ამ ქანდაკებას მთელი მსოფლიო იცნობს - მისი ისტორია შეგძრავთ!

რითი შეუძლია დიდებულ რომს ტურისტების გაოცება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაგახსენდებათ კოლიზეუმი, სიქსტის კაპელა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საოცარი ქმნილება, რომლის დანახვაზეც სუნთქვა შეგეკვრებათ. ეს გახლავთ მწუხარების ანგელოზი.



ამ ქანდაკების დანახვისას ადამიანი თითქმის ფიზიკურად განიცდის იმ მწუხარებას, რომლის გადმოცემასაც ავტორი ცდილობდა.



ამ ქანდაკების ისტორია ძალიან საინტერესოა. მწუხარების ანგელოზი პროტესტანტულ სასაფლაოზე 1894 წელს გამოჩნდა. ის ცოლ-ქმრის, უილიამ და ემელინ სტორის საფლავზეა აღმართული. ქანდაკება კი ქმრის ნახელავია, რომელიც ცოლის გარდაცვალების გამო უზომოდ გახლდათ დამწუხრებული.



უილიამ სტორი ცნობილი ამერიკელი მოქანდაკე და პოეტი

გახლდათ. 1850 წლიდან საყვარელ მეუღლესთან ერთად რომში ცხოვრობდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ქმარმა მას ეს ქანდაკება მიუძღვნა, რომელშიც გაერთიანებულია არაადამიანური მწუხარება და ტკივილი.



მარტოდ დარჩენილმა ქმარმა ვერ გაუძლო დარდს და მალე თავადაც გარდაიცვალა. მისი ნამუშევარი კი უკვდავ შედევრად იქცა, რომელიც საოცარი სიყვარულისა და მწუხარების სიმბოლოა.

კომენტარები

––––– 2017-04-24 10:38
adamiani-ს
აბა, აბა! არ თქვა, არ თქვა!
adamiani 2017-04-15 13:50
შოკში ვარ! ეს რა "ორიგინალური" და "სულისშემძვრელი" ისტორიაა...
ქანდაკება მართლაც კარგია..... )))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები