მოსწონთ ქართული კერძების მრავალფეროვნება თუ ჩვენთან ერთად გართობა.

 

- საქართველოს როდის ეწვევით?
- საქართველოს როგორც ტურისტი ვსტუმრობ... აქამდე არავის მივუწვევივარ ჩემს ჯგუფთან ერთად... ვიცი, რომ ბევრი ადამიანი უკვე მიცნობს საქართველოში და მოხარული ვიქნები, ყველა მათგანს თუ პირადად გავიცნობ!

 

- გეამაყებათ, როცა ბრეგოვიჩს გადარებენ?
- რასაკვირველია, სასიამოვნოა. იგი ძალიან ძლიერი მუსიკოსია, ერთად გვაქვს კონცერტი ივნისში... თუმცა ის უფრო ტრადიციციულ მუსიკას ქმნის და მე - მოდერნს. მე ტრადიციულ ისტრუმენტს "ქლაბურ საუნდებს" ვამატებ... ვმღეროდი აჭარულს, რაჭულს და სხვებს... ეხლა ვწერ მეგობრებთან ერთად ორიგინალურ სიმღერებს ქართულად! შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემი ახალი სიმღერები იუთუბზე: "გოგნი გოგნი გოგო", "ჩემო გენაცვალე", "მოდი მოდი", "გადარეული"...

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები