„მწე­რალ­თა სახ­ლის“ ქრო­ნი­კე­ბი - შენობა, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს...

თუ მა­ჩაბ­ლის ქუ­ჩა­ზე ერ­თხელ მა­ინც გა­გივ­ლი­ათ, აუცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩ­ნევ­დით 13 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე ულა­მა­ზეს შე­ნო­ბას, რო­მე­ლიც ერთ დროს თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეს, ქი­მი­ი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ქარ­ხ­ნუ­ლი კო­ნი­ა­კის პირ­ველ მწარ­მო­ე­ბელს, ცნო­ბილ მე­ცე­ნატ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. ამ შე­ნო­ბას დღეს „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ჰქვია და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ამავ­დ­რო­უ­ლად, სევ­დი­ან ის­ტო­რი­ას ინა­ხავს...

პირ­ვე­ლი მე­პატ­რო­ნე
და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლი 1902 წლამ­დე მა­მის და­ნა­ტო­ვარ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1903-05 წლებ­ში მი­სი დან­გ­რე­ვა და სახ­ლის აშე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, რის­თ­ვი­საც გერ­მა­ნი­ი­დან არ­ქი­ტექ­ტო­რი კარლ ცა­ა­რი ჩა­მო­იყ­ვა­ნა.



ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ქა­ლა­ქუ­რი
ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ძვე­ლი სახ­ლის დან­გ­რე­ვამ­დე, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა დი­დი მეჯ­ლი­სი გა­მარ­თა და ახა­ლი სა­ძირ­კ­ვ­ლის გათხ­რი­სას, მა­შინ­დე­ლი ადა­თის თა­ნახ­მად, მი­წა­ში ერ­თი მუ­ჭა ოქ­რო ჩაფ­ლა. 1905 წლის 3 აპ­რილს, სახ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­ს­ნა. ამა­ვე დღეს, ცოლ-ქმარ­მა ქორ­წი­ნე­ბის 25 წლის იუბი­ლე აღ­ნიშ­ნა. ვერ­ცხ­ლის ქორ­წილს და­ვი­თის მე­გო­ბა­რი, აკა­კი წე­რე­თე­ლიც ეს­წ­რე­ბო­და. მა­თი სახ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მრა­ვალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ შეკ­რე­ბას მას­პინ­ძ­ლობ­და.

ხე­ლოვ­ნუ­რი ქვით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა - მა­ღა­ლი მან­სარ­დით, მო­დერ­ნის სტი­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შია. ფა­სა­დის მო­პირ­კე­თე­ბის დროს უხ­ვა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტალ­ღო­ვა­ნი ფრონ­ტო­ნე­ბი, ნა­ძერ­წი ნი­ჟა­რე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი. არ­ქი­ტექ­ტუ­რის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი თბი­ლი­სუ­რი და ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შერ­წყ­მის ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თია.



სახ­ლის ვე­რან­და მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ფირ­მის “ვი­ლე­როი და ბო­ხის” კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბით. მსგავ­სი ფორ­მი­სა და მო­ხა­ტუ­ლო­ბის ფი­ლე­ბი დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა და მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბის­თ­ვის მზად­დე­ბო­და. იმავე სტი­ლის ფი­ლე­ბი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ კი­ოლ­ნის ტა­ძარ­ში (გერ­მა­ნი­ა), მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რ­ში, აინ­ზი­დელ­ნის სა­ა­ბა­ტო­ში (შვე­ი­ცა­რი­ა).

და­ვით­მა ინ­ჟინ­რე­ბად ალექ­სან­დ­რე ოზე­რო­ვი და კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვი მო­იწ­ვია. ხის აივ­ნე­ბი, კარ-ფან­ჯა­რა, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ფოიე და ჩუ­ქურ­თ­მე­ბი, რომ­ლი­თაც შე­ნო­ბაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, იმ დრო­ი­სათ­ვის ცნო­ბილ ხე­ზე კვე­თის ოს­ტატს, ილია მა­მა­ცაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის.



1921 წლი­დან, სახ­ლ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლ „ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რი”, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს „მწე­რალ­თა კავ­ში­რი” გან­თავ­ს­და. მა­ნამ­დე კი, 1918-21 წლებ­ში, სახ­ლ­ში აკა­კი ხოშ­ტა­რია ცხოვ­რობ­და. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის თხოვ­ნით შე­ი­ძი­ნა შე­ნო­ბა, რომ მე­ცე­ნა­ტის ან­დერ­ძი არ დარ­ღ­ვე­უ­ლი­ყო და სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ცო­ლის­ძ­მას ის აუქ­ცი­ონ­ზე არ გა­ე­ყი­და.

ან­დერ­ძი
ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის ფონ­დებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­უ­ნა­წილ­და. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი, თა­ვის ავე­ჯი­თურთ, ან­დერ­ძით უნ­და გა­დას­ცე­მო­და ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას, მხო­ლოდ ერ­თი პი­რო­ბით - მა­ჩაბ­ლის 13 ნო­მერ­ში უნ­და გახ­ს­ნი­ლი­ყო სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რეა, ან ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ან ორი­ვე ერ­თად. ერ­თი სიტყ­ვით, სახ­ლი ხე­ლო­ვა­ნებს უნ­და გა­დას­ცე­მო­და, რო­მელ­საც ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ. 1921 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის გა­მო, ხოშ­ტა­რი­ას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ მო­უ­წია. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა, ნა­გე­ბო­ბა მწერ­ლებ­სა და ხე­ლო­ვა­ნებს გა­დას­ცა. ეს მა­თი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო, კულ­ტუ­რუ­ლი კე­რა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ და უცხო­ელ ხე­ლო­ვა­ნებს მას­პინ­ძ­ლობ­და.



20-იან წლებ­ში ამ სახლს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს უწო­დებ­დ­ნენ.

„ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე და­არ­სე­ბუ­ლია 1921 წელს, გა­საბ­ჭო­ე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში. მწე­რალ­თა კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის მი­მარ­თ­ვის თა­ნახ­მად, რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დეკ­რე­ტით ყო­ფი­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი, შემ­დეგ აკა­კი ხოშ­ტა­რი­ა­სი, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლედ გა­მო­აცხა­და. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე იმ­ყო­ფე­ბა ივ. მა­ჩაბ­ლის N13-ში. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს გა­ნა­გებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­ში­აც შე­დი­ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა სექ­ცი­ე­ბი­სა“. (1925-1926 წლე­ბის „ცნო­ბა­თა კრე­ბუ­ლი“).



ტრა­გე­დია მწე­რალ­თა სახ­ლ­ში
სა­რა­ჯიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სახ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის ეპი­ცენ­ტ­რი იყო. კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და ამ სახ­ლ­თან არა­ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ა­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი 1936-38 წლე­ბის დი­დი ტე­რო­რია, რო­ცა მწერ­ლებს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის აქ­ვე გა­მარ­თულ კრე­ბებ­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ გა­ნა­ჩე­ნი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბი ყვე­ლა კლასს და სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას შე­ე­ხო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტე­ლი­გენ­ცია და­ზა­რალ­და. რეპ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დ­ნენ: მწე­რა­ლი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, დი­რი­ჟო­რი ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, პო­ე­ტე­ბი - პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე და სხვე­ბი.



ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა, მრა­ვა­ლი წე­ლი გა­და­სახ­ლე­ბებ­სა და ცი­ხე­ებ­ში გა­ა­ტა­რა. პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი უმ­კაც­რე­სად შე­ე­ხო ქარ­თ­ველ ბოლ­შე­ვი­კებ­საც და ბევ­რი მათ­გა­ნი სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს.

ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა­გან პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ებ­მა შე­ი­წი­რა, პო­ე­ტი, მთარ­გ­მ­ნე­ლი და ესე­ის­ტი - პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ.

ეს ტრა­გე­დია მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. იგი საკ­მა­ოდ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე, ნელ-ნე­ლა და თან­და­თა­ნო­ბით მზად­დე­ბო­და. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დის­კუ­სი­ე­ბის გარ­და, რო­მელ­საც „იდე­ო­ლო­გი­უ­რი მავ­ნებ­ლო­ბის“ გა­მო უმარ­თავ­დ­ნენ, პა­ო­ლოს ასე­ვე მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ „ხალ­ხის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბულ მტრებ­თან“ - ჯი­ქი­ას­თან, ლო­მი­ნა­ძეს­თან, ელი­ა­ვას­თან, აღ­ნი­აშ­ვილ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის. ხში­რად იმარ­თე­ბო­და სხდო­მე­ბი, სა­დაც მწე­რალ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უ­მი მსჯე­ლობ­და პო­ე­ტის „მო­ღა­ლა­ტო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე“.



ბრალ­მ­დებ­ლე­ბად იქ­ც­ნენ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ნი, ზიზღ­ნა­რე­ვი აღ­შ­ფო­თე­ბით გმობ­დ­ნენ „ხალ­ხის მტრი­სა და დი­ვერ­სან­ტის“ საქ­ცი­ელს და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უს­ვამ­დ­ნენ სა­კითხს, - თუ მარ­თა­ლი ხარ, დაგ­ვიმ­ტ­კი­ცეო. ასე, ნელ-ნე­ლა მზად­დე­ბო­და სა­ფუძ­ვე­ლი მი­სი ტრა­გე­დი­ი­სათ­ვის. 1937 წლის 22 ივ­ლისს, პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა თა­ვი­სი სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­იკ­ლა თა­ვი მწე­რალ­თა სახ­ლ­ში.

- „ის ნამ­დ­ვი­ლი ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლა, ყვე­ლას გვა­ჯო­ბა“, - უთ­ქ­ვამს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სხვა რომ ვე­ღა­რა­ფე­რი იღო­ნა, მკვდარ პო­ეტს სა­სა­მარ­თ­ლო მა­ინც მო­უწყო.



სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბი­დან:
„1937 წე­ლი­წა­დი. ეს დღე უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვი­ძა­ხეს. სა­ღა­მო ხა­ნია. არცთუ ბევ­რ­ნი ვართ. თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობს კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე დე­მეტ­რა­ძე. აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე უნ­და გა­ირ­კ­ვეს. ბრალ­დე­ბა აქვს ბე­ლი­აშ­ვილს: სადღაც ცუ­დად უხ­სე­ნე­ბია სტა­ლი­ნი. ბე­ლი­აშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია. თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მოს­თხო­ვა, აღი­ა­როს და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და… დარ­ბაზ­ში სი­ჩუ­მეა. მხო­ლოდ ბე­ლი­აშ­ვი­ლის ხმა ის­მის. მე­სა­მე თუ მე­ოთხე რიგ­ში გვერ­დიგ­ვერდ ვზი­ვართ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დ­რე ქუ­თა­თე­ლი და მე. პა­ო­ლო ჩუ­მი ხმით მი­მარ­თავს ქუ­თა­თელს. სი­გა­რეტს სთხოვს. ქუ­თა­თელ­მა მი­ა­წო­და და ეუბ­ნე­ბა: რო­დემ­დე უნ­და იყო ჩემს ხარ­ჯ­ზეო. პა­ო­ლო არა­ფერს პა­სუ­ხობს. პა­პი­როსს მშვი­დად ან­თებს. ბე­ლი­აშ­ვი­ლი ისევ და ისევ უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, მაგ­რამ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე არ ეშ­ვე­ბა და ისევ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ითხოვს, აღი­ა­როს, რა თქვა სტა­ლინ­ზე. ისევ და ისევ ნერ­ვი­უ­ლი, გან­წი­რუ­ლი ხმა ბე­ლი­აშ­ვი­ლისა. ის მო­ითხოვს, გა­მო­აცხა­დოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ვინ არის ის, ვი­საც უთხ­რა. დარ­ბაზ­ში ისევ სი­ჩუ­მეა. მხო­ლოდ დე­მეტ­რა­ძის მოთხოვ­ნა ის­მის და ბე­ლი­აშ­ვი­ლის სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ხმა…

მო­ითხოვს, მთქმე­ლი ამ­ხი­ლოს დე­მეტ­რა­ძემ. პა­ო­ლო ად­გა, კა­რე­ბის­კენ ნე­ლა მი­ე­მარ­თე­ბა და გა­დის. - „აღი­ა­რე“ - მო­ითხოვს დე­მეტ­რა­ძე.

- „რა ვა­ღი­ა­რო, არა­ფე­რი მით­ქ­ვამს და რა ვქნა, რა ბრალ­დე­ბა ავი­ღო ჩემს თავ­ზე!“ - ხმას უმა­ტებს ბე­ლი­აშ­ვი­ლი.

დარ­ბაზ­ში ისევ სი­ჩუ­მეა. ასე გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წუ­თი. უეც­რად თით­ქოს სრო­ლის ხმა ის­მის.…

- ვინ გა­ის­რო­ლა, რა მოხ­და? - ორი­ო­დე წუ­თი და დე­რეფ­ნი­დან კი­ვი­ლი გა­ის­მა. მხო­ლოდ ერ­თი (არ მინ­და ვი­ნა­ო­ბა და­ვა­სა­ხე­ლო) ად­გა და გა­იჭ­რა გა­სას­ვ­ლე­ლი­სა­კენ. ქა­ლის კი­ვი­ლი შეწყ­და. დარ­ბაზ­ში წა­მოდ­გ­ნენ. ის ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­იჭ­რა დარ­ბა­ზი­დან… შეშ­ფო­თე­ბუ­ლი შე­მო­დის და ყვი­რის: - „თა­ვი მო­იკ­ლა, პა­ო­ლომ თა­ვი მო­იკ­ლა!“



ამ­ბის სა­ნა­ხა­ვად დარ­ბა­ზი­დან გავ­ვარ­დით. სა­ში­ნე­ლე­ბა და­ვი­ნა­ხეთ: მე­ო­რე სარ­თულ­ზე კე­დელ­თან ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი­ვით. იმ პა­ტა­რა ოთა­ხი­და­ნაც, მე­მან­ქა­ნე­თა ოთა­ხი­დან, სა­ი­და­ნაც ტი­რი­ლი ის­მო­და, ჩან­და, პა­ო­ლოს თა­ვის ქა­ლის უკა­ნა ნა­წი­ლი იატაკ­ზე ეგ­დო. სის­ხ­ლი კედ­ლი­დან მოწ­ვე­თავ­და. პა­ო­ლოს თო­ფის ლუ­ლა პირ­ში ჰქონ­და გაჩხე­რი­ლი. ზე­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე და­ვი­ნა­ხე, სა­ხე და­ფა­რუ­ლი ჰქონ­და ხე­ლის­გუ­ლე­ბით. დარ­ბაზ­ში მყოფ­ნი ჩუ­მად ის­ხ­დ­ნენ“.

პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ცხე­და­რი დღე­ვან­დე­ლი ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაკ­რ­ძა­ლეს. საფ­ლა­ვი რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძემ და მის­მა ერ­თ­მა მე­გო­ბარ­მა თავ­სა და ბო­ლო­ში ღვი­ნის ორ-ორი ბოთ­ლი დაფ­ლეს და პო­ე­ტის საფ­ლა­ვი ამ­გ­ვა­რად შე­მო­ი­ნა­ხეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პა­ო­ლოს ცხე­და­რი დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.


მწე­რალ­თა სახ­ლი დღეს...
ამ შე­ნო­ბა­ში 1921-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რი. 2008 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მ­ნა “მწე­რალ­თა სახ­ლი”.

„მწე­რალ­თა სახ­ლის“ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ღია სივ­რ­ცის შექ­მ­ნა ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის და მიმ­დი­ნა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, სა­დაც ქარ­თ­ველ და სტუ­მარ მწერ­ლებ­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა და ამავ­დ­რო­უ­ლად, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პრო­ცე­სებ­ში.

თეა ინა­სა­რი­ძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები