„ნოუ-ჰაუ“ - სილამაზის ცენტრი, გამორჩეული ინტერიერითა და საოცარი მომსახურებით

სალონი ყველა ქალისთვის მიმზიდველი ადგილია, სადაც შეგვიძლია დროის დიდი ნაწილი გავატაროთ. შესაბამისად მის ინტერიერზე ზრუნვა, მომხმარებლისთვის სასურველი, თბილი გარემოს შექმნა მფლობელის ერთ-ერთი მთავარი პრივილეგიაა.
სილამაზის ცენტი „ნოუჰაუ“ ბახტრიონის 11 ბ-ში მდებარეობს. ეს არის მყუდრო, ელეგანტური, დახვეწილი ადგილი, სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, პროფესიონალური მომსახურება და მეგობრული ფასები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ნოუჰაუ“ არის ერთი პატარა სახლი, რომელიც დახვეწილი ნივთებით, ავეჯით, სუვენირებით არის გაფორმებული.


ინტერიერი
სალონის ინტერიერზე ზრუნვა თავად მფლობელმა იტვირთა საკუთარ თავზე და საკმაოდ წარმატებულადაც. ინტერიერი საინტერესო ფერით, ტექსტურით და კიდევ
სხვა ბევრი დეტალით გამოირჩევა. ინტერიერში კრემისფერს შაბიამნისფერი ერწყმის, რაც გარემოს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ჭერი ყველაზე ღია ფერშია გადაწყვეტილი, კედლები - ერთი-ორი ტონით მუქი, იატაკი კი - კონტრასტულად მუქი. ავეჯს რაც შეეხება, სალონისთვის შერჩეულია კომპაქტური და ამასთან ერთად, ფუნქციური დივან-სკამები.


ვინტაჟური, ღია ფერის თაროები, სადაც სხვადასხვა აქსესუარი, დეკორაცია და სამუშაო მასალებია განთავსებული, ოთახში საინტერესო კონტრასტს ქმნის.
ფაქტია, სალონის მსგავსი მოწყობა საკმაოდ ეფექტურია, ვინაიდან ქმნის სახლის, შინაური გარემოს ეფექტს. აქ არ არის სალონებისთვის ჩვეული ხმაური, უჰაერობა, სიგარეტის კვამლი და ა.შ.


როგორი დახვეწილი და მაღალი დონისაც არ უნდა იყოს სალონი, იქ უპირველესად მაინც ადამიანები გიზიდავენ. აქ დაგხვდებათ გუნდი, რომლებიც თქვენს გემოვნებას გაიზიარებს, მოგისმენთ, მოგცემთ რჩევებს და მეგობრულ გარემოს შეგიქმნიან. „ნოუჰაუში“ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არ არ აშინებთ რთული დავალებები და მზად არიან სიახლეებისთვის, რომლებსაც თქვენთან ერთად შექმნიან.

მომსახურება
ქალბატონები თავის მოვლისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებენ. შესაბამისად ხარისხიანი მომსახურების მისაღებად თანხაც არ უნდა დაიშურონ.
სილამაზის ცენტრი „ნოუჰაუ“თბილისში ერთ-ერთი პრესტიჟული სილამაზის სალონია, რომელიც გამოირჩევა მაღალკვალიფიციური პერსონალით, დახვეწილი გარემოთი და სასიამოვნო მომსახურების სერვისით. ეს ის სამი ძირითადი კრიტერიუმია, რის გამოც არჩევანი სწორედ „ნოუჰაუზე“ უნდა შეაჩეროთ.


სილამაზის ცენტრი „ნოუჰაუ“ მომხმარებელს სრულ სალონურ მომსახურებას სთავაზობს: თმის მოვლა, მანიკური, პედიკური, დიოდური და ელექტროეპილაცია, კოსმეტოლოგი, ვიზაჟი სოლარიუმი, მასაჟი და ა.შ.


სილამაზის ცენტრი გასაოცარი თმის ვარცხნილობებით გამოირჩევა. თქვენს ვარცხნილობაზე პროფესიონალი სტილისტები იზრუნებენ. რაც მნიშვნელოვანია, აქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სტერილიზაციას. თმის შესაღებად 10 სხვადასხვა, საუკეთესო ფირმის საღებავებს იყენებენ. ეს საღბავები და გამაღიავებელი სუპრა გამორჩეულია იმით, რომ უამიაკოა და თმას არ აზიანებს.


რაც შეეხება მანიკურ-პედიკურის პროცედურას იგი საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციით ტარდება. ყველა ხელსაწყო შესაბამისად სტერილდება, რაც მომხმარებელს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.
ელექტრო (ნემსით) ეპილაცია, რომელიც რეალურად ყველაზე ეფექტურია, სალონში უმტკივნეულოდ კეთდება, არ ტოვებს სიწითლეს. ხოლო რაც შეეხება დიოდურ ეპილაციას, იგი Mediostar Next Pro-ს 2017 წლის აპარატით კეთდება. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა ნებისმიერ ზონაზე. აპარატს გააჩნია ფუნქცია დაინახოს და მოაშოროს ნებისმიერი ტიპის თმა. მათ შორის, ქერა, ჟღალი და ნაზი თმის ღერები (ღინღლი). აქ თმის მოშორება შესაძლებელია გარუჯულ კანზეც. პროცედურა აქრობს ჩაბრუნებულ თმას და აშორებს კანზე არსებულ შავ წერტილებს.


სახის გაწმენდის პროცესი ფრანგული, ანტიალერგიული SOSKIN და GUINOT-ის ფირმის კოსმეტიკურ საშუალებებით მიმდინარეობს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ თქვენი სახის კანი გლუვი და ნაზია. პროდუქცია, რომლითაც სახის წმენდა მიმდინარეობს ღრმად ატენიანებს კანს და ხანგრძლივად უნარჩუნებს სასურველ შედეგს.
აქ შეგიძლიათ ულტრათანამედროვე, იტალიური აპარატით - smart solarium VYPER 360-ით მიიღოთ რუჯი და სასურველი ფერი მიანიჭოთ თქვენს კანს. აპარატი ღიაა და არ შეგექმნებათ დისკომფორტი. განსაკუთრებით მათთვისაა კომფორტული, ვისაც დახურული სივრცის შიში აწუხებს.

ეს ყველაფერი მე უკვე გამოვცადე, ახლა თქვენი დროა...

მერი ბლიაძე
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები