აზიური ფაროსანას შესახებ უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. ბოლო დღეებში მას უკვე თბილისშიც ნახულობენ და ზოგიერთები პანიკამაც კი მოიცვა. თუმცა თუ გარკვეულ წესებს გავითვალისწინებთ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს მივყვებით, საქმე არც ისე ცუდად იქნება.
პირველ რიგში, ვინც არ იცის, მას შევახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. გამოსაზამთრებლად კი საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე. კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ახლა სწორედ ეს პერიოდია - ფაროსანა გამოსაზამთრებელ ადგილებს ეძებს და თუ შემთხვევით აღმოაჩენთ, მაშინვე უნდა შეუდგეთ ბრძოლას.
რეკომენდაციები:
1. ხშირად დაათვალიერეთ სახლის კუთხეები და ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება მწერი ”დაბანაკდეს” და გამრავლდეს.
2. სანამ თოკებზე გაფენილ გამშრალ სარეცხს ჩამოხსნით და შინ შემოიტანთ, კარგად დაფერთხეთ და დაათვალიერეთ - სადმე ფაროსანა არ იყოს დასკუპებული.
3. უნდა დაამზადოთ მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ მოთავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად (დამზადება იხილეთ ვიდეოგაკვეთილში, სტატიის მთავარ ფოტოზე დაწკაპუნებით).
4. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა ასევე სხვადასხვა მეთოდით - მაგალითად, მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.
5. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, დარეკეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც მუდამ მზად არიან თქვენს მოსასმენად და დასახმარებლად: 1501.
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით

კომენტარები