კაცობრიობამ თითქოს სრულიად შეიმეცნა ხელოვნება სხვადასხვა ფორმითა თუ სახით, ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით ვინმეს რამით გაკვირვება ცოტა რთულია, თუმცა ამ მხატვარმა ეს მოახერხა, დიახ, მან სამყარო გააოცა!
ეს ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის თოჯინებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილ, ცოცხალ ადამიანებს. ამ თოჯინებმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.
ყველაფერი კი იწყება ჩვეულებრივი ნახატით, რომელზეც გამოსახულია თოჯინის სახის ნაკვთები, მისის ხასიათი და ინდივიდუალიზმი.
სპეცილაური ტექნოლოგიის მეშვეობით თოჯინებს აქვთ უნარი მიიღონ ნებისმიერი პოზა, ისევე როგორც ამას ნამდვილი ადამიანები ახერხებენ.
მხატვარ მიხაილ ზაიკოვის სახელოსნო საშინელებათა ფილმის
განსაკუთრებულ ყურადღებას ოსტატი თოჯინის სახეს ანიჭებს. ამ ფოტოზე ის ბევრით არაფრით განსხვავდება სხვა თოჯინების სახისგან, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თოჯინის სახისთვის ფერის შერჩევას, ეს სწორედ ის ელემენტია, რომელიც ამ ქმნილებებს ნამდვილი ადამიანის იერ-სახეს ანიჭებს.
ხელის კარკასი მავთულისაგან არის დამზადებული, მტევანი და სხეულის სხვა ნაწილები კი თიხისგან.
ახლა ისღა დაგვრჩენია, თოჯინას პარიკი მოვარგოთ და თვალები დავუხატოთ. საბოლოოდ მივიღებთ თითქმის ნამდვილ გოგონას.
ტანსაცმელს მხატვარი საკუთარი ხელით კერავს და საამისოდ აბრეშუმს, ბატისტს და მაქმანებს იყენებს, ფეხსაცმელები კი სუფთა ტყავისგან გახლავთ დამზადებული.
ტანსაცმელი ძირითადად მე-20 საუკუნის მოდის სტილშია გადაწყვეტილი.
ეს კი თავად მხატვარი გახლავთ საკუთარ ნამუშევრებთან ერთად.
თოჯინის ყოველი დეტალი წინასწარ საგულდაგულოდ არის გათვლილი.
ეს მიხაილ ზაიკოვის საუკეთესო ნამუშევრებია.
კომენტარები