აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მრავალ უნიკალური ექსპონატს ინახავს… ჩვენი ყურადღება ამჯერად ჭადრაკმა და იშვიათმა ჭურჭელმა მიიპყრო. ეს ჭადრაკი ერთ-ერთი უძვირფასესია საქართველოში, გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ქვა ასი ათას დოლარად არის შეფასებული…
მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი - ნანა ქორიძე ჭადრაკსა და ჭურჭელზე დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.
ეს მუზეუმში 1974 წლიდან არის. აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან გადაეცა. ეს ჭადრაკი აღმოსავლური, უნიკალური ნაკეთობაა (სავარაუდოდ ჩინური). სპილოს ძვლისაგან გამოთლილი 32 ცალი ფიგურა ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ფერითა და ზომით.
ორ ფერშია - თეთრი და ყავისფერი. არც ერთი ფიგურა არ მეორდება, განსხვავდებიან
ჩვენი ინფორმაციით ჭადრაკის მეპატრონე იყო ებრაელი საქართველოდან, მცხოვრები აფხაზეთში (გაგრა), რომელიც 1970-იან წლებში გადავიდა ისრაელში საცხოვრებლად. ჭადრაკი შეძენილია ლენინგრადში, შემთხვევით, ბაზრობაზე.
2007 წელს მუზეუმს სტუმრობდა ჭადრაკის ყოფილი მეპატრონის ქალიშვილი, რომელიც მამის თხოვნით მოვიდა, მოინახულა ჭადრაკი, რათა დარწმუნებულიყო მუზეუმში ნამდვილად ინახებოდა თუ არა და მისივე ინფორმაციით, ჭადრაკი 400 წლის წინ უნდა ყოფილიყო დამზადებული.
დავით გურგენიძის წიგნში ”ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” წერია, რომ თითო ქვა ასი ათას ლარად არის შეფასებული, ჭადრაკის მთლიანი ღირებულება კი 3 მილიონ ორასი ათასი ლარი გამოდის.
მუზეუმში დაცული ლარნაკები ასევე განსაკუთრებულია. უმთავრესად არის ფაიფურის ნაკეთობები, გერმანიიდა, ჩეხეთიდან, რუსეთიდან და XX საუკუნით თარიღდება.
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები