ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ხალხს მუზეუმებით, ნაციონალური დღესასწაულებით (მეფის ან დედოფლის დღე, როცა ქალაქი ნარინჯისფერია და მოსახლეობა მთვრალი), მოტივტივე სახლებით, სკვერებით, წიგნის მაღაზიებით, ხიდებით, ტიტებით, ლეგალური პროსტიტუციით და ა.შ. ამ უამრავ მიზეზს ქართველებისთვის ერთიც მიემატა: მსოფლიოში წარმატებულმა ქართველმა მუსიკოსმა ლევან ცხადაძემ ამსტერდამში ქართული რესტორანი "ბატონი ხინკალი" გახსნა...
ლევან ცხადაძე ქართული რესტორნის შესახებ ამსტერდამიდან გვესაუბრა...
- როდის გახსენით ჰოლანდიაში ქართული რესტორანი?
- 4 მარტს… შარშან ოქტომბრიდან მარტამდე უფრო პატარა რესტორანი გვქონდა, საცდელად.
- ადგილი რის მიხედვით შეარჩიეთ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ამსტერდამი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქალაქია,
- ალბათ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველებისთვის ეს რესტორანი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია...
- ქართველები ჰოლანდიაში დიდი სიმრავლით არ გამოირჩევიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი რეგულარულად გვსტუმრობენ… მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდანაც.
- რამდენად ხშირად სტუმრობენ რესტორანს უცხოელები?
- ძირითადად ახალგაზრდა ჰოლანდიელები და ჩვენი რესტორნის გარშემო მცხოვრები ხალხი გვსტუმრობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ უცხოელები და არა ისინი.
- მოსწონთ ხინკალი?
- ხინკალი ყველას მოწონს!
- პირველად აგემოვნებენ, თუ უმეტესობამ იცის?
- ბევრმა იცის, რადგანაც უკვე ნამყოფია საქართველოში... ვინც არ იცის ყველას ვუხსნით.
- ქართველები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ამ რესტორანში? ალბათ ბევრი ემოციური მომენტის მომსწრეც გამხდარხართ...
- ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც მოსქელო, გაბღენძილი, შუა ხნის ქართველი მამაკაცი ორი წუთით შემოვიდა თავის ნაცნობების სანახავად, აიღო ხელში ხინკალი, ჩაკბიჩა და მთელი წვენი ძირს დაასხა... საბედნიეროდ, მეტი აღარ განმეორებულა…
- გარდა ხინკლისა, სხვა ქართულ კერძებსაც სთავაზობთ სტუმრებს?
- დიახ… სპეციალურად პატარა მენიუ არის – ხინკალი-ხორცი, ყველი, სოკო, ფხალეული, აჭარული ხაჭაპური… შაბათ-კვირას ვამატებთ რაღაცეებს…
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები