აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი შემობრძანდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისთვის სასურველი მასპინძლები ვიყოთ და ღირსეულად დავხვდეთ წლის ყველაზე სიმბოლურ და სასურველ სტუმარს.
როგორი აქსესუარებია ტრენდული მსოფლიოში საახალწლოდ? როგორი ფორმის, ზომის, ფერის და რომელი მასალით დამზადებული სათამაშოები გამოვიყენოთ ნაძვის ხის მოსართავად. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ფერის ნაძვის ხეზე შევაჩეროთ არჩევანი.
თუ ნაძვი თეთრია, მაშინ მისი ნათელი ტოტების ფონზე ლამაზად გამოჩნდება წითელი, ოქროსფერი და ცისფერი სათამაშოები. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ და აღიარებულ მწვანე ნაძვის ხეს, ამ მხრივ
უნდა ითქვას, რომ ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან ყვითელი ძაღლის წელიწადს თურმე უპირატესობა ოქროსფერ, ყვითელ, ქარვისფერ, ყავისფერ, წითელ, მდოგვისფერსა და ფორთოხლისფერ სათამაშოებს ენიჭება. უმჯობესია ამ წელს თავი ავარიდოთ ისეთ ცივ ფერებს, როგორებიცაა: ცისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი. თუ მაინცდამაინც ამ ფერების მიმართ პირადი სიმპათიები გაგაჩნიათ, მცირე რაოდენობით შემოიფარგლეთ. ასევე შეგვიძლია რამდენიმე ფერის კომბინაციაც, მაგალითად, ყვითელი და ოქროსფერი, წითელი და თეთრი, ოქროსფერი და ყავისფერი.
რაც შეეხება საახალწლო აქსესუარებს, 2018 წლისთვის საუკეთესო და მოდურ ტრენდად ითვლება, თუ ისინი ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული. მაგალითად, ხის, ტყავის, ჩალის მასალისგან. წელს რეკომენდებულია ასევე სხვადასახვა ზომისა და ფორმის მინის ბურთების, ხრახნიანი და ხილის ფორმის სათამაშოების გამოყენებაც.
ფენ-შუის თანახმად, გარდა იმისა, რომ ვიცოდეთ, რა ფერის და რა ზომის სათამაშოები შევარჩიოთ, ასევე უნდა განვსაზღვროთ ნაძვის ხის ადგილი სახლში, თუ სად შეიძლება დავდგათ იგი. აღმოსავლური სწავლების მიხედვით, ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ნაძვის ხე ოთახის სამხრეთ ნაწილში უნდა განვათავსოთ.
როგორც უკვე ვახსენეთ, ყვითელი ძაღლი უპირატესობას ანიჭებს ნატურალური მასალისგან დამზადებულ ნაკეთობებს. ამიტომ, ხისგან, მშრალი ტოტებისგან გაკეთებული გვირგვინები და ჩალის მასალისგან დამზადებული თოჯინები ნამდვილად ორიგინალურ იერს მიცემს ოთახის ინტერიერს. კარგი იქნება, თუ თავიდან მოვიცილებთ მოძველებულ სათამაშოებს და ნაძვის ხეზე დავკიდებთ საშუალო ზომის ფიგურებს, მცირე რაოდენობით წვიმას და ბრჭყვიალა აქსესუარებს, რათა სახლი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
სათამაშოების ქაოტური განლაგება სულაც არ არის კარგი იდეა. აქედან გამომდინარე, ნაძვის მოსართავად შეგიძლიათ რამდენიმე სტილიდან გააკეთოთ არჩევანი და ის საკუთარ საცხოვრებელ სივრცეს მოარგოთ. მაგალითად, ნაძვის ხის მორთვა სპირალის სტილში გულისხმობს დიდი ზომის მინის ბურთების, ფიგურების _ ქვედა ტოტებზე, პატარა ზომის სათამაშოების კი ზედა ტოტებზე განლაგებას. ასე მორთული ნაძვის ხე ევროპულ სტილში გამოიყურება და ადვილად იპყრობს ყურადღებას. თუ სათამაშოების ზემოდან ქვემოთ განლაგების სტილს შეარჩევთ, ამ შემთხვევაში გირლანდები, წვიმა, ბრჭყვიალა აქსესუარები თანაბრად ნაწილდება ყველა მხარეს და ეს მეთოდი მაშინ არის განსაკუთრებულად კარგი, თუ ხის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება. კარგი იქნება, თუ ამ სტილს შეუხამებთ ოქროსფერ, ყავისფერ ბაფთებს და ატლასის ზონრებს. ხოლო, თუ სათამაშოების წრიული განლაგება გადაწყვიტეთ, მაშინ სხვადსხვა ზომისა და ფორმის სათამაშოები ტოტებში უნდა იყოს ჩაფლული.
გარდა იმისა, რომ საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა ყველაზე სასიამოვნო პროცესია, არსებობს ისეთი სადღესასწაულო დეტალებიც, როგორიცაა თუნდაც ჰოროსკოპის რჩევების გათვალისწინება, რომელსაც ადამიანები არანაკლებ დიდ დროს უთმობენ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყვითელმა ძაღლმა ოჯახში მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერება უნდა შემოიტანოს. ამ წყალობის მოსაპოვებლად კი, თურმე ნაძვის ხეზე უნდა დავკიდოთ მწვანე ზარი, რომლის ჟღარუნიც წარმატებას მოუხმობს.